„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2015 წლის 4 თებერვლის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№25
სარეგისტრაციო კოდი
010340000.32.061.016152
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/07/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №25

2015 წლის 10 ივლისი

ქ. თბილისი

 „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის  დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2015 წლის 4 თებერვლის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2015 წლის 4 თებერვლის №4 დადგენილებში (სსმ, ვებგვერდი, 09.02.2015წ., 010340000.32.061.016131) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის „81 მუხლი“ და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 81

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტში არსებულ დევნილთა პრობლემებზე მომუშავე ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა:

1.1.  საკვალიფიკაციო მოთხოვნები:   

ა) უმაღლესი განათლება სამართლის, ჰუმანიტარული ან/და სოციალური მეცნიერებების მიმართულებით;

ბ) დევნილთა პრობლემებზე მომუშავე სახელმწიფო, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ან/და ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 1 წელი;

გ) მენეჯერული საქმიანობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;

დ) უპირატესობა მიენიჭება საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილებას;

ე) კომპიუტერული საოფისე პროგრამების (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; Microsoft Office  PowerPoint, ინტერნეტი);

ე)  უცხო ენის ცოდნა (ინგლისური ან/და რუსული ენა).

1.2. საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს კანონი  „საჯარო სამსახურის შესახებ“;

გ) საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ (I, III, IV და VI თავები);

დ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“;

ე) საქართველოს კანონი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ“;

ვ) საქართველოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“;

ზ) „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანება;

თ) „პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, დევნილთა რეგისტრაციის და დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანება;

ი) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;

კ) აფხაზეთის კანონი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“;

ლ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 7 ნოემბრის №49 დადგენილება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის

მთავრობის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                                       ვახტანგ ყოლბაია