„სენაკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსის ჩატარების ინსტრუქციის“ დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №12 |
|
2013 წლის 27 აგვისტო ქ. სენაკი |
|
სენაკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის თანამდებობათა
დასაკავებლად კონკურსის ჩატარების ინსტრუქცია
დანართი №2
კანდიდატის განაცხადის ფორმა
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
„სენაკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსის ჩატარების ინსტრუქციის“ დამტკიცების შესახებ
„სენაკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის თანამდებობათა
დასაკავებლად კონკურსის ჩატარების ინსტრუქციის“ დამტკიცების შესახებ„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის, 25-ე მუხლის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №46 ბრძანებულების შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1.
1. ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სენაკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 თებერვლის №2 დადგენილება (www.matsne.gov.ge. 04/03/2013; სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.108.016117).
2.
დადგენილება ძალაშია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეზურაბ ხაბურზანია
დანართი №1(ინსტრუქცია, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის N46 ბრძანებულების შესრულების მიზნით განსაზღვრავს სენაკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადებისა და ჩატარების პროცედურებს
)
1.
ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა კონკურსსა და ატესტაციის ჩატარებას უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისია.2.
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარეს, განკარგულებით ნიშნავს საკრებულო, საკუთარი უფლებამოსილების ვადით.3.
საკონკურსო-სატესტაციო კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს საკრებულოს წევრს. საკრებულოს წევრს უფლება აქვს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის კანდიდატად წამოაყენოს საკრებულოს თავმჯდომარის ან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურა, კანდიდატის თანხმობით. კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურების დასახელების შემდეგ საკრებულოს სხდომის თავმჯდომარე აცხადებს კანდიდატთა სიას და ითხოვს მათ თანხმობას, კენჭი იყარონ საკონკურსო-სატესტაციო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე. სხდომის თავმჯდომარე კენჭისყრისათვის ადგენს კანდიდატთა ერთიან სიას მათი წარდგენის რიგითობის მიხედვით. საკონკურსო-სატესტაციო კომისიის თავმჯდომარედ დანიშნულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელსაც მხარი დაუჭირა საკრებულოს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობამ, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ერთმა მესამედმა.4.
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე ვადამდე შეიძლება იქნეს განთავისუფლებული პირადი განცხადებით და/ან საკრებულოს განკარგულებით. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხის დასმის უფლება აქვს საკრებულოს წევრს. გადაწყვეტილება მიიღება საკრებულოს მიერ საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.5.
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე დანიშვნიდან ერთი კვირის ვადაში, საკრებულოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით (თუ კომისიის თავმჯდომარედ არჩეულია საკრებულოს თავმჯდომარე - საკრებულოს ბიუროსთან შეთანხმებით) და ჩასატარებელი კონკურსის მოცულობისა და სპეციფიკის გათვალისწინებით განსაზღვრავს კომისიის წევრთა რაოდენობას და კომისიის წევრთა სავარაუდო კანდიდატებს. კომისიის წევრთა რაოდენობა, კომისიის თავმჯდომარის ჩათვლით, უნდა იყოს კენტი. კომისია უნდა შედგებოდეს არა ნაკლებ 5 და არა უმეტეს 11 წევრისაგან.6.
კომისიის შემადგენლობაში მონაწილეობენ ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეები (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კონკურსი გამოცხადებულია ამ თანამდებობაზე და/ან კომისიამ უნდა მოხდინოს მისი ატესტაცია), მოხელეთა პროფესიული კავშირების წევრები, დამოუკიდებელი სპეციალისტები, საკრებულოს წევრ(ებ)ი. კომისიის შემადგენლობაში შეიძლება შედიოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.7.
კომისიის წევრებს ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე მათი თანხმობით (კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით). კომისიის წევრი კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით კომისიის წევრობიდან შეიძლება განთავისუფლდეს ნებისმიერ დროს პირადი განცხადების, კომისიის სხდომაზე ზედიზედ 3-ჯერ გამოუცხადებლობის და/ან დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობის გამო. კომისიის განთავისუფლებული წევრის შეცვლა ხდება კომისიის თავმჯდომარის მიერ.1.
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე:ა)
იწვევს და თავმჯდომარეობს კომისიის სხდომებს;ბ)
ანაწილებს ფუნქციებს კომისიის წევრთა შორის;გ)
კომისიის შემადგენლობიდან ნიშნავს და ათავისუფლებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს;დ)
საჭიროების შემთხვევაში ქმნის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სპეციალიზებულ შემადგენლობას და ნიშნავს მის თავმჯდომარეს;ე)
კომისიის წევრებთან შეთანხმებით განსაზღვრავს საკითხთა განხილვის თანმიმდევრობას;ვ)
ხელს აწერს კომისიის გადაწყვეტილებებს, სხდომის ოქმებს და სხვა ოფიციალურ დოკუმენტაციას;ზ)
საკონკურსო კომისიის წევრებს შორის ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში აქვს უპირატესი ხმის უფლება;თ)
ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.2.
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრთაგან. კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ასრულებს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის უფლება-მოვალეობებს თავმჯდომარის არ ყოფნის შემთხვევებში.1.
კონკურსის პროცედურებსა და შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვის მიზნით, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით იქმნება საპრეტენზიო კომისია.2.
საპრეტენზიო კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას განსაზღვრავს საკრებულოს თავმჯდომარე. პირი არ შეიძლება ერთდროულად იყოს საპრეტენზიო და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შემადგენლობაში.3.
საპრეტენზიო კომისია თავის შემადგენლობიდან ირჩევს კომისიის თავმჯდომარეს და თავმჯდომარის მოადგილეს. საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე და საკონკურსო-სატესტაციო კომისიის თავმჯდომარე არ შეიძლება იყვნენ სამსახურეობრივად ურთიერთდაქვემდებარებულნი.4.
საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე.5.
საპრეტენზიო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.6.
საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება თავმჯდომარის ხმა.7.
საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საპრეტენზიო კომისიის სხდომის თავმჯდომარე და დამსწრე კომისიის წევრები.8.
საპრეტენზიო კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.9.
პირს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება აქვს კონკურსის თითოეული ეტაპის შედეგების გამოცხადებიდან/საატესტაციო ფურცლის გაცნობიდან არა უგვიანეს 2 დღისა. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შეტანილი განცხადება განიხილება არა უმეტეს 3 დღეში. მიღებული გადაწყვეტილების თანახმად შედგება ოქმი გამოვლენილი ხარვეზის შესახებ და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება საკონკურსო-საატესტაციო კომისიას.10.
საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო-საატესტაციო კომისია საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილების გათვალისწინებით. საკონკურსო-საატესტაციო კომისიას უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში, მოიწვიოს გაფართოებული სხდომა საპრეტენზიო კომისიის წევრთა მონაწილეობით.1.
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მუშაობის ორგანიზებას უზრუნველყოფს კომისიის სამდივნო. სამდივნო შედგება საკრებულოს აპარატის და/ან გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის იმ თანამშრომლებისაგან, რომლებიც არ მონაწილეობენ კონკურსში/ატესტაციაში. სამდივნოს თანამშრომლებს საკრებულოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით ნიშნავს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე (კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით). სამდივნოს მიმდინარე საქმიანობას უძღვება მდივანი, რომელსაც სამდივნოს შემადგენლობიდან ნიშნავს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე.2.
სამდივნო:ა)
უზრუნველყოფს საკონკურსო დოკუმენტაციის მიღებას, რეგისტრაციას და ,,ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა წერითი დავალების, ტესტირების და გასაუბრების გავლის წესით” დადგენილი ფორმით მათ დამუშავებას;ბ)
ამოწმებს საკონკურსო დოკუმენტაციის სისრულეს და მის შესაბამისობას საკონკურსო მოთხოვნებთან, ახდენს მიღებული დოკუმენტაციის სისწორის შემოწმებასა და გადამოწმებას; ამზადებს კომისიის გადაწყვეტილების პროექტებს საკონკურსო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით;გ)
უზრუნველყოფს კომისიის წევრთა გაფრთხილებას კომისიის სხდომის ჩატარების ადგილისა და დროის შესახებ; ორგანიზებას უწევს კომისიის სხდომის დარბაზის მოწყობას, მასალების გამრავლებასა და დარიგებას, კომისიის სხდომის ოქმის შედგენას;დ)
ახდენს კონკურსანტთა რეგისტრაციას;ე)
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ დამტკიცებული ,,ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა წერითი დავალების, ტესტირების და გასაუბრების გავლის წესის” შესაბამისად უზრუნველყოფს წერითი დავალების, ტესტირებისა და გასაუბრების გავლის ორგანიზებას და ამ წესით განსაზღვრულ სამუშაოთა შესრულებას;ვ)
ასრულებას ამ ინსტრუქციით, კომისიის გადაწყვეტილებითა და კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ დავალებებს.1.
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.2.
კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.3.
კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და დამსწრე კომისიის წევრები. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.4.
კომისიის სხდომას კომისიის წევრების გარდა სხვა პირი შეიძლება ესწრებოდეს მხოლოდ კომისიის თავმჯდომარის თანხმობით. კომისიის გადაწყვეტილებით შეიძლება ჩატარდეს კომისიის საჯარო სხდომა.1.
კონკურსისა და ატესტაციის ჩატარებისათვის გათვალისწინებული ხარჯები, მათ შორის კომისიის მოწვეულ წევრთა შრომის ანაზღაურება, ხორციელდება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან.2.
კომისიის მოწვეულ წევრს (არა საჯარო მოსამსახურეს) კომისიაში მუშაობის დროის გათვალისწინებით, საკრებულოს გადაწყვეტილებით ეძლევა კომპენსაცია განაცდურისათვის (პირის დღიური სამუშაო ხელფასის შესაბამისად, ხოლო თუ პირი არ მუშაობს, საჯარო მოხელისათვის მივლინების პერიოდში დადგენილი დღიური ნორმის შესაბამისად).3.
მოქალაქეები კონკურსში მონაწილეობისათვის გაღებულ ხარჯებს (მგზავრობა, საცხოვრებელი ადგილის დაქირავება, დოკუმენტების გამრავლება – დაგზავნა და ა.შ.) ფარავენ პირადი სახსრებით.4.
კონკურსის ჩატარების ორგანიზაციული უზრუნველყოფისათვის იქმნება საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სამდივნო საკრებულოს აპარატის და/ან გამგეობის (მერიის) ადმინისტრაციული სამსახურის იმ თანამშრომელთა შემადგენლობით, რომლებიც არ ღებულობენ კონკურსში მონაწილეობას. სამდივნოს პერსონალურ შემადგენლობას საკრებულოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით განსაზღვრავს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე.5.
კომისიას აქვს ბეჭედი, შტამპი, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილების ბლანკი, კომისიის ბლანკი (მიმართვებისთვის) სენაკის მუნიციპალიტეტის გერბის გამოსახულებით.6.
კომისიის ბეჭდის, შტამპის, კომისიის ბლანკის ფორმებსა და აღწერილობას ამტკიცებს კომისიის თავმჯდომარე, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით.კონკურსი (კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენა, კონკურსით გათვალისწინებული პროცედურები (წერითი დავალება, ტესტირება და გასაუბრება)) და ატესტაცია ტარდება სახელმწიფო ენაზე.თავი II
კონკურსი1.
კონკურსი წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატთა შერჩევის წესს, კანდიდატების ვაკანტურ თანამდებობასთან გამოცხადებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის და მათ შორის საუკეთესოს გამოვლენის მიზნით.2.
კონკურსი სავალდებულოა გამოცხადდეს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში შტატით გათვალისწინებული მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად. კონკურსი შესაძლებელია გამოცხადდეს ადგილობრივი თვითმმართველობის შტატგარეშე საჯარო მოსამსახურის მისაღებადაც.3.
ვაკანტურ თანამდებობად მიიჩნევა საჯარო დაწესებულების შტატით გათვალისწინებული ის დანიშვნითი თანამდებობა, რომელიც არ არის დაკავებული მოხელის მიერ.1.
კონკურსის მიზნებია:ა)
საქართველოს მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლების უზრუნველყოფა, დაიკავოს ნებისმიერი საჯარო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;ბ)
ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნათა გათვალისწინებით შესაბამისი და საუკეთესო კანდიდატის შერჩევა;გ)
მაღალპროფესიული საკადრო კორპუსის ფორმირება.2.
კონკურსის ამოცანებია:ა)
კანდიდატის კვალიფიკაციის, პროფესიული დონის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შეფასება;ბ)
კანდიდატის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების დასაკავებელი თანამდებობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დონის განსაზღვრა.
მუხლი 10🔗
კონკურსის პრინციპებია:ა)
ობიექტურობა –კონკურსის პროცედურები უნდა იყოს არადისკრიმინაციული და მაქსიმალურად გამოირიცხოს სუბიექტური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა; კონკურსის შედეგები უნდა დაეფუძნოს ისეთ ინფორმაციას, რომელიც ექვემდებარება გაზომვას, შემოწმებასა და გადამოწმებას;ბ)
გამჭვირვალობა – გამოყენებული პროცედურები, მეთოდები და შეფასების კრიტერიუმები უნდა იყოს ნათლად ფორმულირებული, გასაგები და აღქმადი ყველა კანდიდატისათვის; კანდიდატს, რომელიც არ ეთანხმება კონკურსის შედეგს, უფლება აქვს მოითხოვოს ამ შედეგების გადამოწმება და მიიღოს შესაბამისი განმარტება;გ)
თანასწორობა – კონკურსის ჩატარება უნდა ეფუძნებოდეს მოქალაქეთა თანასწორობას განურჩევლად რასის, სქესის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, საზოგადოებაში მათი მდგომარეობის, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა;დ)
საჯაროობა – კონკურსის პროცედურასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომის ოქმები და კონკურსის შედეგები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა დაინტერესებული პირისათვის;ე)
კოლეგიურობა – კონკურსის ეტაპები უნდა ჩაატარდეს და შედეგები უნდა დამტკიცდეს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ კენჭისყრის საშუალებით;ვ)
კორექტულობა – კონკურსის ჩატარების ფორმები და მეთოდები, დასმული შეკითხვები უნდა იყოს კორექტული, საკონკურსო-საატესტაციო კომისია უნდა იყოს კეთილგანწყობილი და არ ახდენდეს კანდიდატზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას.1.
კონკურსი შედგება სამი ეტაპისაგან:ა)
მოსამზადებელი ეტაპი;ბ)
ძირითადი ეტაპი;გ)
დასკვნითი ეტაპი.2.
კონკურსის მოსამზადებელი ეტაპი მოიცავს:ა)
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის დანიშვნას და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის ფორმირებას (თუ კომისია არ არის შექმნილი);ბ)
საპრეტენზიო კომისიის ფორმირებას (თუ კომისია არ არის შექმნილი);გ)
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სამდივნოს შექმნას;დ)
,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენას (თუ ეს მოთხოვნები არ არის საკრებულოს დადგენილებით უკვე განსაზღვრული);ე)
ვაკანტური თანამდებობის შესაბამისი საკონკურსო მოთხოვნების მომზადებას;ვ)
კონკურსის ჩატარების ფორმების განსაზღვრას და გამოქვეყნებას;ზ)
კონკურსის ჩატარების გრაფიკის დადგენას და გამოქვეყნებას;თ)
ვაკანტური თანამდებობების მიხედვით საკონკურსო პროგრამის მომზადებასა და გამოქვეყნებას;ი)
„ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა ტესტირების და გასაუბრების წესის“ მომზადებასა და გამოქვეყნებას;კ)
საკვალიფიკაციო მოთხოვნებიდან გამომდინარე ტესტების მომზადებასა და მათ შესაძლო გამოქვეყნებას;ლ)
წერითი დავალების თემატიკის განსაზღვრას;მ)
კონკურსის გამოცხადებას.3.
კონკურსის ძირითადი ეტაპი იწყება კონკურსზე განცხადებების მიღების ვადის დამთავრებით და გულისხმობს:ა)
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ კონკურსზე შემოტანილი განცხადებების და თანდართული მასალების განხილვას, შემოწმებას, დაზუსტებას და გადაწყვეტილების მიღებას პირის კონკურსში კანდიდატად ჩართვის ან უარის თქმის შესახებ;ბ)
კანდიდატთა ცოდნის დონისა და უნარ-ჩვევების შემოწმებას წერითი დავალების, ტესტირების, გასაუბრების ფორმების გამოყენებით.4.
კონკურსის დასკვნითი ეტაპი მოიცავს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ კონკურსის შედეგების შეჯამებას, საპრეტენზიო კომისიისაგან მიღებული წინადადებების განხილვას, გადაწყვეტილების მიღებას საუკეთესო კანდიდატის გამოვლენისა და თანამდებობაზე დასანიშნად წარდგენის ან კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების შესახებ.1.
თვითმმართველობის მოხელეთა სამუშაოთა აღწერილობა დგება ,,სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 თებერვლის №57 დადგენილებით განსაზღვრული ფორმით.2.
თვითმმართველობის მოხელის სამუშაოთა აღწერილობის შედგენას უზრუნველყოფს საკადრო (ადამიანური რესურსების მართვის) სამსახური/სპეციალისტი შესაბამისი მოხელის უშუალო ხელმძღვანელთან ერთად. საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა სამუშაოთა აღწერილობას (თანამდებობრივ ინსტრუქციას) აპარატის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე. გამგეობის საჯარო მოხელის სამუშაოთა აღწერილობას (თანამდებობრივ ინსტრუქციას) გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე.3.
თვითმმართველობის მოხელეთა სამუშაოთა აღწერილობების საფუძველზე დგინდება მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.1.
თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, განისაზღვრება საკრებულოს დადგენილებით.2.
თვითმმართველობის მოხელის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები მოიცავს:ა)
პროფესიული ცოდნის მოთხოვნებს;ბ)
ზოგადი უნარების მოთხოვნებს;3.
თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები იყოფა ორ ჯგუფად:ა)
მინიმალური (საერთო) საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომელიც საერთოა თვითმმართველობის ყველა მოხელისათვის;ბ)
სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომელიც დგინდება მოხელეთა თანამდებობრივი რანგებისა და სამუშაოთა აღწერილობების შესაბამისად.1.
საკონკურსო-საატესტაციო კომისია უზრუნველყოფს ვაკანტური თანამდებობის შესაბამისი საკონკურსო მოთხოვნების მომზადებას ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი მოხელის ძირითადი მოთხოვნებისა და საკრებულოს დადგენილებით განსაზღვრული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად.2.
საკონკურსო მოთხოვნები აისახება და ქვეყნდება კონკურსის შესახებ განცხადებაში.1.
კონკურსის ჩატარების ფორმებია:ა)
წერითი დავალება;ბ)
ტესტირება;გ)
გასაუბრება.2.
წერითი დავალება გულისხმობს კონკურსანტის მიერ წერითი ნამუშევრის შესრულებას, წარდგენასა და დაცვას საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ განსაზღვრულ თემაზე. წერითი დავალება ძირითადად გამოიყენება თვითმმართველობის ხელმძღვანელ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსის ჩატარებისას.3.
ტესტირება წარმოადგენს კონკურსანტთა პროფესიული ცოდნის დონისა და უნარების შემოწმებას ტესტების მეშვეობით.4.
გასაუბრება წარმოადგენს კონკურსანტის ზეპირ გამოცდას, რომელიც ტარდება კომისიის მიერ კონკურსანტის პირადი და პრაქტიკული უნარჩვევების დადგენის მიზნით.5.
საკონკურსო-საატესტაციო კომისია, საკრებულოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით და ვაკანტური თანამდებობის სპეციფიკიდან გამომდინარე, განსაზღვრავს ამ თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის ჩატარების ფორმას.6.
კონკურსის ჩატარებისას შეიძლება გამოყენებული იქნეს როგორც ერთი, ისე რამდენიმე ან ყველა ფორმა.1.
კონკურსის ჩატარების გრაფიკში მიეთითება:ა)
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომების დრო;ბ)
კონკურსთან დაკავშირებული ღონისძიებების ვადები და თანმიმდევრობა;გ)
კონკურსის თითოეული ეტაპის ჩატარების დრო.2.
კონკურსის ჩატარების გრაფიკი უნდა გამოქვეყნდეს კონკურსის ძირითადი ეტაპის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე მაინც.1.
საკონკურსო-საატესტაციო კომისია ვაკანტური თანამდებობის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებიდან გამომდინარე ამზადებს და აქვეყნებს საკონკურსო პროგრამას.2.
საკონკურსო პროგრამით განისაზღვრება საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებში მოცემული ის საკითხები, რომლის ცოდნაც მოეთხოვებათ კონკურსანტებს.3.
საკონკურსო პროგრამა უნდა გამოქვეყნდეს კონკურსის ძირითადი ეტაპის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე მაინც.1.
საკონკურსო-საატესტაციო კომისია კონკურსის ჩატარების ფორმებიდან გამომდინარე ამზადებს და აქვეყნებს ,,ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა წერითი დავალების, ტესტირების და გასაუბრების გავლის წესს”.2.
„ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა წერითი დავალების, ტესტირების და გასაუბრების გავლის წესი“ უნდა გამოქვეყნდეს კონკურსის ძირითადი ეტაპის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე მაინც.1.
საკონკურსო-საატესტაციო კომისია ორგანიზებას უწევს საკონკურსო პროგრამიდან გამომდინარე ტესტების მომზადებას.2.
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებით ტესტები შეიძლება იქნეს გამოქვეყნებული (სწორი პასუხის ან სავარაუდო პასუხების მითითების გარეშე) თუ გამოქვეყნებულ ტესტებში მოცემული კითხვების რაოდენობა არანაკლებ 4-ჯერ მეტია კონკურსანტისათვის ტესტირებით გათვალისწინებულ კითხვათა რაოდენობაზე.3.
ტესტები, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გამოქვეყნებული უნდა იქნეს კონკურსის ძირითადი ეტაპის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე მაინც.1.
საკონკურსო-საატესტაციო კომისია ვაკანტური თანამდებობის სამუშაოთა აღწერილობიდან გამომდინარე განსაზღვრავს წერითი დავალების თემატიკას (კონკურსის ამ ფორმით ჩატარების შემთხვევაში). თემატიკა, როგორც წესი, უნდა ეხებოდეს ვაკანტური თანამდებობის უფლებამოსილებას განკუთვნილ პრობლემატიკის ანალიზს და ამ პრობლემათა გადაწყვეტის გზებს.2.
წერითი დავალების თემატიკა უნდა გამოქვეყნდეს კონკურსის ძირითადი ეტაპის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე მაინც.