⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (26.03.2015)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ

მიღების თარიღი 29.10.2014
ძალის დაკარგვა 26.03.2015
გამომცემი ორგანო ხულოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №28
სარეგისტრაციო კოდი 010320040.35.136.016155
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/11/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 354 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.10.2014 მიღება
26.03.2015 ძალის დაკარგვა
📜 ცვლილებების ისტორია (1)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჯამბულ ხოზრევანიძე ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №28 2014 წლის 29 ოქტომბერი დაბა ხულო ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის და „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 61-ე მუხლის შესაბამისად ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დადგინდეს ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები, თანახმად დანართისა; მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 22 თებერვლის №03 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯამბულ ხოზრევანიძე დანართი ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები მუხლი 1🔗. საერთო მოთხოვნები 1. ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის  თანამდებობაზე დასანიშნ პირს მოეთხოვება ზოგადი უნარების და შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:  ა)   საქართველოს კონსტიტუცია;  ბ)  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;  გ)   საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;  დ)  ევროპული ქარტია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ”;  ე)   საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;  ვ)  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი. მუხლი 2🔗. სპეციალური მოთხოვნები 1. საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე (მრჩეველი): ა) უმაღლესი განათლება; ბ)  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავი; გ)„სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შესახებ’’ საქართველოს კანონი; დ) ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი; ე) ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება.  2. საკრებულოს აპარატის მთა­ვარი სპეციალისტი საორგანიზაციო და საინფორმაციო საკითხებში:  ა) უმაღლესი განათლება;  ბ) საქართველოს კანონი ,,სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შესახებ’’;  გ) საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება ,,საქმისწარმოების   ერთიანი  წესების დამტკიცებისა და მოქმედების შესახებ’’;  დ) ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება.  3. საკრებულოს აპარატის მთავარი სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში: ა) უმაღლესი იურიდიული განათლება; ბ) საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს შრომის კოდექსი”; გ) ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი; დ) საქართველოს კანონი ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’; ე) ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება. 4 . საკრებულოს აპარატის მთავარი სპეციალისტი საკადრო და საქმისწარმოების საკითხებში: ა) უმაღლესი განათლება; ბ) საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება ,,საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და მოქმედების შესახებ’’; გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავი; დ) ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება. 5. საკრებულოს აპარატის სპეციალისტი საარქივო და საინფორმაციო  საკითხებში: ა) საშუალო, საშუალო სპეციალური ან უმაღლესი განათლება; ბ) საქართველოს კანონი ,,ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ’’; გ)  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი III თავი; დ) ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება.