გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №30 |
|
2014 წლის 27 ოქტომბერი ქ. გარდაბანი |
|
2. სამსახური შექმნილია „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების საფუძველზე.
3. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ , „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით. თავისი ამოცანების განხორცილებისას სამსახური იცავს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით აღიარებულ ძირითად პრინციპებს და საქმიანობას წარმართავს დამოუკიდებლობის, კეთილსინდისიერების, ობიექტურობის, პროფესიონალიზმის, კანონიერების, გამჭვირვალობის, საჯაროობის და სამართლიანობის პრინციპების შესაბამისად.
4 . სამსახური უშუალოდ ექვემდებარება გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებელს (შემდგომში – გამგებელს) და ანგარიშვალდებულია მის წინაშე. დაუშვებელია მის საქმიანობაში სხვა თანამდებობის პირთა ნებისმიერი ფორმით ჩარევა.
5. სამსახურის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო ნუსხით, რომელსაც ამტკიცებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
ა) არსებული რისკების დადგენა, გამოვლენა, რისკების მართვისათვის შემუშავებული შიდა კონტროლის სისტემების ადეკვატურობისა და ეფექტიანობის გამოკვლევა და შეფასება;
ბ) საქმიანობის ეფექტიანობის ხელშეწყობა, ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;
გ) ფინანსური და ოპერაციული ინფორმაციის თაობაზე სრულყოფილი, ამომწურავი და სანდო ანგარიშგება;
დ) შიდა აუდიტის ობიექტების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება და მონიტორინგი;
ე) შიდა აუდიტის ობიექტების სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების, ქონებრივი ღირებულების, არამატერიალური სიკეთეების ხარჯვის, გამოყენების, მართვისა და დაცვის კანონიერების, მიზნობრიობის, მიზანშეწონილობის, ეკონომიურობისა და შედეგობრიობის შესწავლა და ანალიზი, ასევე ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშების შემოწმება მოქმედ სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით;
ვ ) შიდა აუდიტის ობიექტების რესურსების გამოყენების შეფასება ეკონომიურობის, ეფექტურობის, ეფექტიანობის კუთხით და რეკომენდაციების შემუშავება;
ზ) შემუშავებული და გაცემული რეკომენდაციების შემდგომი შესრულების მონიტორინგი და კონტროლი;
თ) თავის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე, შიდა კონტროლის, შიდა აუდიტისა და მონიტორინგის განხორციელება;
ი) სხვა საქმიანობა, რომელიც გამომდინარეობს გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინტერესებიდან და არ ეწინააღმდეგება „სახელწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებს, აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს და საქართველოს კანონმდებლობას.;
კ) გამგებლის ცალკეული დავალებების შესრულება.
2. რისკების შეფასების საფუძველზე, სამსახური ამზადებს სტრატეგიულ და ყოველწლიურ შიდა აუდიტის გეგმებს:
ა) შიდა აუდიტის სტრატეგიულ გეგმას შეიმუშავებს სამსახურის უფროსი და წარუდგენს გამგებელს დასამტკიცებლად. შიდა აუდიტის სტრატეგიული გეგმა გამომდინარეობს გამგეობის გრძელვადიანი მიზნებიდან და განსაზღვრავს შიდა აუდიტის სფეროში სტრატეგიული განვითარების მიმართულებებს;
ბ) შიდა აუდიტის წლიური გეგმა ეფუძნება შიდა აუდიტის სტრატეგიულ გეგმას და შეიცავს კონკრეტულ შიდა აუდიტორულ შემოწმებებს. შიდა აუდიტის წლიურ გეგმას შეიმუშავებს სამსახურის უფროსი და წარუდგენს გამგებელს დასამტკიცებლად.
3. სამსახურის უფროსი უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, გამგებელთან შეთანხმებით, გამოსცეს ბრძანება არაგეგმური შიდააუდიტორული შემოწმების ჩატარების შესახებ.
4. სამსახურის უფროსი შეიმუშავებს და ამტკიცებს შიდა აუდიტის ობიექტის შიდა აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალურ გეგმას, რომლის საფუძველზეც ტარდება თითოეული შიდააუდიტორული შემოწმება.
5. შიდააუდიტორული შემოწმების შემდეგ სამსახური ადგენს შიდააუდიტორული ანგარიშის პროექტს, რომელიც ასახავს შიდა აუდიტის შედეგებს და მოიცავს შიდა აუდიტის პროცესსა და გამოვლენილ ფაქტებს, მათ ანალიზს და მათ საფუძველზე შემუშავებულ რეკომენდაციებს.
6. სამსახურის უფროსი გამგებელსა და უფლებამოსილ ორგანოებს წარუდგენს შიდა აუდიტის წლიურ ანგარიშს.
7 . შიდა აუდიტის განხორციელების მიზნით სამსახურის მართლზომიერი მოთხოვნა ან დავალება სავალდებულოა შესასრულებლად და მათი შეუსრულებლობა განიხილება მოსამსახურის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლად.
8. სამსახური ვალდებულია უზრუნველყოს შიდა აუდიტის ობიექტში დაცული პერსონალური მონაცემების, სახელმწიფო, სამსახურებრივი და კომერციული საიდუმლოების დაცვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ გაამჟღავნოს ის ინფორმაცია ან მონაცემები, რომელიც ცნობილი გახდა თავისი საქმიანობის განხორციელებისას ან მასთან დაკავშირებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი გამომდინარეობს შიდააუდიტორული შემოწმების მიზნიდან ან/და გათვალისწინებულია შესაბამისი კანონმდებლობით.
9. გამგებლის თანხმობის გარეშე არ გახადოს საჯარო შიდააუდიტორული ან სამსახურებრივი შემოწმების შედეგები, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ა) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, გამოითხოვოს ნებისმიერი დოკუმენტი და ინფორმაცია (როგორც მატერიალური, ისე არამატერიალური სახით არსებული), მოსთხოვოს და მიიღოს შესაბამისი ახსნა-განმარტება შიდა აუდიტის ობიექტებში შემავალი ყველა რგოლის მუშაკებისა და თანამდებობის პირებისაგან, ასევე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების მოსამსახურეთაგან;
ბ) შიდა აუდიტის ობიექტების ხელმძღვანელებს მიმართოს მითითებით უკანონო ქმედებათა დროული აღმოფხვრისა და პრევენციის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარების მოთხოვნით;
გ) საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს შესაბამისი დარგის სპეციალისტები, სათანადო წესით დაუკვეთოს შესაბამის იურიდიულ პირებს ექსპერტიზის ან/და სხვა სახის კვლევების ჩატარება;
დ) სამსახურის ფუნქციების შესრულების მიზნით განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა ქმედებები.
2. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
3. სამსახურის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;
ბ) იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
გ) მოქმედებს სამსახურის სახელით და წარმოადგენს სამსახურს სხვა ორგანოებთან ურთიერთობისას;
დ) განსაზღვრავს შიდა აუდიტის განხორციელების სახეს, მოქმედების სფეროსა და შიდა აუდიტის განხორციელების სიხშირეს;
ე) შეიმუშავებს და დასამტკიცებლად წარუდგენს გამგებელს შიდა აუდიტის სტრატეგიულ და წლიურ გეგმებს;
ვ) კოორდინაციას უწევს სამსახურის თანამშრომელთა საქმიანობას და ანაწილებს მათ შორის ფუნქციებს;
ზ) წარუდგენს გამგებელს წინადადებებს სამსახურში მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
თ) ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას სამსახურის თანამშრომელთა საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობაზე;
ი) დადგენილი წესით გამგებელს წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
კ) შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის თაობაზე, რომელიც საჭიროა სამსახურის ამოცანების შესასრულებლად;
ლ) პასუხისმგებელია სამსახურში მიღებული გადაწყვეტილებების, აქტების და რეკომენდაციების კანონიერებაზე;
მ) ახორციელებს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. სამსახურის ადგილსამყოფელია ქ. გარდაბანი, აღმაშენებლის ქუჩა № 73.
2. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. სამსახურის რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა (ლიკვიდაცია) ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.