ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო თანამდებობათა დასახელებებისა და სარგოების განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
შემდგომი ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №62 |
|
2014 წლის 31 ოქტომბერი ქ. ლაგოდეხი |
|
|
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №62
2014 წლის 31 ოქტომბერი
ქ. ლაგოდეხი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო თანამდებობათა დასახელებებისა და სარგოების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24 -ე მუხლის ,,დ.ე“ ქვეპუნქტის, ამავე ორგანული კანონის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის 25-ე მუხლისა და ,,საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №576 დადგენილების შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადგენს:
მუხლი 1.
განისაზღვროს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო თანამდებობათა დასახელებები და სარგოები, დანართის შესაბამისად.
მუხლი 2.
დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №16 დადგენილება.
მუხლი 3.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოდერძი ბარბაქაძე
დანართი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო თანამდებობათა დასახელებები და სარგოები
№
საჯარო თანამდებობათა
რეესტრი
საჯარო თანამდებობათა დასახელება
ყოველთვიური თანამდებობრივი
სარგო
1
მთავარი საჯარო თანამდებობა
გამგებელი
საკრებულოს თავმჯდომარე
2650 ლარი
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
1700 ლარი
გამგებლის პირველი მოადგილე
გამგებლის მოადგილე
1300 ლარი
საკრებულოს კომისიისა და ფრაქციის თავმჯდომარე
1350 ლარი
2
წამყვანი საჯარო თანამდებობა
საკრებულოს აპარატის უფროსი
1000 ლარი
სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
1000 ლარი
3
უფროსი საჯარო თანამდებობა
ადმინისტრაციული ერთეულში გამგებლის წარმომადგენელი
970 ლარი
სტრუქტურული ერთეულის განყოფილების უფროსი,საკრებულოს აპარატის განყოფილების უფროსი
810 ლარი
თანაშემწე
790 ლარი
მთავარი სპეციალისტი (გამგეობის, საკრებულოს აპარატის)
560 ლარი
4
უმცროსი საჯარო თანამდებობა
უფროსი სპეციალისტი (გამგეობის, საკრებულოს აპარატის)
540 ლარი
სპეციალისტი (გამგეობის, საკრებულოს აპარატის)
520 ლარი
5
დამხმარე მოსმსახურე
მძღოლი (გამგებლის, გამგებლის პირველი მოადგილის, საკრებულოს)
540 ლარი
მდივან-რეფერენტი (გამგებლის, გამგებლის პირველი მოადგილე)
540 ლარი
კურიერი
520 ლარი
საორგანიზაციო საკითხების სპეციალისტი
520 ლარი
აიტი ( კომპიუტერული სისტემებისა და ქსელების საკითხებში)
520 ლარი
6
სახანძრო დაცვისა და სამაშველო
სამსახური
ქვეგანყოფილების უფროსი
810 ლარი
ცვლის უფროსი
500 ლარი
ათ მეთაური, მეხანძრე, მძღოლი
450 ლარი
მეელსმენე
350 ლარი