სენაკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
|
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრბულოს დადგენილება №58 |
|
2014 წლის 23 ოქტომბერი ქ. სენაკი |
|
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) ევროპული ქარტია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“;
გ) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;
დ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
ე) საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“.
ა) ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამის (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) დამაკმაყოფილებელი ცოდნა.
2. გამგებლის წარმომადგენლის, განყოფილების უფროსის, თანაშემწის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი უნარები, კომუნიკაციისა და ანალიტიკური აზროვნების უნარი და არანაკლებ 1 წლიანი საერთო შრომითი სტაჟი.
3. მთავარი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი უნარები, კომუნიკაციისა და ანალიტიკური აზროვნების უნარი და არანაკლებ 6 თვიანი საერთო შრომითი სტაჟი.
4. წამყვანი სპეციალისტის, უფროსი სპეციალისტის და სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ საშუალო განათლება, პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი უნარები, კომუნიკაციისა და ანალიტიკური აზროვნების უნარი და არანაკლებ 6 თვიანი საერთო შრომითი სტაჟი.
სენაკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრბულოს
დადგენილება №58 2014 წლის 23 ოქტომბერი ქ. სენაკი სენაკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:1.
დამტკიცდეს „სენაკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები“ (დანართი №1).2.
ატესტაციისას მოხელეთა და კონკურსის ჩატარებისას კანდიდატთა შეფასება ხორციელდება ამ დადგენილებით განსაზღვრული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად.3.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეხვიჩა ჟიშკარიანი
დანართი №1