გარდაბნის მუნიციპალიტეტის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №29 |
|
2014 წლის 27 ოქტომბერი ქ. გარდაბანი |
2. დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს: დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისათვის, ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისათვის დანართი №1 - ის შესაბამისად.
|
|
№ |
საქმიანობა |
ზომის ერთეული |
წლიური დაგროვების ნორმა მ3 |
მოსაკრებლის განაკვეთი თვეში ზომის ერთეულზე სვეტი (№4):12 თვე x ლარი - (1მ3 ნარჩენების გატანის მომსახურების ღირებულება) ლარი |
|
1 |
2 |
3 |
4 |
5 |
|
1 |
მუზეუმი, ბიბლიოთეკები |
საერთო ფართის 1 მ2 |
0,04 |
0,03 |
|
2 |
ოფისების სააგენტოების, პროფესიული და სახელმწიფო ორგანიზაციები, ბანკები, საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაციები |
საერთო ფართის 1 მ2 |
0,08 |
0,05 |
|
3 |
კინოთეატრები და თეატრები |
მაყურებლის ერთ სავარძელზე |
0,331 |
0,12 |
|
4 |
სკოლები ინსტიტუტები, კოლეჯები, საბავშვო ბაგა-ბაღები (საგანმანათლებლო დაწესებულებები) |
ერთ მოსწავლეზე |
0,198 |
0,04 |
|
5 |
სასტუმროები |
მომსახურეობის ერთეული (ერთი საწოლი) |
1,72 |
1,00 |
|
6 |
საავადმყოფოები |
ერთი საწოლი |
1,157 |
0,55 |
|
7 |
პოლიკლინიკები, სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრები, ექიმებისა და სტომატოლოგიური კაბინეტები |
საერთო ფართის 1 მ2 |
0.9 |
0.30 |
|
8 |
სტადიონები, სპორტული გამაჯანსაღებელი დაწესებულებების ღია ტერიტორიები და მანეჟები |
ღია ფართს 1მ2 |
0,02 |
0,01 |
|
დახურული ფართის 1 მ2 |
0,08 |
0,05 |
||
|
9 |
სასურსათო საქონლის მაღაზიები და სამრეწველო საქონლის მაღაზიები |
სავაჭრო ფართის 12 |
0,76 |
0,31 |
|
10 |
აფთიაქები |
სამუშაო ფართის 1 მ2 |
0.76 |
0.51 |
|
11 |
აგრარული ბაზრები |
საერთო ფართის 1 მ2 |
0,3 |
0,30 |
|
12 |
შერეული საქონლის ბაზრობები |
საერთო ფართის1 მ2 |
0,21 |
0,14 |
|
13 |
ავტოსადგომები და საწყობები პირდაპირი მიყიდვის გარეშე |
ღია ფართის 1მ2 |
0,02 |
0,01 |
|
დახურული ფართის 1 მ2 |
0,08 |
0,05 |
||
|
14 |
ბენზინგასამართი სადგურები |
საერთო ფართის 1 მ2 |
0.105 |
0.10 |
|
15 |
მანქანის საჩვენებელი და გასაყიდი ნაგებობები |
ღია საერთო ფართის 1მ2 |
0,04 |
0,03 |
|
დახურული საერთო ფართის 1მ2 |
0.225 |
0.15 |
||
|
16 |
ა/მანქანების სარემონტო სადგურები, ტექ.მომსახურების ადგილები |
ღია საერთო ფართის 1მ2 |
0.04 |
0.05 |
|
დახურული საერთო ფართის 1მ2 |
0,14 |
0,10 |
||
|
17 |
აბანოები და საუნები |
საერთო ფართის 1 მ2 |
0,18 |
0,50 |
|
18 |
სადალაქოები და სილამაზის სალონები |
საერთო ფართის მ2 |
0,35 |
0,23 |
|
19 |
სამეწარმეო საქმიანობა შენობის შიგნით მიმდინარე წარმოებისას და საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები |
საერთო ფართის 1 მ2 |
0,25 |
0,17 |
|
20 |
რესტორნები პიცერიები, სასადილოები, კაფეები და ბარები |
ერთ დასაჯდომ ადგილზე |
2,4 |
1,00 |
|
21 |
სარიტუალო დარბაზები |
ერთ დასაჯდომ ადგილზე |
0,08 |
0,25 |
|
22 |
საცხობები |
სამუშაო ფართის 1 მ2 |
0,26 |
0,17 |
|
23 |
დისკოთეკები, ღამის კლუბები, კაზინოები, ტოტალიზატორები, სათამაშო კლუბები |
საერთო ფართის 1მ2 |
0,36 |
0,24 |
|
24 |
ვაგზლების, რკინიგზის, საავტომობილო სადგურები |
ღია ფართის 1 მ |
0,008 |
0,005 |
|
დახურული ფართის 1 მ |
0,08 |
0,05 |
||
|
25 |
სამხედრო ნაწილები და პენიტენციური სისტემები |
ერთი ადგილი |
0,6 |
0,4 |
|
26 |
საწარმო დანიშნულების ობიექტების ღია ტერიტორიები |
საერთო ფართის 1 მ2 |
0,008 |
0,005 |
|
27 |
მსხვილი სერიული პროდუქციის საწარმოების შენობა-ნაგებობების (საწარმოო ნარჩენების გარდა) |
საერთო ფართის 1 მ2 |
0,04 |
0,07 |
დანართი №2
2. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი (შემდგომში – მოსაკრებელი) წარმოადგენს გარდაბნის მუნიციპაალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის გაწეული მომსახურების საფასურს.
3. ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია მოსაკრებელი გადაიხადოს დადგენილ ვადებში.
4. მოსაკრებლის ამოღებას (ადმინისტრირებას) ახორციელებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახური.
2. ორგანიზაციების, დაწესებულებების, ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისათვის მოსაკრებელი გამოიანგარიშება დაგროვებული ნარჩენების წონის, მოცულობის ან/და ნარჩენების დაგროვების ნორმის, ნარჩენების სახეობის მიხედვით, აგრეთვე თავისი შემოსავლის, ქონების, მის მიერ დასაქმებული პერსონალის რაოდენობის ან/და საქონლის (მომსახურების) მომხმარებელთა რაოდენობის მიხედვით. მოსაკრებლის ოდენობის დადგენისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ამ სიდიდეების კომბინაციებიც.
3. დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან დადგენილი წესით რეგისტრაციიდან ან შექმნის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან (აგრეთვე რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, საქმიანობის პროფილის, მისამართის, ადგილმდებარეობის და ნებისმიერი სახის ცვლილების შემთხვევაში, რამაც შესაძლებელია გავლენა იქონიოს ნარჩენების მართვის მომსახურების განმახორციელებელი სამსახურის ან საამისოდ უფლებამოსილი იურიდიული პირის მიერ ამ მომსახურების მიწოდების ხარისხზე, მოცულობაზე და გადასახდელი მოსაკრებლის დაანგარიშებაზე) არაუგვიანეს 10 დღისა აღნიშნულის თაობაზე აცნობონ გარდაბნის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურს. მიუხედავად შეტყობინების განხორციელების დღისა, დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან მოსაკრებელი გადაიხადონ მომსახურების მიღების მთელ პერიოდზე.
4. ნარჩენების წარმომქმნელის მიერ გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების წარმოქმნის ადგილის შეცვლის შემთხვევაში მოსაკრებელი გადაიხდება ნარჩენების წარმოქმნის იმ ადგილის მიხედვით, სადაც მიიღო მომსახურების 50%-ზე მეტი.
5. მოსაკრებელი შეიძლება გადახდილ იქნეს სახელმწიფო ხაზინაში შემდეგ სახაზინო კოდზე 300113189.
6. მოსაკრებლის გადახდის ქვითარი შენახული უნდა იქნეს ერთი წლის განმავლობაში.
7. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო მოსაკრებლის ახალი განაკვეთის ძალაში შესვლისას უფრო მცირეა, ვიდრე გადახდის დღის დადგომის შემდეგ, სხვაობა უნდა დაიფაროს განაკვეთის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო ახალი განაკვეთის ძალაში შესვლამდე, აღემატება ახალ ამოქმედებულ განაკვეთს, სხვაობა ახალი განაკვეთის ამოქმედების შემდეგ უნდა გამოაკლდეს ახალი განაკვეთის თანხას.
2. არ დაერიცხება დასუფთავების მოსაკრებელი საწარმოო ობიექტებისა და ორგანიზაციების შენობა-ნაგებობების ფართს ან მათ ნაწილს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო არ ფუნქციონირებს, გამოუყენებელია და არ წარმოიქმნება ნარჩენი. სპეციალიზირებულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სადაც სწავლების პროცესი მიმდინარეობს გრაფიკით, მოსაკრებელი იანგარიშება მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით.
3. მომსახურების ერთ თვეზე მეტი ხნით შეწყვეტის შემთხვევაში, მოსაკრებლის გადამხდელის მოთხოვნით გადახდილი თანხა შესაძლებელია შემცირდეს ამ პერიოდში გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობით.
4. მომსახურების შეფერხების, შეზღუდვის, დაგვიანების, აგრეთვე მომსახურების ერთ თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში შეწყვეტის შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელს არ აქვს უფლება მოითხოვოს მოსაკრებლის განაკვეთის გადასახადისაგან გათავისუფლება ან მისი განაკვეთის შემცირება.
2. მოსაკრებელი გადაიხდევინება თვეში ერთხელ, თვის ბოლო კალენდარული დღის მე-2 დღიდან 20 დღის განმავლობაში.
3. გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ.