საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
27.10.2014 ძალადაკარგული 06.11.2017
ნომერი
№112
სარეგისტრაციო კოდი
010340000.22.025.016156
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/10/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის

ბრძანება №112

2014 წლის 27 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის, "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №97 დადგენილებით დამტკიცებული "საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების" მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის "პ" ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრიკახა კალაძე




დანართი

 

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის

დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

 

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) უმაღლესი განათლება საერთაშორისო ურთიერთობების ან საერთაშორისო სამართლის მიმართულებით;                 

ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის 2-წლიანი გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;

გ) ორი უცხო ენის კარგად ცოდნა (მათ შორის ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა);

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Outlook) და „Interneti“-ის ცოდნა (კარგად);

ვ) „საქართველოს კონსტიტუციის“, „დიპლომატიურ ურთიერთობათა შესახებ“ ვენის 1961 წლის კონვენციის, „საკონსულო ურთიერთობების შესახებ“ ვენის 1963 წლის კონვენციის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის,  „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის, „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების“ თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების (№3259-Iს 09/06/2006წ.),  „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №97 დადგენილების ცოდნა.


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 06.11.2017.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“?
„საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 27.10.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №112. სარეგისტრაციო კოდი — 010340000.22.025.016156.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 06.11.2017-დან.
სად არის „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.11.2017 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“, №112, 27.10.2014, სარეგისტრაციო კოდი 010340000.22.025.016156 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.11.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2554752/