ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
24.10.2014 ძალადაკარგული 27.08.2015
გამომცემი ორგანო
ნომერი
№39
სარეგისტრაციო კოდი
010340000.35.112.016194
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/10/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №39

2014 წლის 24 ოქტომბერი

ქ. ლანჩხუთი

 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები" დანართის შესაბამისად;
მუხლი 2
ამ დადგენილებით განსაზღვრული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილება სავალდებულოა გამგეობის (მდივნისა  და მძღოლის გარდა) მოხელის თანამდებობის დასაკავებლად;
მუხლი 3
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეებზე: მდივანი და მძღოლი, არ ვრცელდება აღნიშნული დადგენილებით გათვალისწინებული, საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
მუხლი 4
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო სამაშველო სამსახურის საჯრო მოსამსახურეები შეირჩევიან „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 ნოემბრის №15 დადგენილების შესაბამისად;
მუხლი 5
ატესტაციისას მოხელეთა და კონკურსის ჩატარებისას კანდიდატთა შეფასება ხორციელდება ამ დადგენილებით განსაზღვრული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად.
მუხლი 6
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ხელაძე



დანართი

 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის  გამგეობის  მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
1. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა საჯარო მოხელეს, გარდა სახანძრო-სამაშველო სამსახურის მოხელეებისა, მოეთხოვება:
ა) ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
გ) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
გ.ა) საქართველოს კონსტიტუცია;
გ.გ) საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ”
გ.დ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
გ.ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (III. IV, VI და VII თავი);
2. გამგეობის სამსახურის განყოფილების უფროსისა და გამგებლის მრჩევლის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი  და საჯარო ან კერძო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება, სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები.
3. გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი,  პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი მენეჯერული  უნარები და  საჯარო ან კერძო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება, სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები.
4. მთავარი სპეციალისტის  თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, საჯარო ან კერძო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 6 თვიანი გამოცდილება, სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები.
5. წამყვანი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი  სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები.
6. სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან ტექნიკური განათლება, ან საშუალო განათლება,  სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები.