📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) სანებართვო მოწმობის ფორმის, მათი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, გამოსაყენებლად უვარგისი სანებართვო მოწმობის ფორმების ჩამოწერის აქტის ფორმისა და სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 30.10.2014
გამომცემი ორგანო
ნომერი №37
სარეგისტრაციო კოდი 330130000.35.106.016136
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/11/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,357 სიტყვა · ~7 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (3)
1 2
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
სანე ბართვო მოწმობის N
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) სანებართვო მოწმობის ფორმის, მათი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, გამოსაყენებლად უვარგისი სანებართვო მოწმობის ფორმების ჩამოწერის აქტის ფორმისა და სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 99% 21.11.2014 მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმის, მშენებლობის სანებართვო მოწმობის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, მშენებლობის სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალის, დაბრუნებული (გაფუჭებული, უვარგისი) მოწმობების აღრიცხვის ჟურნალის, გამოსაყენებლად უვარგისი მშენებლობის სანებართვო მოწმობების ჩამოწერის აქტის ფორმის დამტკიცების შესახებ 1.  ამ წესით განსაზღვრული მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო მოწმობა (შემდეგში – მოწმობა ) წარმოადგენს მესამე კატეგორიის – მარტივი ტიპის მკაცრი აღრიცხვის ფორმას , რომელიც იბეჭდება შესაბამისი კატეგორიის პოლიგრაფიული საწარმოს მიერ . 2. მოწმობის მომარაგებას დამოუკიდებლად ახორციელებს დუშეთის    მუნიციპალიტეტის მერია (შემდგომში – მერია), რომელიც მოწმობის შეკვეთას აწარმოებს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად შერჩეულ პოლიგრაფიულ საწარმოში. 3. მოწმობის ფორმა უნდა შეიცავდეს რელიეფურ დამცავ ბადეს. 4. მოწმობის ფორმა განისაზღვრება თანახმად დადგენილების დანართი №1-ისა. 5. პოლიგრაფიული საწარმოდან მოწმობის გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია სათანადოდ გაფორმებული მინდობილობა. მინდობილობა დუშეთის   მუნიციპალიტეტის მერის (შემდგომში – მერი) მიერ შეიძლება მიეცეს მერიის ერთ-ერთ თანამშრომელს. პასუხისმგებელი პირი მკაცრი აღრიცხვის შესაბამის ფორმებს აბარებს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის   უფროსს, შესაბამის მოხსენებით ბარათზე მერის რეზოლუციის საფუძველზე, სათანადოდ გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით. 95% 05.06.2020 მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმის, მშენებლობის სანებართვო მოწმობის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, მშენებლობის სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალის, დაბრუნებული (გაფუჭებული, უვარგისი) მოწმობების აღრიცხვის ჟურნალის, გამოსაყენებლად უვარგისი მშენებლობის სანებართვო მოწმობების ჩამოწერის აქტის ფორმის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 02.02.2018 ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ქონების მართვის სამსახურის მიერ გამოსაყენებელი მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებული დოკუმენტების ტიპიური ფორმებისა და მშენებლობის სანებართვო მოწმობის აღრიცხვა – ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 01.04.2015 მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმის, მშენებლობის სანებართვო მოწმობის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, მშენებლობის სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალის, დაბრუნებული (გაფუჭებული, უვარგისი) მოწმობების აღრიცხვის ჟურნალის, გამოსაყენებლად უვარგისი მშენებლობის სანებართვო მოწმობების ჩამოწერის აქტის ფორმის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 26.12.2018

დოკუმენტის ტექსტი

მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) სანებართვო მოწმობის ფორმის, მათი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, გამოსაყენებლად უვარგისი სანებართვო მოწმობის ფორმების ჩამოწერის აქტის ფორმისა და სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №37 2014 წლის 30 ოქტომბერი ქ. ხობი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) სანებართვო მოწმობის ფორმის, მათი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, გამოსაყენებლად უვარგისი სანებართვო მოწმობის ფორმების ჩამოწერის აქტის ფორმისა და სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 და 25-ე მუხლების და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების საფუძველზე, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო მოწმობის“ თანდართული ფორმა (დანართი 1). მუხლი 2🔗 დამტკიცდეს თანდართული „მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო მოწმობის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი“ (დანართი 2). მუხლი 3🔗 დამტკიცდეს გამოსაყენებლად უვარგისი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) სანებართვო მოწმობის ფორმების ჩამოწერის შესახებ აქტის თანდართული ფორმა (დანართი 3). მუხლი 4🔗 დამტკიცდეს თანდართული მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) სანებართვო მოწმობის ფორმების აღრიცხვის ჟურნალის თანდართული ფორმა (დანართი 4). მუხლი 5🔗 დაევალოს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობას მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო მოწმობის რეგისტრაციის განხორციელება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 6🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) სანებართვო მოწმობის ფორმის, მათი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, გამოსაყენებლად უვარგისი სანებართვო მოწმობის ფორმების ჩამოწერის აქტის ფორმისა და სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 25 მაისის №18 დადგენილება. მუხლი 7🔗 დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეედიშერ ჯობავა დანართი 1 მოწმობის პირველი გვერდი: ხობის მუნიციპალიტეტი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო მოწმობა ნებართვა N ---------- ნებართვის გაცემის თარიღი:                                   201     წლის  -----   --------------- ნებართვის ვადის დინების დაწყების თარიღი:     201     წლის  -----   --------------- ნებართვა ძალაშია:                                                   201     წლის  -----   --------------- - მდე ნებართვის მფლობელი: -----------------------------------------------------------------------------------------                                                     (დასახელება და საიდენტიფიკაციო მონაცემები) ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (მისამართი) სამშენებლო ობიექტი: ------------------------------------------------------------------------------------------                                    (დასახელება, ფუნქციური დანიშნულება) ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (შენობა-ნაგებობის კლასი და მისამართი, ადგილმდებარეობა) ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (მიწის ნაკვეთის სარეგისტრაციო მონაცემები, საკადასტრო კოდი) პროექტი შეთანხმებულია: --------------------------------------------------------------------------------------                                              (შემთანხმებელი ორგანიზაციის დასახელება) ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (მისამართი) ნებართვის გამცემი ორგანო: ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახური ნებართვის გაცემის საფუძველი: ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის        201     წლის -----   ---------------  ბრძანება N მოწმობის მე-2 გვერდი: სანებართვო პირობები: -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------- სანებართვო მოწმობის შევსებაზე პასუხისმგებელი პირი:   ------------------------------------------------ სანებართვო მოწმობაზე ხელმომწერი უფლებამოსილი პირი:   ------------------------------------------                                                   (სახელი, გვარი) ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (თანამდებობა)   ბ. ა.                           ------------------------------                                                                 (ხელმოწერა)                დამკვეთი: ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა შემსრულებელი: სფს-ს რეგისტრაციის N . დანართი 2 მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო მოწმობის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) სანებართვო მოწმობის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (შემდგომში –  „წესი“) შემუშავებულია „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის საფუძველზე. 2. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) სანებართვო მოწმობის (შემდგომში – „სანებართვო მოწმობა“) ფორმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებას ახორციელებს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახური (შემდგომში – „სამსახური“) საქართველოს კანონმდებლობის და ამ წესის შესაბამისად. მუხლი 2🔗. სანებართვო მოწმობის ფორმებით მომარაგება 1. სანებართვო მოწმობის ფორმებით მომარაგებას სამსახური ახორციელებს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ შესაბამის პოლიგრაფიულ საწარმოსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. 2. სანებართვო მოწმობის ფორმების შეკვეთა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, კანონმდებლობის შესაბამისად შერჩეულ პოლიგრაფიულ საწარმოში. 3. პოლიგრაფიული საწარმოდან სანებართვო მოწმობის ფორმების გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია სათანადოდ გაფორმებული მინდობილობა. მუხლი 3🔗. სანებართვო მოწმობის ფორმების შენახვა 1. სანებართვო მოწმობის ფორმების შენახვა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად. 2. სანებართვო მოწმობის ფორმები უნდა ინახებოდეს ცეცხლგამძლე სეიფში. 3. სათავსი, სადაც ინახება სანებართვო მოწმობის ფორმები, უნდა იყოს ხელშეუხებელი გარეშე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისაგან. 4. სანებართვო მოწმობის ფორმები ინახება ამ ფორმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელ პირთან. მუხლი 4🔗. სანებართვო მოწმობის ფორმების შევსება 1. სანებართვო მოწმობის ფორმების შევსებას სამსახური აწარმოებს სანებართვო მოწმობის შევსებაზე პასუხისმგებელი პირის მეშვეობით, მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის (შემდგომში - „გამგებელი“) მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - ბრძანების საფუძველზე. 2. სანებართვო მოწმობის ფორმების შევსებაზე პასუხისმგებელი პირი განისაზღვრება მოსამსახურეთა თანამდებობრივი ინსტრუქციით. 3. სანებართვო მოწმობის ფორმა, შევსების შემდგომ მოწმდება სამსახურის უფროსის ხელმოწერით და სამსახურის ბეჭდით. 4. შევსებული ფორმების შესახებ ინფორმაცია შეიტანება სანებართვო მოწმობის ფორმების აღრიცხვის ჟურნალში. მუხლი 5🔗. სანებართვო მოწმობის გაცემა 1. სანებართვო მოწმობას გასცემს სამსახური, სანებართვო მოწმობაზე ხელმომწერი უფლებამოსილი პირის მხრიდან დამოწმებისა და სანებართვო მოწმობის ფორმების აღრიცხვის ჟურნალში სათანადო მონაცემების შეტანის შემდგომ. 2. სანებართვო მოწმობის გაცემა ნებართვის მაძიებელზე წარმოებს პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენის საფუძველზე. 3. სანებართვო მოწმობის გაცემა მესამე პირზე ხდება ნებართვის მაძიებლის მიერ გაცემული მინდობილობისა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენის შემთხვევაში (მინდობილობა რჩება ადგილზე). 4.  ნებართვის მაძიებელი ან მესამე პირი ნებართვის მოწმობის მიღების ფაქტს ხელმოწერით ადასტურებს ნებართვის გამცემის მიერ წარმოებულ სანებართვო მოწმობის ფორმების აღრიცხვის ჟურნალში. 5. გაცემული ფორმების ქსეროასლი, დამოწმებული პასუხისმგებელი პირის მიერ, ინახება ნებართვის მაძიებლის პირად საქმეში. მუხლი 6🔗. სანებართვო მოწმობის დუბლიკატების გაცემა 1. სანებართვო მოწმობის დაკარგვის შემთხვევაში სამსახური გასცემს დუბლიკატს, მფლობელის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ. 2. ნებართვის მფლობელმა სანებართვო მოწმობის დუბლიკატის მისაღებად უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები: ა) განცხადება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლში მითითებული მოთხოვნების შესაბამისად; ბ) სანებართვო მოწმობის დუბლიკატის მოსაკრებლის დამადასტურებელი საბუთი. 3. გაცემულ დუბლიკატს დაესმება შტამპი აღნიშვნით „დუბლიკატი“. 4. ნებართვის გამცემს დუბლიკატის გაცემის შესახებ ინფორმაცია შეაქვს სანებართვო მოწმობის ფორმების აღრიცხვის ჟურნალში გადაწყვეტილების მიღებიდან 2 დღის ვადაში. მუხლი 7🔗. სანებართვო მოწმობის ფორმების აღრიცხვის ჟურნალი 1. სამსახური სანებართვო მოწმობის ფორმების აღრიცხვის ჟურნალს (შემდგომში – „აღრიცხვის ჟურნალი“) აწარმოებს ყოველი კალენდარული წლისათვის. 2. აღრიცხვის ჟურნალის ფურცლები ინომრება რიგითობის მიხედვით. აღრიცხვის ჟურნალის გარეკანი და ფურცლები უნდა იყოს ზონარგაყრილი. ამასთან, ზონარის კვანძზე ეკვრება ეტიკეტი, რომელიც მოწმდება სამსახურის უფროსის ხელმოწერით და სამსახურის ბეჭდით. 3. აღრიცხვის ჟურნალში ყველა ჩანაწერი კეთდება მუქი ფერის კალმით. 4. აღრიცხვის ჟურნალში ჩანაწერის წაშლა, ჩასწორება და მოშორება კორექტორის დახმარებით დაუშვებელია. აუცილებლობის შემთხვევაში, უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება ერთი ხაზით ისე, რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი, ახალი ჩანაწერი კეთდება აღრიცხვის ჟურნალის იმავე გრაფაში, ხოლო გრაფაში – „შენიშვნა“ ოქმების აღრიცხვის ჟურნალის წარმოებაზე პასუხისმგებელი პირი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს (მაგალითად: „შესწორებულია მე-4 და მე-7 გრაფები“ (თარიღი, ხელმოწერა, გვარი და სახელი)). 5. დასაშვებია ნებართვების აღრიცხვა აღრიცხვის ჟურნალის ელექტრონულ ვერსიაში, რომლის წერილობითი ფორმით ამობეჭდვა უნდა მოხდეს ყოველი წლის ბოლოს. აღრიცხვის ჟურნალის ელექტრონული ვერსიის მიმართ ამ მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების მოთხოვნები ვრცელდება მისი წერილობით ფორმით ამობეჭდვის შემდეგ. 6. იმ შემთხვევაში, თუ კალენდარული წლის განმავლობაში აღრიცხვის ერთი ჟურნალი აღმოჩნდება არასაკმარისი, იხსნება აღრიცხვის ახალი ჟურნალი, რომელიც წარმოადგენს აღრიცხვის ჟურნალის გაგრძელებას. 7. კალენდარული წლის ბოლოს, აღრიცხვის ჟურნალში ყველა სანებართვო მოწმობის ფორმის რეგისტრაციის შემდეგ სამსახური აკეთებს ჩანაწერს რეგისტრირებული სანებართვო მოწმობის ფორმის საერთო რაოდენობის შესახებ. 8. აღრიცხვის ჟურნალი ინახება მის წარმოებაზე პასუხისმგებელ სტრუქტურულ ერთეულში/ქვედანაყოფში მომდევნო ერთი წლის განმავლობაში. მითითებული ვადის გასვლის შემდეგ იგი აღწერით ბარდება არქივს. 9. აღრიცხვის ჟურნალის შენახვისას უზრუნველყოფილი უნდა იქნეს აღრიცხვის ჟურნალის და მასში ასახული მონაცემების დაცულობა. 10. აღრიცხვის ჟურნალი (ან მასში არსებული მონაცემები) არ შეიძლება გაიცეს მესამე პირებზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 11. სამსახურში სანებართვო მოწმობის ფორმების მიღებაზე, გაცემაზე და შესაბამისი ფორმით აღრიცხვაზე პასუხისმგებელი პირი (პირები) განისაზღვრება თანამდებობრივი ინსტრუქციით. მუხლი 8🔗. გამოსაყენებლად უვარგისი ფორმების ჩამოწერა 1. გამოსაყენებლად უვარგისი ფორმების ჩამოწერა შეიძლება: ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო; ბ) ფორმების ფიზიკური დაზიანების გამო. 2. გამოსაყენებლად უვარგისი ფორმების ჩამოწერა უნდა მოხდეს გამოსაყენებლად უვარგისი სანებართვო მოწმობის ფორმების ჩამოწერის შესახებ აქტის მიხედვით. გამოსაყენებლად უვარგისი ფორმების ექსკლუზიური ნუმერაცია შეტანილი უნდა იქნეს მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ჩამოწერის აქტში. 3. გამოსაყენებლად უვარგისი ფორმების ჩამოწერას ახორციელებს საგანგებოდ შექმნილი კომისია. 4. გამოსაყენებლად უვარგისი ფორმების უტილიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. დანართი 3 ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახური აქტი N გამოსაყენებლად უვარგისი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) სანებართვო მოწმობის ფორმების ჩამოწერის შესახებ 201 წლის ----- --------------- № საქმეთა დასახელება რაოდენობა ფორმის ექსკლუზიური ნომრები 1 2 3 4 ხელმოწერით ვადასტურებთ უვარგისი სანებართვო მოწმობების ჩამოწერის სისწორეს: კომისიის თავმჯდომარე:        ---------------------------------------             --------------------------                                              (სახელი, გვარი)                             (ხელმოწერა) კომისიის წევრები:            ---------------------------------------                    --------------------------                                                  (სახელი, გვარი)                                  (ხელმოწერა)                                              ---------------------------------------                 --------------------------                                               (სახელი, გვარი)                                 (ხელმოწერა) ფორმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი:            ---------------------------------------                  --------------------------                                                  (სახელი, გვარი)                                             (ხელმოწერა) დანართი 4 მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) სანებართვო მოწმობის ფორმების აღრიცხვის ჟურნალის ფორმა № სანე ბართვო მოწმობის N ბრძანების  N  და თარიღი სანებართვო მოწმობის გაცემის თარიღი ნებართვის ვადა ნებართვის მიმღების დასახელება და საიდენტიფიკაციო მონაცემები ნებართვის მიმღების მისამართი ნებართვის მიმღების ხელმოწერა შენიშვნა