ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟირების გავლის წესის, პირობების და სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 31.10.2014
გამომცემი ორგანო ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №49
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.173.016049
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/11/2014
matsne.gov.ge 1,157 სიტყვა · ~6 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ ბერიძე ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

დუშეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში (გამგეობა/ საკრებულოს აპარატი) სტაჟირების გავლის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 03.06.2016 ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 24.03.2022 თელავის მუნიციპალიტის საკრებულოს აპარატში/გამგეობაში სტაჟირების გავლის წესის, პირობების და სტაჟირების გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატის ფორმის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 89% 07.10.2014 ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიაში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების დამტკიცების შ ე ს ა ხ ე ბ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 89% 06.10.2014 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 88% 05.09.2016

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟირების გავლის წესის, პირობების და სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმის დამტკიცების შესახებ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №49 2014 წლის 31 ოქტომბერი ქ. ახალციხე ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟირების გავლის წესის, პირობების და სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმის დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და “საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების შესახებ“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №410 დადგენილების შესაბამისად, ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟირების გავლის წესი და პირობები დანართი 1–ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმა  დანართი  2– ის შესაბამისად. მუხლი 3🔗 დამტკიცდეს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმა  დანართი  3– ის შესაბამისად. მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკახაბერ ბერიძე დანართი 1 ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟირების გავლის წესი და პირობები მუხლი 1🔗. მოქმედების სფერო  ეს წესი განსაზღვრავს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟირების გავლის  წესსა და პირობებს, ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში და ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმას.  მუხლი 2🔗. სტაჟირების მიზანი 1. ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში, საჯარო დაწესებულებაში დასაქმების მსურველ პირთათვის პროფესიული გამოცდილების შეძენის შესაძლებლობის შექმნა, სტუნდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება; 2. კვალიფიკაციური კადრების მომზადება; 3. მაღალკვალიფიციური კადრების მოზიდვის გზით ერთიანი საკადრო პოლიტიკის გატარების ხელშეწყობა. ერთიანი სტანდარტის შემუშავება, რომელიც ხელს შეუწყობს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში დასაქმების მსურველთათვის ჯანსაღი კონკურენციის შექმნასა და დასაქმების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას; 4. დასაქმების თანაბარი პირობების შექმნა რეგიონებში მცხობრები პირებისათვის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის. მუხლი 3🔗. კომისიის მიზანი და ფუნქციები 1. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ქალაქ ახალციხის ქალაქ მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟირებაზე მიიღება, საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას და ამასთანავე: ა) სწავლობს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ბაკალავრიატის, სამაგისტრო ან სადოქტორო აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე და არის დამამთავრებელი სემესტრის (ბოლო ორი სემესტრი) სტუდენტი; ბ) დაასრულა ბაკალავრიატის, სამაგისტრო ან სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა; გ) განათლება მიღებული აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებულ უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რაც დასტურდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული გადაწყვეტილებით უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ, მისი სწავლის  დასრულებიდან გასული არ არის ორ წელიწადზე მეტი. 2. სტაჟირების კანდიდატს მოეთხოვება მაღალი აკადემიური მოსწრება რაც დასტურდება GPA-თ (მინიმუმ 3.0 შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში) ან საგანმანათლებლო  პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ /B/ ძალიან კარგი 81-90%). 3. სტაჟიორის კვალიფიკაცია ან საგანმანათლებლო პროგრამა თანხვედრაში უნდა იყოს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის პროფილთან. მუხლი 4🔗. სტაჟირების ვადა, ანაზღაურება და სტაჟიორთა სავალდებულო კვოტა 1.  სტაჟირების ხანგრძლივობა განისაზღვრება 1 თვიდან 6 თვემდე ვადით. 2. სტაჟირება ერთჯერადი ხასიათისაა, ტარდება სასწავლო/პროფესიული გამცდილების მიღების მიზნით და ანაზღაურების გარეშე. 3. სტაჟირების ვადა აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებისათვის შესაძლებელია აისახოს სტუდენტის სასწავლო კრედიტების რაოდენობაში, შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. 4. სტაჟიორთა მიღების მიზნით ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტში სტაჟიორთა სავალდებულო კვოტა განსაზღვროს, ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიაში შესაბამისად შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ფაქტობრივად დასაქმებულთა 10%-ით. მუხლი 5🔗. სტაჟირების გავლის წესი და მიღება 1. ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ორგანოებში სტაჟიორთა მიღება ხორციელდება ორ ნაკადად. პირველი ნაკადის მიღება ხდება შემოდგომაზე, სექტემბერის თვეში, ხოლო მეორე ნაკადისა – გაზაფხულზე, მარტის თვეში. 2. პირი სტაჟიორად მიიღება შესაბამისი განცხადების საფუძველზე. განცხადების წარდგენა ხდება სსიპ „საჯარო სამსახურის ბიუროს (შემდგომში ბიურო)“ მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით. 3. სტაჟირების დაწყებამდე 10 დღით ადრე, სტაჟიორობის კანდიდატი ვალდებულია გამოცხადდეს სტაჟირების ადგილზე და გაიაროს რეგისტრაცია. სტაჟიორობის კანდიდატის მიერ სტაჟირების ადგილზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ან/და ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ინფორმაციას აწვდის ბიუროს, რომელიც შესაბამისი სტაჟიორობის კანდიდატს აგზავნის სტაჟიორთა რეზერვიდან, რიგითობის პრინციპით, სტაჟირების ადგილზე. მუხლი 6🔗. სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტა 1. სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტის საფუძველი შეიძლება გახდეს სტაჟიორის პირადი განცხადება. 2.  სტაჟირების პერიოდში არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 5 დღის განმავლობაში სტაჟირების გავლის ადგილზე გამოუცხადებლობა. 3. დავალების არაერთგზის ბრალეული შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება, რაც დასტურდება სტაჟირების ხელმძღვანელის მიერ დასაბუთებული დასკვნით. 4.  საქართველოს კანონმდებლობით, ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა ან ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის შინაგანაწესის ან/და შესაბამის უმაღლეს  საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის  გაფორმებული შეთანხმებით განსაზღვრული სხვა შემთხვევებით. 2. სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, როდესაც პირი სტაჟირებას გადის ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი, როდესაც პირი სტაჟირებას გადის ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში და  ამის შესახებ, ერთი კვირის ვადაში აცნობებს ბიუროს. მუხლი 7🔗. სტაჟიორის უფლება–მოვალეობები 1. სტაჟიორს, სტაჟირების პერიოდში ენიშნება სტაჟირების ხელმძღვანელი, რომელიც მას უწევს ზედამხედველობას სამუშაოს აღწერილობის ფარგლებში. 2. სტაჟიორს უფლება აქვს, სტაჟირების ხელმძღვანელის თანხმობით: ა) გაეცნოს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს სტრუქტურული ერთეულის მუშაობის სპეციფიკას. კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა საკითხზე გადაწყვეტილებების მომზადების პროცესში; ბ) გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას, მათ შორის საარქივო მასალებს, ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით (ელექტრონული საშუალებებით და სხვა), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; გ) დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს მიერ ორგანიზებულ  ღონისძიებებში; დ) სტაჟირების მიმდინარეობისას გამოვლენილი ხარვეზების შესახებ, დასაბუთებული წერილობითი ფორმით შეატყობინოს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს ხელმძღვანელს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ან ქალაქ ახალციხის  მუნიციპალიტეტის მერს; ე) განახორციელოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებები. 3. სტაჟიორი ვალდებულია: ა) დადგენილ ვადებში შეასრულოს ყველა დავალება, რომელიც მას დაეკისრება სტაჟირების ხელმძღვანელის მიერ და რომელიც გამომდინარეობს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს დებულებითა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით გათვალისწინებული საქმიანობის სპეციფიკიდან; ბ) დაიცვას ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს შინაგანაწესით დადგენილი მოთხოვნები სტაჟირების თავისებურებათა გათვალისწინებით; გ) დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საიდუმლოების პრინციპი. 4. სტაჟიორის ფუნქციური უფლებამოსილებები გამომდინარეობს ქალაქ ახალციხის  მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს დებულების შინაარსიდან, ხოლო მისი საჯარო დაწესებულებაში ყოფნისა და ქცევის წესები კი – დაწესებულების შინაგანაწესიდან. მუხლი 8🔗. ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის უფლება–მოვალეობები 1. ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო და ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია სტაჟიორს, სტაჟირების გასავლელად უქმნის სათანადო პირობებს, პროფესიული უნარ–ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად. 2. აქტიური სტატუსის მქონე სტაჟიორი სტუდენტების შემთხვევაში, ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანო და შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება თანხმდებიან სტაჟიორის საჯარო დაწესებულებაში ყოფნის გრაფიკის თაობაზე, სასწავლო პროცესთან  სტაჟირების ინტეგრირების მიზნით. 3. ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო და ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ვალდებულია, წელიწადში ორჯერ, ბიუროს მიაწოდოს სრული ინფორმაცია სტაჟირებასთან დაკავშირებით, სტაჟირების თითოეული ნაკადის  დასრულებისთანავე. მუხლი 9🔗. სტაჟირების ხელმძღვანელის უფლება–მოვალეობები 1. სტაჟირების ხელმძღვანელი ვალდებულია, კოორდინაცია გაუწიოს სტაჟიორთა ჯგუფს ან პერსონალურად, კონკრეტულ სტაჟიორს. 2. სტაჟიორის ხელმძღვანელი, პირადად აკონტროლებს სტაჟიორის მიერ გაწეულ მუშაობას, პერიოდულად აწვდის სასწავლო თემატიკას, აძლევს დავალებებს, კოორდინაციას უწევს სტაჟიორის საქმიანობას. 3. სტაჟირების ხელმძღვანელი ვალდებულია, სტაჟიორს შეუქმნას შესაბამისი გარემო, სათანადო პროფესიული გამოცდილების მიღების მიზნით. 4. სტაჟირების ხელმძღვანელი ვალდებულია, სტაჟირების შედეგები აცნობოს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურებს/პირებს ბიუროსათვის წარსადგენ ანგარიშში ასახვის ან/და შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციისათვის გაგზავნის მიზნით. მუხლი 10🔗. სტაჟირების დასრულება 1. სტაჟირების ვადის გასვლის შემდეგ, ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი იღებენ გადაწყვეტილებას: ა) სტაჟირების შედეგების დადებითად შეფასების შესახებ; ბ) სტაჟირების შედეგების უარყოფითად შეფასების შესახებ. 2. სტაჟირების შედეგების დადებითად შეფასების შემთხვევაში, სტაჟიორს ეძლევა სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი, რომელიც გაიცემა ქალაქ ახალციხის  მუნიციპალიტეტის მიერ. დანართი №2 დამტკიცდეს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმა დანართი №3 დამტკიცდეს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმა .