აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველოში არსებული ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №48
2014 წლის 23 ოქტომბერი
ქ. თბილისი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველოში არსებული ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს თანდართული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველოში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა;
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველოში არსებული ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა
1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე რომელსაც აქვს სათანადო ცოდნა და გამოცდილება, მიაღწია 21 წლის ასაკს და ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას.
2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველოში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატს უნდა გააჩნდეს პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზატორული უნარ-ჩვევები, კონფლიკტური სიტუაციების მართვის უნარი და შეეძლოს გუნდური მუშაობა.
1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველოს შესყიდვების განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დადგენილია შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა:
1.1 საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი ეკონომიკური განათლება;
ბ) უპირატესობა მიენიჭება უცხო ენის ცოდნას;
გ) საჯარო სამსახურში შესყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel.) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
1.2 საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;
გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
დ) საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“;
ე) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი;
ვ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანება „შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“;
ზ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანება „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის შესახებ“;
თ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის №7 ბრძანება „შესყიდვების ობიექტის იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ’;
ი) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 30 ნოემბრის №11 ბრძანება „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესის შესახებ“;
კ) საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 იანვრის №1 განკარგულება „შემსყიდველი ორგანიზაციებისათვის სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების ნებართვის მიცემის შესახებ“;
ლ) საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 იანვრის №26 განკარგულება „ავტოსატრანსპორტო საშუალებების წლოვანების ანდა გარანტიის პირობების დადგენის შესახებ, რომელთა ტექნიკური მომსახურების შესყიდვა შესაძლებელია გამარტივებული შესყიდვის საშუალებით“;
მ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 23 ივნისის №15 ბრძანება „სატენდერო განცხადების და სატენდერო დოკუმენტაციის და საკონკურსო განცხადების და საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასურის ოდენობებისა და გადახდის წესის შესახებ;
ნ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2005 წლის 15 თებერვლის №10 დადგენილება „აფხაზეთის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“
1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველოს საქმისწარმოების და კადრების განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დადგენილია შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა:
1.1 საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;
ბ) უპირატესობა მიენიჭება უცხო ენის ცოდნას;
გ) საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის კუთხით მუშაობის გამოცდილება;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel.) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
1.2 საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;
გ) საქართველოს შრომის კოდექსი;
დ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
ე) „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (I,II,III და IV თავები);
ვ) „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა“ შესახებ საქართველოს კანონი;
ზ) „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონი;
თ) საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის ბრძანებულება „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“
ი) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2005 წლის 15 თებერვლის №10 დადგენილება „აფხაზეთის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ".