სენაკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 23.10.2014
ძალის დაკარგვა 25.07.2017
გამომცემი ორგანო სენაკის მუნიციპალიტეტი
ნომერი №57
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.108.016192
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/10/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (6)
დამატებითი მეტამონაცემები (2)
| სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ხვიჩა ჟიშკარიანი | სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| № | კანდიდატის სახელი და გვარი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- „სენაკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსის ჩატარების ინსტრუქციის“ დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 27.08.2013
დოკუმენტის ტექსტი
სენაკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №57
2014 წლის 23 ოქტომბერი
ქ. სენაკი
სენაკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 და 25-ე მუხლების, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო მოხელეთა ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №411 და „საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412 დადგენილებების შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1.
დამტკიცდეს სენაკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესი და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულება დანართის №1-ის შესაბამისად.
2.
დამტკიცდეს კანდიდატთა პროფესიული უნარების შეფასების (დანართი №2), მოხელის დახასიათების (დანართი №3) და საატესტაციო ფურცლის (დანართი №4) ფორმები თანდართული რედაქციით.
3.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სენაკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსის ჩატარების ინსტრუქციის“ დამტკიცების შესახებ” სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 აგვისტოს №12 დადგენილება (სსმ, 03/09/2013. სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.108.016128).
4.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეხვიჩა ჟიშკარიანი
დანართი №1
სენაკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესი და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულება
თავი I
ზოგადი დებულება
მუხლი 1🔗.
გამოყენების სფერო
1. სენაკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესი და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულება აწესრიგებს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატისა და გამგეობის მოხელეთა კონკურსის ან/და ატესტაციის პროცესს.
2. კომისია იქმნება და საქმიანობს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო მოხელეთა ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №411 და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412 დადგენილებების და აღნიშნული დებულების საფუძველზე.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტება
ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა კონკურსი (შემდგომში - კონკურსი) - საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კანდიდატის შესაბამისობის დადგენა ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნებთან;
ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა ატესტაცია (შემდგომში - ატესტაცია) - საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოხელის სამსახურებრივი საქმიანობის, პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პირადული თვისებების შესაბამისობის შეფასება დაკავებული ან დასაკავებელი თანამდებობის მოთხოვნებთან;
გ) კონკურსის ან/და ატესტაციის პრინციპები:
გ.ა) კანონიერება - კონკურსის ან/და ატესტაციის პროცესი მიმდინარეობს ამ დებულების, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო მოხელეთა ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №411 დადგენილების, „საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412 დადგენილების და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად;
გ.ბ) სამართლიანობა - კონკურსის ან/და ატესტაციის პროცესში გადაწყვეტილების მიღება ხდება დამკვიდრებული სამართლებრივი პრინციპების შესაბამისად;
გ.გ) საჯაროობა – კონკურსის ან/და ატესტაციის პროცედურასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები, საკონკურსო–საატესტაციო კომისიის სხდომის ოქმები და კონკურსის შედეგები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა დაინტერესებული პირისათვის;
გ.დ) გამჭვირვალობა – გამოყენებული პროცედურები, მეთოდები და შეფასების კრიტერიუმები უნდა იყოს ნათლად ფორმირებული, გასაგები და აღქმადი ყველა პრეტენდენტისათვის;
გ.ე) არადისკრიმინაციულობა – კონკურსის ან/და ატესტაციის პროცედურები უნდა უზრუნველყოფდეს პირთა თანასწორობას განურჩევლად რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნისა. დაცული უნდა იყოს საქართველოს კანონის „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ მოთხოვნები;
გ.ვ) ობიექტურობა – კონკურსის ან/და ატესტაციის პროცედურები უნდა იყოს არადისკრიმინაციული და მაქსიმალურად გამოირიცხოს სუბიექტური ან პიროვნული ნიშნით გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა;
გ.ზ) მიუკერძოებლობა - კონკურსის ან/და ატესტაციის პროცესში ყველა გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნას სამართლიანი და ობიექტური შეფასებით. დაუშვებელია უპირატესობის მინიჭება არაკეთილსინდისიერად, კონკურსის ან/და ატესტაციის პრინციპების უგულვებელყოფის გზით;
გ.თ) კოლეგიურობა – კონკურსის ან/და ატესტაციის ეტაპები უნდა ჩატარდეს და შედეგები უნდა დამტკიცდეს საკონკურსო–საატესტაციო კომისიის მიერ;
გ.ი) კორექტულობა – კონკურსის ან/და ატესტაციის ჩატარების ფორმები და მეთოდები, დასმული შეკითხვები უნდა იყოს კორექტული, არ უნდა ისახავდეს პირის შეურაცხყოფას, არ უნდა ახასიათებდეს სიძულვილის ენა. საკონკურსო–საატესტაციო კომისია უნდა იყოს კეთილგანწყობილი და არ ახდენდეს კანდიდატზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას.
დ) კომისია - საკონკურსო-საატესტაციო კომისია, რომელიც შექმნილია ამ დებულების საფუძველზე;
ე) დაწესებულება - თვითმმართველობის ორგანოები (საკრებულო და გამგეობა), რომელშიც ტარდება კონკურსი ან/და ატესტაცია;
ვ) დაწესებულების ხელმძღვანელი - გამგებელი და საკრებულოს თავმჯდომარე;
ზ) ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელე - „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად განსაზღვრული პირი, გარდა საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 52-ე მუხლში მოცემული პირებისა.
თავი II
კომისია
მუხლი 3🔗.
კომისიის მიზანი და ფუნქციები
1. ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარებას უზრუნველყოფს სენაკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისია.
2. კონკურსის მიზანია:
ა) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად, დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით, შესაბამისი კანდიდატის შერჩევა. საქართველოს მოქალაქეთათვის ვაკანტურ თანამდებობათა თანაბრად ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
ბ) ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატების შერჩევის და მათი თანამდებობებზე დანიშვნის პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა;
გ) კონკურსში მონაწილე კანდიდატების კვალიფიკაციის, პროფესიული დონის, ცოდნის, პიროვნული თვისებების, მოტივაციის და უნარ-ჩვევების შეფასება;
დ) შერჩეული კანდიდატების ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დონის განსაზღვრა.
3. ატესტაციის მიზნებია:
ა) ატესტაციას დაქვემდებარებული პირის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შესაბამისობის განსაზღვრა დაკავებული ან დასაკავებელი თანამდებობის მოთხოვნებთან;
ბ) მოხელის მიერ საატესტაციო პერიოდში შესრულებული პროფესიული სამსახურებრივი საქმიანობის შეფასება;
გ) საკლასო ჩინისა და სპეციალური წოდების მინიჭებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება;
დ) მოხელის პროფესიული დონის გამოყენების პერსპექტივების განსაზღვრა;
ე) მოხელის კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული მომზადების ან გადამზადების საჭიროების დადგენა;
ვ) მოხელის პროფესიული ზრდის სტიმულირება.
4. კომისიის ფუნქციებია:
ა) ჩაატაროს კონკურსი ან ატესტაცია ამ დებულებით დადგენილი წესით;
ბ) კონკურსის შედეგების მიხედვით, ახდენს ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წარდგენას ან უარს აცხადებს კანდიდატის წარდგენაზე;
გ) თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირისათვის კონკურსანტის/ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელის შეფასების თაობაზე დასკვნის წარდგენა.
მუხლი 4🔗.
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შემადგენლობა
1.
კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები.
2.
კომისიის თავმჯდომარეს დაწესებულების ხელმძღვანელის წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს ადგილობრივი თვითმმართველობის საკრებულო. საკონკურსო-საატესატაციო კომისიის თავმჯდომარედ ინიშნება დაწესებულების ხელმძღვანელი ან მისი მოადგილე.
3.
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრთა რაოდენობას და შემადგენლობას განსაზღვრავს საკონკურსო- საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე აუცილებელი საჭიროების გათვალისწინებით.
4.
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შემადგენლობაში შედიან მოხელეთა პროფესიული კავშირის წევრები და დამოუკიდებელი სპეციალისტები.
5.
დამოუკიდებელი სპეციალისტი არ შეიძლება სამსახურებრივად დაკავშირებული იყოს მუნიციპალიტეტის ორგანოებთან.
6.
კომისიის შემადგენლობაში, შესაძლებელია, მონაწილეობდნენ ადამიანური რესურსების მართვისთვის პასუხისმგებელი პირები.
7.
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრებისგან ნიშნავს კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს, რომელიც ცვლის კომისიის თავმჯდომარეს მისი არყოფნის შემთხვევაში.
8.
პირი არ შეიძლება იყოს იმ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრი, რომელმაც უნდა მოახდინოს მისი შერჩევა კონკურსის შემთხვევაში და შეფასება ატესტაციის შემთხვევაში.
9.
კომისიის შემადგენლობის შესახებ ინფორმაცია საჯაროა.
10.
კომისიის მოწვეულ წევრთა შრომის ანაზღაურება არ უნდა აღემატებოდეს მუნიციპალიტეტის მოხელეთა ანაზღაურების საშუალო თვიურ ოდენობას.
11.
კომისიის შემადგენლობის კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, საჯარო სამსახურის ბიურო უფლებამოსილია, მოითხოვოს ინფორმაცია კომისიაში მოხელეთა პროფესიული კავშირების წევრის და დამოუკიდებელი სპეციალისტის მონაწილეობის თაობაზე. აღნიშნული ინფორმაცია უნდა ეცნობოს ბიუროს, კანონმდებლობით დადგენილი წესით. დარღვევის აღმოჩენისას, ბიურო კომისიის თავმჯდომარეს მიმართავს რეკომენდაციით კომისიის შემადგენლობის კორექტირების თაობაზე.
12.
კომისიის წევრი ვალდებულია, კონკურსის ან/და ატესტაციის დაწყებამდე წინასწარ განაცხადოს ყველა იმ გარემოების თაობაზე, რომელმაც შეიძლება მას ხელი შეუშალოს ატესტაციას დაქვემდებარებული პირის ობიექტურად შეფასებასა და მის მიმართ გადაწყვეტილების მიუკერძოებლად გამოტანაში. ასეთ შემთხვევაში კომისიის წევრი, ვალდებულია, განაცხადოს თვითაცილება. იმ შემთხვევაში, თუ კომისიის წევრი არ განაცხადებს დასახელებული გარემოების არსებობის შესახებ, ხოლო აღნიშნული, კომისიისათვის ცნობილი გახდება კონკურსის ან/და ატესტაციის მიმდინარეობისას, კომისიის შესაბამისი წევრის მიერ გაკეთებული შეფასებები არ იქნება გათვალისწინებული საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.
მუხლი 5🔗.
კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობა
1.
პროფესიული ან ტერიტორიული პრინციპის მიხედვით, კომისია შეიძლება დაკომპლექტდეს სპეციალიზებული შემადგენლობით.
2.
კომისიის სპეციალიზებულ შემადგენლობას და მის თავმჯდომარეს ნიშნავს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე.
3.
სპეციალიზებული კომისიის საქმიანობა ხორციელდება ამ დებულებით განსაზღვრული პრინციპებითა და პროცედურებით.
მუხლი 6🔗.
კომისიის საქმიანობა
1.
კომისიის საქმიანობას წარმართავს კომისიის თავმჯდომარე ამ დებულებიდან გამომდინარე.
2.
კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ სამი წევრისა.
3.
კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, დამსწრე კომისიის წევრთა უბრალო უმრავლესობით. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმა. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.
4.
კომისია ასევე უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ქულათა სისტემით,ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული შემადგენლობით;
5.
კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
მუხლი 7🔗.
საპრეტენზიო კომისია
1.
კონკურსის პროცედურებსა და შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვის მიზნით, კონკურსის ჩატარებისათვის პასუხისმგებელი დაწესებულების ხელმძღვანელის ბრძანებით, იქმნება საპრეტენზიო კომისია.
2.
საპრეტენზიო კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას განსაზღვრავს დაწესებულების ხელმძღვანელი.
3.
საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები (მათ შორის, მოწვეული პირები). კომისიის წევრი, რომელიც მონაწილეობდა კონკურსის რომელიმე ეტაპის ჩატარებაში, არ შეიძლება იყოს საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში.
4.
საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე.
5.
საპრეტენზიო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.
6.
საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება თავმჯდომარის ხმა.
7.
საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საპრეტენზიო კომისიის სხდომის თავმჯდომარე და დამსწრე კომისიის წევრები.
8.
საპრეტენზიო კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
9.
კონკურსის ან/და ატესტაციის შემთხვევაში პირს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება აქვს კონკურსის შედეგების (მის მიმართ გამოტანილი საბოლოო გადაწყვეტილება) გამოცხადებიდან (გადაწყვეტილების ჩაბარებიდან - წერილობით გაგზავნის შემთხვევაში და გაგზავნიდან - გადაწყვეტილების ელექტრონული ფოსტით გაგზავნის შემთხვევაში) არა უგვიანეს 2 (ორი) სამუშო დღისა. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შეტანილი განცხადება განიხილება არა უმეტეს 3 (სამი) დღეში. მიღებული გადაწყვეტილებების თანახმად შედგება ოქმი გამოვლენილი ხარვეზის შესახებ და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება კომისიას.
მუხლი 8🔗.
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სამდივნო
1.
კონკურსის ორგანიზებულად ჩატარებას ურუნველყოფს კომისიის სამდივნო. სამდივნო შედგება თვითმმართველობის იმ თანამშრომლებისაგან, რომლებიც არ მონაწილეობენ კონკურსში. სამდივნოს თანამშრომლებს დაწესებულების ხელმძღვანელთან შეთანხმებით ნიშნავს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე. სამდივნოს მიმდინარე საქმიანობას უძღვება მდივანი, რომელსაც სამდივნოს შემადგენლობიდან ნიშნავს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე.
2.
სამდივნო კომისიის საქმიანობის ორგანიზების და ეფექტური წარმართვის მიზნით:
ა) უზრუნველყოფს კონკურსისა და ატესტაციასთან დაკავშირებით გამოცემული სამართლებრივი აქტების საჯაროობასა და ხელმისაწვდომობას;
ბ) კონკურსანტების განცხადების მიღებას;
გ) ამოწმებს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას;
დ) ტექნიკურად უზრუნველყოფს კომისიის სხდომების მომზადებას;
ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილისა და წევრების ცალკეულ დავალებებს;
ვ) უზრუნველყოფს საკონკურსო-საატესტაციო კომისიაში შემოსული კორესპონდენციის აღრიცხვას და სათანადო ელექტრონულ მონაცემთა ბაზის შექმნას.
3.
კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ცალკეული ფუნქციების შესასრულებლად გამოიყენოს სხვა ორგანიზაციის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ადამიანური რესურსი.
4.
კონკურსის ან ატესტაციის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ სამდივნო წყვეტს საქმიანობას.
თავი III
კონკურსი
მუხლი 9🔗.
კონკურსის მიზნები და ამოცანები
1.
კონკურსის მიზანია, ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად, დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით, შესაბამისი კანდიდატის შერჩევა.
2.
კონკურსის ამოცანებია:
ა) საქართველოს მოქალაქეთათვის ვაკანტურ თანამდებობათა თანაბრად ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
ბ) ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატების შერჩევის და მათი თანამდებობებზე დანიშვნის პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა;
გ) კონკურსში მონაწილე კანდიდატების კვალიფიკაციის, პროფესიული დონის, ცოდნის, პიროვნული თვისებების, მოტივაციის და უნარ-ჩვევების შეფასება;
დ) შერჩეული კანდიდატების ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დონის განსაზღვრა.
მუხლი 10🔗.
კონკურსის გამოცხადება
1.
საჯარო კონკურსს მუნიციპალიტეტის ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად აცხადებს შესაბამისი დაწესებულება. კომისია უზრუნველყოფს ვაკანტური თანამდებობისთვის შეტყობინების მომზადებას, რომელიც ვრცელდება საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით.
2.
კონკურსის გამოცხადების ხარჯები ანაზღაურდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.
3.
შეტყობინება კონკურსის გამოცხადების შესახებ უნდა შეიცავდეს:
ა) დაწესებულების და კონკურსის წესით შესავსები ვაკანტური თანამდებობის დასახელებას;
ბ) კანდიდატის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს;
გ) შესასრულებელ სამუშაოს;
დ) თანამდებობრივი სარგოს ოდენობას;
ე) განცხადებისა და სხვა აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადას;
ვ) შესაბამისი კომისიის მისამართს;
ზ) კონკურსის ეტაპებს;
თ) კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ვადას;
ი) კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების ფორმას;
კ) დაწესებულების გადაწყვეტილებით, შესაძლებელია, აისახოს სხვა ინფორმაციაც.
მუხლი 11🔗.
კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადების წარდგენა
1.
კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადების წარდგენა შეიძლება მხოლოდ ელექტრონული ფორმით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით.
2.
შეტყობინების გამოქვეყნებიდან კანდიდატს ეძლევა არანაკლებ ათდღიანი ვადა განცხადების წარსადგენად.
მუხლი 12🔗.
კონკურსში მონაწილეობის უფლების მქონე პირი
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან, რომელიც:
ა) ქმედუნარიანია - არ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება მისი შეზღუდულქმედუნარიან პირად ან ქმედუუნაროდ ცნობის შესახებ;
ბ) ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას;
გ) აქვს საშუალო განათლება მაინც.
მუხლი 13🔗.
დაწესებულების უფლება - მოვალეობანი
1.
დაწესებულება უფლებამოსილია გამოაცხადოს კონკურსი ვაკანტურ თანამდებობაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2.
დაწესებულების ხელმძღვანელის წარდგინებით, დასაკავებელი ვაკანტური თანამდებობის მიმართ დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, დგინდება საკრებულოს მიერ.
3.
დაწესებულება უფლებამოსილია, კონკურსის შესახებ შეტყობინებაში შეიტანოს შესწორება (ტექნიკური, აგრეთვე, გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომა). კონკურსის შესახებ შეტყობინებაში არსებითი ცვლილების შეტანა ნიშნავს ახალი კონკურსის გამოცხადებას.
4.
ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დაწესებულება ვალდებულია, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მოახდინოს კანდიდატის ინფორმირება კონკურსის შესახებ შეტყობინებაში შესული ცვლილების ან/და კონკურსის ახალი ვადის შესახებ, რის შემდეგაც კანდიდატს ეძლევა არანაკლებ ათდღიანი ვადა, ცვლილების გათვალისწინებით ან კონკურსის შესახებ ახალი შეტყობინების შესაბამისად, განცხადების წარსადგენად.
5.
კონკურსის შესახებ შეტყობინებაში ცვლილების შეტანა ხდება იმავე წესით, რაც დადგენილია კონკურსის გამოცხადებისათვის.
6.
დაწესებულება უფლებამოსილია, დასაბუთებული ობიექტური მიზეზის არსებობისას (დაწესებულების ლიკვიდაცია, რეორგანიზაცია, არასაკმარისი საბიუჯეტო სახსრები), შეწყვიტოს გამოცხადებული კონკურსი ნებისმიერ ეტაპზე, კანდიდატისათვის საბოლოო გადაწყვეტილების გაცნობამდე.
7.
კონკურსის შეწყვეტის შესახებ დასაბუთებული გადაწყვეტილება უნდა გაეგზავნოს ბიუროს და შეტყობინების სახით ეცნობოს თითოეულ კანდიდატს.
მუხლი 14🔗.
კანდიდატის უფლება-მოვალეობანი
1.
კანდიდატი ვალდებულია დამსაქმებელს მიაწოდოს უტყუარი ინფორმაცია საკონკურსო მოთხოვნებთან დაკავშირებით.
2.
კანდიდატი უფლებამოსილია განცხადებაში შეიტანოს ცვლილება დამსაქმებლის მიერ განცხადების წარდგენისთვის განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე.
3.
კანდიდატს უფლება აქვს ერთი კონკრეტული უწყების მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის თაობაზე განცხადება წარადგინოს არაუმეტეს ერთ ვაკანსიაზე.
მუხლი 15🔗.
კონკურსის ჩატარების პროცედურა (ფორმები და პირობები)
1.
კონკურსს ატარებს სენაკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისია.
2.
კონკურსი შესაძლებელია მოიცავდეს ერთ-ერთ ან რამდენიმე ეტაპს:
ა) განცხადების გადარჩევა;
ბ) წერითი დავალება;
გ) ტესტირება;
დ) გასაუბრება;
3.
კონკურსის პროგრამას, ეტაპებს, პირობებს, შეფასების ფორმებსა და ჩატარების გრაფიკს განსაზღვრავს კომისია, დაწესებულების ხელმძღვანელთან შეთანხმებით.
4.
ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის საჯაროობას უზრუნველყოფს კომისიის თავმჯდომარე.
5.
ტესტირების ჩასატარებლად მუნიციპალიტეტი ხელშეკრულების საფუძველზე შესაბამის მომსახურებას იღებს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული დაწესებულებისაგან.
მუხლი 16🔗.
განცხადების გადარჩევა
1.
განცხადების გადარჩევა წარმოადგენს პირის საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით და სავალდებულო დოკუმენტაციის სრულად წარდგენის შემოწმებას.
2.
კომისიის დავალებით და მასთან შეთანხმებით, შესაძლებელია, განცხადების გადარჩევა უზრუნველყოს დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვისთვის პასუხისმგებელმა პირ(ებ)მა ან საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სამდივნომ, რაც დასტურდება კომისიის სხდომის ოქმით და კომისიის წევრების ხელმოწერით.
მუხლი 17🔗.
წერითი დავალება
1.
წერითი დავალება შეიძლება ჩატარდეს თავისუფალი ფორმით.
2.
წერითი დავალების ფორმას, შეფასების კრიტერიუმებს და აუცილებელ ქულათა მინიმალურ ზღვრულ ოდენობას კონკურსის გამოცხადებისთანავე ადგენს და ამტკიცებს კომისია.
3.
დადებითი შეფასების მისაღებად და შემდგომ ეტაპზე გადასასვლელად კანდიდატმა უნდა დააგროვოს კომისიის მიერ დადგენილი აუცილებელ ქულათა რაოდენობა (მინიმალური ზღვარი).
მუხლი 18🔗.
ტესტირება
1.
ტესტირება წარმოადგენს კონკურსანტთა პროფესიული ცოდნის დონისა და უნარების შემოწმებას ტესტების მეშვეობით.
2.
ტესტირების მეთოდიკა, თემატიკა და შეფასების კრიტერიუმები დგინდება ,,ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის ატესტაციის ტესტირების ეტაპების ჩატარების მეთოდიკის, თემატიკისა და შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ” საჯარო სამსახურის ბიუროს 2014 წლის 10 სექტემბრის #73/სა ბრძანების საფუძველზე.
3.
2015 წლის 1 ივლისამდე ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის თანამდებობებზე დასანიშნად პირის მიერ გასავლელი კონკურსის სავალდებულო ეტაპის ან მოხელის ატესტაციის სავალდებულო ეტაპის - ტესტირების ეტაპის მინიმალური გამსვლელი ზღვარი განისაზღვროს მაქსიმალურ ქულათა 55%-ის ოდენობით.
მუხლი 19🔗.
გასაუბრება
1.
კომისიამ კანდიდატებთან გასაუბრებისას უნდა გამოიყენოს წინასწარ შემუშავებული კითხვარი, რომელიც საშუალებას მისცემს, მიიღოს ინფორმაცია კანდიდატის უნარ-ჩვევებზე, პროფესიულ კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე, რომელიც საჭიროა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.
2.
კითხვები შეიძლება დაისვას განსაზღვრული თანმიმდევრობით. შესაძლებელია დამატებითი კითხვების დასმაც განსაზღვრული საკითხების ირგვლივ, რაც დამოკიდებულია კანდიდატის მიერ გაცემულ პასუხებზე.
3.
თითოეული კანდიდატისათვის გამოიყენება იდენტური შინაარსის წინასწარ განსაზღვრული კითხვარი.
მუხლი 20🔗.
კომისიის მიერ კანდიდატურების განხილვა და კონკურსის შედეგები
1.
კომისია კანდიდატების მიერ ყველა ეტაპის გავლის შემდეგ თავის სხდომაზე განიხილავს საკითხს მათ დაუსწრებლად.
2.
კომისია აფასებს კანდიდატის შესაბამისობას ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან, აუცილებლობის შემთხვევაში ისმენს აღნიშნულ თანამდებობაზე დასანიშნი პირის აზრს.
3.
კონკურსის შედეგების მიხედვით ქულათა სისტემით ან კომისიის წევრთა ინდივიდუალური შეფასებებით, საკონკურსო–საატესტაციო კომისია თითოეულ ვაკანტურ თანამდებობასთან დაკავშირებით იღებს ერთ-ერთ გადაწყვეტილებას:
ა) დასანიშნად წარადგენს ერთ კანდიდატს;
ბ) უარს აცხადებს კანდიდატის წარდგენაზე.
4.
კომისიის თავმჯდომარე ან კომისიის სხვა უფლებამოსილი პირი, გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 5 (ხუთი) დღისა, წერილობით აცნობებს ყოველ კანდიდატს მის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას, ხოლო თანამდებობაზე დამნიშვნელ პირს - კომისიის მიერ წამოყენებული კანდიდატის ან კანდიდატის წამოყენებაზე უარის შესახებ.
5.
კონკურსი ითვლება ჩაშლილად , თუ მასში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა წარდგენილი არც ერთი განცხადება, აგრეთვე, იმ შემთხვევაში, თუ კომისია უარს განაცხადებს თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წარდგენაზე.
6.
კომისია ვალდებულია, საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში. იმ შემთხვევაში, თუ კომისიის მიერ წინასწარ განსაზღვრულია უფრო მცირე ვადა, კომისია უფლებამოსილია გაზარდოს იგი ვადის ამოწურვამდე. ასეთ შემთხვევაში, თავდაპირველად განსაზღვრული და გაზრდილი ვადის ჯამი არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.
7.
კომისია, კონკურსის დასრულებიდან (გადაწყვეტილების მიღებიდან) ერთ კვირაში, ბიუროში წარადგენს ინფორმაციას ჩატარებული კონკურსის შესახებ: ვაკანტური თანამდებობების დასახელების, შესული განცხადებების რაოდენობის, კონკურსის ეტაპების, პროცედურების და კონკურსის შედეგების მითითებით.
მუხლი 21🔗.
კონკურსის შედეგების გასაჩივრება
1.
პირს უფლება აქვს, კონკურსის შედეგები გაასაჩივროს საპრეტენზიო კომისიაში (მისი არსებობის შემთხვევაში), ხოლო შემდეგ - სასამართლოში, ან არ გამოიყენოს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება და კონკურსის პროცედურებსა და შედეგებთან დაკავშირებული საჩივარი წარადგინოს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სასამართლოში.
2.
კონკურსის პროცედურებსა და შედეგებთან დაკავშირებული დავა, დაწესებულებაში საპრეტენზიო კომისიის არარსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია გადაწყდეს ადმინისტრაციული წესით, უფლების დაცვის სამართლებრივი საშუალებების გამოყენებით.
თავი IV
მოხელის ატესტაცია
მუხლი 22🔗.
ატესტაციას დაქვემდებარებული პირი
1.
ატესტაცია არის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოხელის სამსახურებრივი საქმიანობის, პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პირადული თვისებების შესაბამისობის შეფასება დაკავებული ან დასაკავებელი თანამდებობის მოთხოვნებთან.
2.
ატესტაციას ექვემდებარება;
ა) მოხელე 3 წელიწადში ერთხელ (საატესტაციო პერიოდი);
ბ) კანდიდატი მოხელის თანამდებობაზე, თუ თანამდებობა კონკურსის წესით უნდა დაიკავონ.
3.
ატესტაციას არ ექვემდებარება მოხელე, რომელიც სამსახურში მიიღება განსაზღვრული ვადით.
4.
მოხელე, რომელიც საატესტაციო პერიოდის უკანასკნელი წლის მანძილზე სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა 6 (ექვსი) თვეზე ნაკლები ვადით, ექვემდებარება მომავალ წელს ატესტაციას.
5.
მოხელე, რომელსაც უფლებამოსილება შეჩერებული აქვს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ატესტაციას გადის შემდგომ წელს.
მუხლი 23🔗.
ატესტაციის მიზნები და პრინციპები
1.
ატესტაციის მიზანია:
ა) მოხელის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შესაბამისობის განსაზღვრა დაკავებული ან დასაკავებელი თანამდებობის მოთხოვნებთან;
ბ) მოხელის მიერ საატესტაციო პერიოდში შესრულებული პროფესიული სამსახურეობრივი საქმიანობის შეფასება;
გ) საკლასო ჩინისა და სპეციალური წოდების მინიჭებასა ან ჩამორთმევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება;
დ) მოხელის პროფესიული დონის გამოყენების პერსპექტივების განსაზღვრა;
ე) მოხელის კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული მომზადების ან გადამზადების საჭიროების დადგენა;
ვ) მოხელეთა კარიერის დაგეგმვა და მართვა.
2.
ატესტაცია ეფუძნება შემდეგ პრინციპებს:
ა) კანონიერება;
ბ) სამართლიანობა;
გ) საჯაროობა;
დ) გამჭვირვალობა;
ე) არადისკრიმინაციულობა;
ვ) ობიექტურობა;
ზ) მიუკერძოებლობა;
თ) კოლეგიალურობა.
მუხლი 24🔗.
ატესტაციის ჩატარების დრო
1.
ატესტაციის ჩატარების დროს განსაზღვრავს დაწესებულების ხელმძღვანელი კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით.
2.
ატესტაციას დაქვემდებარებულ მოხელეთა სიას და ატესტაციის ჩატარების გრაფიკს ამზადებს დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი სამსახური და საკონკურსო–საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი.
3.
ატესტაციის გრაფიკი, ინფორმაცია ატესტაციის ჩატარების პრინციპების, პროცედურების, ფორმებისა და პირობების შესახებ, ასევე, კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი და ფორმა ატესტაციას დაქვემდებარებულ პირს და საჯარო სამსახურის ბიუროს უნდა ეცნობოს ატესტაციის დაწყებამდე ორი კვირით ადრე მაინც.
4.
ინფორმაციის საჯაროობას უზრუნველყოფს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე.
მუხლი 25🔗.
ატესტაციის ჩატარების პროცედურა
1.
ატესტაციას ატარებს სენაკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა საკონკურსო–საატესტაციო კომისია.
2.
ატესტაციის პროცესის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელის უშუალო ხელმძღვანელი ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელ სამსახურში წარადგენს დახასიათებას.
3.
მოხელეს უფლება აქვს ატესტაციის დაწყებამდე გაეცნოს ხელმძღვანელის მიერ მასზე შედგენილ დახასიათებას.
4.
ატესტაციის ჩატარებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას უზრუნველყოფს დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი სამსახური.
5.
ატესტაცია შეიძლება ჩატარდეს ერთ-ერთი ან რამდენიმე შემდეგი ფორმით:
ა) სხვადასხვა სახის ტესტირება;
ბ) წერითი დავალება;
გ) გასაუბრება.
6.
ატესტაციის ჩატარების ფორმებს, შესაბამისი შეფასების ფორმულარებს, სატესტო მეთოდიკებსა და თემატიკას, მოხელის მიერ დაკავებული თანამდებობის სპეციფიკის გათვალისწინებით, განსაზღვრავს შესაბამისი საკონკურსო–საატესტაციო კომისია დაწესებულების ხელმძღვანელთან შეთანხმებით.
7.
გასაუბრების პროცესში, დაკავებულ ან დასაკავებელ თანამდებობასთან ატესტაციას დაქვემდებარებული პირის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კომისია ისმენს მოხელის ანგარიშს საატესტაციო პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ, ამოწმებს ატესტაციას დაქვემდებარებული პირის პროფესიულ დონესა და კვალიფიკაციას დადგენილ თემატიკასა და სამსახურებრივ მოვალეობასთან დაკავშირებულ საკითხებში.
8.
ატესტაციის დროს მოხელესთან გასაუბრების პროცესს შეიძლება დაესწროს იმ სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელი, რომელშიც მოხელე მუშაობს.
9.
ატესტაციაზე არასაპატიო მიზეზით მოხელის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, კომისიის გადაწყვეტილებით იგი იღებს ამ დებულების 26–ე მუხლის მე–4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შეფასებას.
მუხლი 26🔗.
მოხელის შეფასება და გადაწყვეტილების მიღება
1.
საკონკურსო–საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, ატესტაციას დაქვემდებარებული პირის დაუსწრებლად, დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია კომისიის სხდომის თავმჯდომარის ხმა. საჭიროების შემთხვევაში კომისია ისმენს მოხელისა და მისი უშუალო ხელმძღვანელის განმარტებებს.
2.
ატესტაციის შედეგების მიხედვით კომისიას გამოაქვს ერთ–ერთი შემდეგი შინაარსის დასკვნა:
ა) მოხელე შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და ექვემდებარება დაწინაურებას;
ბ) მოხელე შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას;
გ) მოხელე ნაწილობრივ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას (საჭიროებს კვალიფიკაციის ამაღლებას);
დ) მოხელე არ შეესაბამება დაკავებულ ან დასაკავებელ თანამდებობას.
3.
საჭიროების შემთხვევაში, კომისია იღებს გადაწყვეტილებას და დაწესებულების ხელმძღვანელს წარუდგენს წინადადებას მოხელისათვის საკლასო ჩინის მინიჭების ან ჩამორთმევის შესახებ.
მუხლი 27🔗.
ატესტაციის შედეგები
1.
კომისია ვალდებულია, თითოეული ატესტაციას დაქვემდებარებული პირის ატესტაციის შედეგების შესახებ მოამზადოს დასკვნა. დასკვნა ფორმდება სხდომის ოქმით და მას ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები.
2.
ატესტაციის შედეგები შეტანილ უნდა იქნეს საატესტაციო ფურცელში, რომელიც ივსება ერთ ეგზემპლარად და დახასიათებებთან ერთად ერთვის ატესტაციას დაქვემდებარებული პირის პირად საქმეს. საატესტაციო ფურცელს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები. კომისიის დასკვნისა და რეკომენდაციის საფუძველზე, დაწესებულების ხელმძღვანელი ატესტაციის დასრულებიდან ერთი თვის ვადაში მოხელის პირად საქმეში ასახვით, იღებს შემდეგ გადაწყვეტილებებს:
ა) მოხელისთვის სპეციალური წოდების ან/და საკლასო ჩინის მინიჭების/ჩამორთმევა;
ბ) მოხელის დაწინაურება ან დაქვეითება;
გ) მოხელის კვალიფიკაციის ამაღლება;
დ) მოხელის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება.
ე) მოხელის მიმართ ატესტაციის შედეგის პირად საქმეში ასახვის შესახებ (იმ შემთხვევაში, თუ მოხელე შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას).
3.
ატესტაციას დაქვემდებარებული პირი საატესტაციო ფურცელს ეცნობა და ხელს აწერს მისი შევსებიდან 2 სამუშაო დღეში.
4.
კომისია დაწესებულების ხელმძღვანელს მოახსენებს ატესტაციის შედეგებს, ატესტაციის პროცესის დასრულებიდან ერთ კვირაში.
5.
თუ ატესტაციის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად მოხელე არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას, დაწესებულების ხელმძღვანელი საჯარო მოხელეს ანთავისუფლებს დაკავებული თანამდებობიდან, ხოლო თუ მოხელე ატესტაციის შედეგად ნაწილობრივ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას, დაწესებულების ხელმძღვანელს უფლება აქვს მას შესთავაზოს სხვა თანამდებობის დაკავება ან კვალიფიკაციის ამაღლება ან/და მოხელე გაათავისუფლოს თანამდებობიდან.
6.
ატესტაციის შედეგების შესახებ კომისია დაწესებულების ხელმძღვანელს მოახსენებს და საჯარო სამსახურის ბიუროში წარადგენს ინფორმაციას ატესტაციის პროცესის დასრულებიდან ერთ კვირაში.
მუხლი 28🔗.
ატესტაციის შედეგების გასაჩივრება
1.
ატესტაციას დაქვემდებარებულ პირს უფლება აქვს, ატესტაციის შედეგები გაასაჩივროს საპრეტენზიო კომისიაში (მისი არსებობის შემთხვევაში), ხოლო შემდეგ - სასამართლოში, ან არ გამოიყენოს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება და ატესტაციის პროცედურებსა და შედეგებთან დაკავშირებული საჩივარი წარადგინოს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სასამართლოში.
2.
ატესტაციის პროცედურებსა და შედეგებთან დაკავშირებული დავა, დაწესებულებაში საპრეტენზიო კომისიის არარსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია გადაწყდეს ადმინისტრაციული წესით, უფლების დაცვის სამართლებრივი საშუალებების გამოყენებით.
დანართი 2
კანდიდატთა პროფესიული უნარების შეფასების ფორმა
_____________________________________________________________________________________
შესარჩევი კონკურსი
(თანამდებობის დასახელება)
№
კანდიდატის სახელი და გვარი
პროფესიული უნარ-ჩვევების შეფასება
შემფასებლის კომენტარი
სუსტი
0-50
ქულა
საშუალო
50-75 ქულა
ძლიერი
75-100 ქულა
1
2
3
4
5
შენიშვნა: შეფასებისას ქულათა სისტემის გამოყენების შემთხვევაში იწერება შესაბამისი ქულები
შემფასებლის სახელი
გვარი
ხელმოწერა
დანართი №3
მოხელის დახასიათება
(ფორმა)
სახელი, გვარი___________________________________________________________________
დაკავებული თანამდებობა_________________________________________________________
საატესტაციო პერიოდში შესრულებულ საკითხთა ჩამონათვალი და შედეგების შეფასება
_____________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________
________________________________________________________________________
________________________________________________________________________
პროფესიული და ინდივიდუალური ჩვევები
___________________________________________________________________________________
___________________________________________________________________________________
___________________________________________________________________________________
დადებითი და უარყოფითი მხარეები
___________________________________________________________________________________
___________________________________________________________________________________
___________________________________________________________________________________
წახალისება
__________________________________________________________________________________
___________________________________________________________________________________
___________________________________________________________________________________
დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები
___________________________________________________________________________________
___________________________________________________________________________________
წინადადებები კვალიფიკაციის ამაღლების, წახალისების, თანამდებობრივი დაწინაურების, სპეციალური წოდების ან საკლასო ჩინის მინიჭების შესახებ
___________________________________________________________________________________
___________________________________________________________________________________
___________________________________________________________________________________
ხელმოწერა________________________
თარიღი___________________________.
დანართი №4
საატესტაციო ფურცელი
(ფორმა)
მოხელის სახელი, გვარი __________________________________________________________________
დაკავებული თანამდებობა და დანიშვნის თარიღი
____________________________________________________________________________________________
___________________________________________________________________________________________
თანამდებობრივი რანგი, საკლასო ჩინი, სპეციალური წოდება
___________________________________________________________________________________________
___________________________________________________________________________________________
განათლება (სასწავლო დაწესებულება, სპეციალობა, ხარისხი)
____________________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________________
შრომის საერთო სტაჟი (მ.შ. საჯარო სამსახურში) ____________________________________________
საკონკურსო–საატესტაციო კომისიის დასკვნა __________________________________________________
______________________________________________________________________________________________
______________________________________________________________________________________________
საკონკურსო–საატესტაციო კომისიის რეკომენდაცია ____________________________________________
______________________________________________________________________________________________
______________________________________________________________________________________________
______________________________________________________________________________________________
შენიშვნა _____________________________________________________________________________________
______________________________________________________________________________________________
თარიღი ____________________________
კომისიის თავმჯდომარე __________________________
კომისიის წევრები: