დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
27.10.2014 ძალადაკარგული 04.09.2015
ნომერი
№52
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.169.016188
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/11/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

📑 სარჩევი (11 მუხლი)

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №52

2014 წლის 27 ოქტომბერი

ქ. დედოფლისწყარო

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1🔗

დამტკიცდეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები დანართი 1-ის შესაბამისად.
მუხლი 2

დამტკიცდეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები დანართი  2-ის შესაბამისად.
მუხლი 3
1.
ამ დადგენილებით განსაზღვრული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილება სავალდებულოა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.
2.
კონკურსის ჩატარებისას კანდიდატთა შეფასება ხორციელდება ამ დადგენილებით განსაზღვრული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად.
მუხლი 4

კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესა და დედოფისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელს.
მუხლი 5

ძალადაკარგულად გამოცხადდეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 იანვრის №3 დადგენილება ,,დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 6

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზვიად ჯავახიშვილი
დანართი 1

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

მუხლი 1. სამართლებრივი აქტების ნუსხა, რომელთა ცოდნაც მოეთხოვება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეს:🔗

1. საკრებულოს აპარატის ყველა საჯარო მოხელეს მოეთხოვება შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” ევროპული ქარტია;

გ) ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონი;

დ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.

2. საკრებულოს აპარატის ყველა საჯარო მოხელეს მოეთხოვება:

ა) ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;

ბ) დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის ცოდნა;

გ) დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების ცოდნა.

მუხლი 2. აპარატის უფროსი🔗

1. საკრებულოს აპარატის უფროსს, ამ დანართის პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება:

ა)   საშუალო განათლება, /საშუალო სპეციალური ან საშუალო ტექნიკური/ სასურველია უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ბ) ხელმძღვანელ ან წამყვან თანამდებობაზე (საჯარო ან კერძო სექტორში) მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;

გ) დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის  ცოდნა.

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის) კარგ დონეზე ცოდნა;

მუხლი 3. განყოფილების უფროსი🔗

1. განყოფილების უფროსს ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება:

ა) საშუალო განათლება, /საშუალო სპეციალური ან საშუალო ტექნიკური/ სასურველია უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ბ)  მუშაობის არანაკლებ 2  წლის გამოცდილება;

გ)  კომპიუტერული პროგრამის ,,კოდექსი“ ცოდნა (იურიდიული განყოფილების უფროსის შემთხვევაში);

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის კარგ დონეზე ცოდნა.

მუხლი 4. მთავარი სპეციალისტი🔗

1. მთავარ სპეციალისტს - ამ დანართის პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, აგრეთვე მოეთხოვება:

ა) საშუალო განათლება, /საშუალო სპეციალური ან საშუალო ტექნიკური/ სასურველია უმაღლესი განათლება /ბაკალავრი/მაგისტრი/.

ბ) მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;

გ) კომპიუტერული პროგრამის ,,კოდექსი“ ცოდნა(იურიდიული განყოფილების მთავარი სპეციალისტის შემთხვევაში);

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის კარგ დონეზე ცოდნა.

მუხლი 5. სპეციალისტი🔗

1. სპეციალისტს ამ დებულების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, აგრეთვე მოეთხოვება:

ა) საშუალო განათლება, /საშუალო სპეციალური ან საშუალო ტექნიკური/ სასურველია უმაღლესი განათლება /ბაკალავრი/მაგისტრი/.

ბ) მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer- ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

დანართი 2

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

მუხლი 1. სამართლებრივი აქტების ნუსხა, რომელთა ცოდნაც მოეთხოვებათ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეებს:🔗

1.გამგეობის ყველა საჯარო მოხელეს, გარდა სახანძრო-სამაშველო სამსახურის მოხელეებისა, მოეთხოვება, შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ),,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” ევროპული ქარტია;

გ),,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონი;

დ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.

ვ) უნარ-ჩვევები.

2. გამგეობის ყველა საჯარო მოხელეს მოეთხოვება:

ა) ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;

ბ) დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების ცოდნა;

გ) იმ სამსახურის დებულების და ფუნქციონირებისათვის საჭირო სამართლებრივი აქტების ცოდნა, რომლის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ ვაკანტურ თანამდებობაზეც აკეთებს განაცხადს.

მუხლი 2. გამგებლის წარმომადგენელი🔗

1. გამგებლის წარმომადგენელს ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება:

ა)    საშუალო განათლება, /საშუალო სპეციალური ან საშუალო ტექნიკური/ სასურველია უმაღლესი განათლება /ბაკალავრი/მაგისტრი/.

ბ) სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები.

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer- ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

მუხლი 3. სამსახურის განყოფილების უფროსი🔗

სამსახურის განყოფილების უფროსს ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება:

ა)  საშუალო განათლება, /საშუალო სპეციალური ან საშუალო ტექნიკური/ სასურველია უმაღლესი განათლება /ბაკალავრი/მაგისტრი/.

ბ)    მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;

გ) სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები.

დ) დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების  ცოდნა.

ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer- ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

მუხლი 4. სამსახურის მთავარი სპეციალისტი🔗

1. სამსახურის მთავარ სპეციალისტს ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება:

ა)   საშუალო განათლება, /საშუალო სპეციალური ან საშუალო ტექნიკური/ სასურველია უმაღლესი განათლება /ბაკალავრი/მაგისტრი/.

ბ) სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები.

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer- ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

მუხლი 5. სამსახურის სპეციალისტი🔗

სამსახურის სპეციალისტს ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება:

ა) საშუალო განათლება, /საშუალო სპეციალური ან საშუალო ტექნიკური/ სასურველია უმაღლესი განათლება /ბაკალავრი/მაგისტრი/.

ბ) სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები.

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer- ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 04.09.2015.
როდის იქნა მიღებული „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“?
„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 27.10.2014. მიმღები ორგანო — დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №52. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.169.016188.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 04.09.2015-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 11 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.09.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“, №52, 27.10.2014, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.169.016188 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.09.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2556905/