ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკირგვის წესი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №43 |
|
2014 წლის 31 ოქტომბერი ქ. ამბროლაური |
|
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკირგვის წესი
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტების, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 67-ე მუხლის შესაბამისად ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
1. დამტკიცდეს ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესი (დანართი №1)
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეასლან საგანელიძე
დანართი 11.
სარეზერვო ფონდის განკარგვა ხდება:ა)
სტიქიური მოვლენების (წყალდიდობა, ხანძარი, დიდთოვლობა, მეწყერი და ა.შ) სალიკვიდაციო სამუშაოების დაფინანსებისთვის;ბ)
ეპიდემიის გავრცელების აღკვეთის და ეპიდემიის სალიკვიდაციო სამუშაოების დაფინანსებისთვის;გ)
სხვადასხვა სახის კატასტროფების, ავარიების და გადაუდებელი ხასიათის სალიკვიდაციო სამუშაოების დაფინანსებისთვის;დ)
საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტების შეზღუდულ დროში შესრულებისათვის;ე)
ფუნქციონალურ-ორგანიზაციული და ეკონომიკური კლასიფიკაციის დამტკიცებული ბიუჯეტის გადასახდელების შევსებისათვის თუ ობიექტური მიზეზით რომელიმე მუხლში წარმოიქმნა სახსრების დეფიციტი;ვ)
სხვა ადგილობრივი მნიშვნელობის გადაუდებელი ღონისძიებების დაფინანსებისთვის, როდესაც მისი გადასახდელები ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული;2.
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან სახსრების განკარგვა ამ დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შემთხვევაში ხდება მერის გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც შეიცავს ინფორმაციას თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ, გამოყოფს მერის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული;3.
.სარეზერვო ფონდიდან გაცემული გადასახდელების აღრიცხვა (გეგმიური და ფინანსური) ხდება ბიუჯეტის გადასახდელების ფუნქციონალურ-ორგანიზაციული და ეკონომიკური კლასიფიკაციის შესაბამისი კონკრეტული მუხლით.