წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 31.10.2014
ძალის დაკარგვა 29.09.2015
გამომცემი ორგანო წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №76
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.122.016245
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/11/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,238 სიტყვა · ~16 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.10.2014 მიღება
29.09.2015 ძალის დაკარგვა
📖 ტერმინთა განმარტებები (22)
აღრიცხვა
მწვანე ნარგავების ფართობის ინვენტარიზაცია და შესაბამისი კარტოგრაფიული   მასალების მომზადება.
მუხლი 2
გადაბელვა
სპეციალური ჭრისას მწვანე ნარგავების ტოტების შეჭრა.
მუხლი 2
გაშენება
იმ ტერიტორიების გამწვანება, სადაც არ არსებობდა ბუნებრივი წარმოშობის ნარგავები.
მუხლი 2
დაინტერესებული პირი
ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირი.
მუხლი 2
ვარჯის ფორმირება
ხეებზე ქვედა ტოტების შეჭრა, სასიცოცხლო ფუნქციის შეწყვეტის გარეშე.
მუხლი 2
ზეხმელი ხე
ზრდაშეწყვეტილი ზეზემდგომი გამხმარი ხე
მუხლი 2
კორომი
მომიჯნავე ტერიტორიისაგან შემადგენლობითა და სტრუქტურით მკვეთრად განსხვავებული მწვანე ნარგავების ნაწილი.
მუხლი 2
მწვანე ნარგავები
მერქნიანი (ხე, ბუჩქი) და არამერქნიანი მცენარეები, მათი პროდუქტები.
მუხლი 2
მცენარის სახეობა
მცენარის ერთ-ერთი ძირითადი ტაქსონომიური ერთეული.
მუხლი 2
მოსაჭრელი ხეების უბანი
განსაზღვრული ტერიტორია, სადაც გათვალისწინებულია ზეზემდგომი ან ძირნაყარი ხის დამზადება.
მუხლი 2
მოსაჭრელი ხეების უბნის მონიშვნა
მოსაჭრელი ხეების უბნის გამიჯვნა მოსაზღვრე ტერიტორიისაგან, მოსაჭრელი ხეების აღრიცხვადა მონიშვნა,  მოსაჭრელი ხეების უბნის აღრიცხვის უწყისის შედგენა (შემდგომში – აღრიცხვის უწყისი), რომელიც წარმოადგენს მოსაჭრელი ხეების მოპოვების დაწყების განმსაზღვრელ დოკუმენტს.
მუხლი 2
მოპოვება
ზეზემდგომი ხის მოჭრა და/ან ძირნაყარი მერქნის გამოზიდვა.
მუხლი 2
მოსაჭრელი ხის ერთეულად მონიშვნა
ერთეულად მდგარი ხე-ბუჩქების აღრიცხვა,  მონიშვნა და აღრიცხვის უწყისის შედგენა.
მუხლი 2
ნარჩენი
ხის მოპოვების შედეგად დარჩენილი ქერქი, ნაფოტი, ნახერხი, შეშად გამოუსადეგარი ტოტები.
მუხლი 2
ნერგი
სანერგის სასკოლო განყოფილებაში აღზრდილი მოზრდილი ტანის მცენარე.
მუხლი 2
სანერგე
ფართობი, სადაც ხდება ნარგავების შემქმნელ სახეობათა სარგავი მასალის მოშენება. სანერგე შეიძლება იყოს მუდმივი ან დროებითი.
მუხლი 2
სპეციალური გამოკვლევა
კორომების სანიტარიული მდგომარეობის დადგენის, მავნებელ-დაავადებათა გამოვლენის, აღრიცხვისა და გამაჯანსაღებელი ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით ჩატარებული კვლევა.
მუხლი 2
ფაუტი ხე
ფუტურო, დამპალი და გამოფიტული ხე.
მუხლი 2
ძირნაყარი ხე
წაქცეული ხმელი ხე, მიწაზე დაყრილი მოთხრილ-მოტეხილი, ქარქცეული,  თოვლტეხილი მერქანი, წინა წლების ჭრაგავლილი მოსაჭრელი ხეების უბნიდან გამოუზიდავად დარჩენილი მერქანი,  აგრეთვე ხიდან ჩამოცვენილი ტოტები, ფიჩხი.
მუხლი 2
ჭრა
მწვანე ნარგავების მოვლითი და სპეციალური მიზნით ჭრა.
მუხლი 2
ხმობადი ხე
ხე, რომლის ღეროს ერთი მესამედი გამხმარია.
მუხლი 2
რჩეული ხე
ჯანსაღი,  სწორღეროიანი, ტოტებისა და როკებისაგან გაწმენდილი ხე, კარგად ფორმირებული ვარჯით.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (3)
1 2
მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ახალაძე მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
ხის№ მერქნიანი სახეობა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №76 2014 წლის 31 ოქტომბერი ქ. წყალტუბო წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესი (დანართი №1). მუხლი 2🔗 დამტკიცდეს მწვანე ნარგავების აღრიცხვის უწყისი (დანართი №2) და დამზადებული მწვანე ნარგავების მიღება-ჩაბარების დოკუმენტი (დანართი №3). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ახალაძე დანართი №1  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესი თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗. წესის მიზანი 1.  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის (შემდგომში„წესი“) მიზანია  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების ეკოლოგიური წონასწორობის, ხეების ხნოვანებითი სტრუქტურის, სახეობრივი შემადგენლობისა და ხარისხობრივი მდგომარეობის შენარჩუნების, მაღალპროდუქტიული კორომების ჩამოყალიბების,  კლიმატური პირობების შენარჩუნებისა და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული უარყოფითი ფაქტორების თავიდან აცილების უზრუნველსაყოფად მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის ღონისძიებათა ჩატარებისას წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობების რეგულირება. 2. წესი განსაზღვრავს: ა) მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესს; ბ) მოსაჭრელი ხეების უბნის გამოყოფის და ხეების მონიშვნის წესს; გ) მწვანე ნარგავების აღრიცხვის უწყისის წარმოების წესს.  3. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აკრძალულია მწვანე ნარგავების მოჭრა, გარდა ამ წესით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება 1. აღდგენა - ღონისძიება რომლის მიზანია მწვანე ნარგავებით დაუფარავ ფართობებზე, დაბალი სიხშირის და დეგრადირებულ კორომებში ბუნებრივი განახლების ხელშეწყობა, გაშენება და გაშენებული  ნარგავების მრავალწლიანი მოვლა. 2. აღრიცხვა – მწვანე ნარგავების ფართობის ინვენტარიზაცია და შესაბამისი კარტოგრაფიული   მასალების მომზადება. 3. გადაბელვა – სპეციალური ჭრისას მწვანე ნარგავების ტოტების შეჭრა. 4. გაშენება – იმ ტერიტორიების გამწვანება, სადაც არ არსებობდა ბუნებრივი წარმოშობის ნარგავები. 5. დაინტერესებული პირი – ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირი. 6. ვარჯის ფორმირება – ხეებზე ქვედა ტოტების შეჭრა, სასიცოცხლო ფუნქციის შეწყვეტის გარეშე. 7. ზეხმელი ხე – ზრდაშეწყვეტილი ზეზემდგომი გამხმარი ხე; 8. კორომი – მომიჯნავე ტერიტორიისაგან შემადგენლობითა და სტრუქტურით მკვეთრად განსხვავებული მწვანე ნარგავების ნაწილი. 9.  მწვანე ნარგავები – მერქნიანი (ხე, ბუჩქი) და არამერქნიანი მცენარეები, მათი პროდუქტები. 10. მცენარის სახეობა – მცენარის ერთ-ერთი ძირითადი ტაქსონომიური ერთეული. 11. მოსაჭრელი ხეების უბანი – განსაზღვრული ტერიტორია, სადაც გათვალისწინებულია ზეზემდგომი ან ძირნაყარი ხის დამზადება. 12. მოსაჭრელი ხეების უბნის მონიშვნა – მოსაჭრელი ხეების უბნის გამიჯვნა მოსაზღვრე ტერიტორიისაგან, მოსაჭრელი ხეების აღრიცხვადა მონიშვნა,  მოსაჭრელი ხეების უბნის აღრიცხვის უწყისის შედგენა (შემდგომში – აღრიცხვის უწყისი), რომელიც წარმოადგენს მოსაჭრელი ხეების მოპოვების დაწყების განმსაზღვრელ დოკუმენტს. 13. მოპოვება – ზეზემდგომი ხის მოჭრა და/ან ძირნაყარი მერქნის გამოზიდვა. 14. მოსაჭრელი ხის ერთეულად მონიშვნა –  ერთეულად მდგარი ხე-ბუჩქების აღრიცხვა,  მონიშვნა და აღრიცხვის უწყისის შედგენა. 15. ნარჩენი – ხის მოპოვების შედეგად დარჩენილი ქერქი, ნაფოტი, ნახერხი, შეშად გამოუსადეგარი ტოტები. 16. ნერგი – სანერგის სასკოლო განყოფილებაში აღზრდილი მოზრდილი ტანის მცენარე. 17. სანერგე –ფართობი, სადაც ხდება ნარგავების შემქმნელ სახეობათა სარგავი მასალის მოშენება. სანერგე შეიძლება იყოს მუდმივი ან დროებითი. 18. სპეციალური გამოკვლევა – კორომების სანიტარიული მდგომარეობის დადგენის, მავნებელ-დაავადებათა გამოვლენის, აღრიცხვისა და გამაჯანსაღებელი ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით ჩატარებული კვლევა. 19. ფაუტი ხე –  ფუტურო, დამპალი და გამოფიტული ხე. 20. ძირნაყარი ხე – წაქცეული ხმელი ხე, მიწაზე დაყრილი მოთხრილ-მოტეხილი, ქარქცეული,  თოვლტეხილი მერქანი, წინა წლების ჭრაგავლილი მოსაჭრელი ხეების უბნიდან გამოუზიდავად დარჩენილი მერქანი,  აგრეთვე ხიდან ჩამოცვენილი ტოტები, ფიჩხი. 21. ჭრა – მწვანე ნარგავების მოვლითი და სპეციალური მიზნით ჭრა. 22. ხმობადი ხე – ხე, რომლის ღეროს ერთი მესამედი გამხმარია. 23. რჩეული ხე– ჯანსაღი,  სწორღეროიანი, ტოტებისა და როკებისაგან გაწმენდილი ხე, კარგად ფორმირებული ვარჯით. თავი II წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის ღონისძიებები მუხლი 3🔗. მწვანე ნარგავების მოვლის ღონისძიებები 1.  მწვანე ნარგავების მოვლის ღონისძიებათა განხორციელების საფუძველი შეიძლება იყოს: ა) სპეციალური გამოკვლევის მასალები; ბ) მწვანე ნარგავების აღრიცხვისა და მონიტორინგის მასალები; გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი. 2. მწვანე ნარგავების მოვლის ღონისძიებებს ახორციელებს ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობა“. 3. სპეციალურ გამოკვლევას ახორციელებს ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობა“ ან კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული ფიზიკური ან/და იურიდიული პირები ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობა“-სთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. 4. მწვანე ნარგავების მოვლითი ღონისძიებებია: ა) მოვლითი ჭრების განხორციელება; ბ) სპეციალური გამოკვლევის საფუძველზე მწვანე ნარგავების დაცვა ეკოლოგიური წონასწორობის დარღვევის გამომწვევი დაავადებებისა და მავნებლების გავრცელებისაგან ბიოლოგიური და ქიმიური საშუალებებით; გ) ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებები; დ) მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების დაგეგმვა. მუხლი 4🔗. მოვლითი ჭრები 1.  კორომთა ხნოვანებისა და ფუნქციური დანიშნულების მიხედვით მოვლითი ჭრის სახეებია: ა)   განათებითი ჭრა– უნდა განხორციელდეს 10 წლამდე ხნოვანების 0,7 და მეტი სიხშირის კორომებში და გულისხმობს მწვანე ნარგავების განსაზღვრული უბნის ტერიტორიაზე არასასურველი მერქნიანი სახეობებისა და ეგზემპლარების, ასევე ბალახის საფარის მოცილებას მცენარეთა  სახეობრივი შემადგენლობის რეგულირებისა და ზრდის პირობების გაუმჯობესების მიზნით; ბ) გაწმენდითი ჭრა –უნდა განხორციელდეს 20 წლამდე ხნოვანების 0,7 და მეტი სიხშირის შერეულ კორომებში, ამ ადგილისათვის დამახასიათებელი  სახეობის ხეებისათვის ზრდის პირობების გაუმჯობესების მიზნით და გულისხმობს განსაზღვრული ადგილისათვის არასასურველი სახეობის მწვანე ნარგავების მოჭრას. უნდა მოიჭრას 8 სმ-მდე დიამეტრის  ზრდაში ჩამორჩენი ლიხეები, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ დიამეტრის ხეების ადგილზე დატოვება ხელს არ შეუშლის ჯანსაღი ხეების არსებობას; გ) გამოხშირვითი ჭრა – უნდა განხორციელდეს 60 წლამდე (სახეობრივი შემადგენლობის  მიხედვით) ხნოვანების 0,7 და მეტი სიხშირის კორომებში და გულისხმობს განსაზღვრული უბნის ტერიტორიაზე ზრდაში ჩამორჩენილი, მრუდეღეროიანი და დაზიანებული ხეების მოჭრას დარჩენილი ხეების ღეროებისა და ვარჯების სასურველი ფორმის მისაღებად აუცილებელი პირობების შექმნის მიზნით; დ)   გავლითი ჭრა  – უნდა განხორციელდეს 61 წლის და მეტი ხნოვანების (გამოხშირვითი ჭრის პერიოდის დამთავრების შემდეგ)  0,7 და მეტი სიხშირის კორომებში და გულისხმობს განსაზღვრული უბნის ტერიტორიაზე გადაბერებული, დაზიანებული, მრუდეღეროიანი და ჭრისათვის მიზანშეწონილი სხვა ხეების მოჭრას დარჩენილი ხეებისათვის მერქნის შემატების პირობების გაუმჯობესების მიზნით; ე) სანიტარიული ჭრა – სპეციალური გამოკვლევისა და წინასწარი აღრიცხვის საფუძველზე სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით არსებული ზეხმელი, ხმობადი, ძლიერ ფაუტიდა  მავნებლებით ძლიერ დაზიანებული ხეების მოჭრას; ვ) სარეკონსტრუქციო ჭრა – უნდა განხორციელდეს დეგრადირებული მწვანე ნარგავების (ხეები და ბუჩქები) კორომებსა და დაცვით ნარგაობაში მათი სახეობრივი და სტრუქტურული შემადგენლობის, აგრეთვე პროდუქტიულობის გაუმჯობესების მიზნით მწვანე ნარგავების აღდგენის სამუშაოების განსახორციელებლად, აღდგენის პროექტის შესაბამისად. 2. კორომების სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით სანიტარიული ჭრით გარემოდან ამოღებული, ხმელი, ხმობადი და ძირნაყარი ხეები უნდა იქნეს გამოტანილი მწვანე ნარგავების ტერიტორიიდან. 3.  მოვლითი ჭრა  ხელოვნურ   ნარგაობაში  გულისხმობს   დაზიანებული,  გამხმარი  ეგზემპლარებისა  და  მავნე მცენარეების პერიოდულად გამოღებას. 4. მოვლითი ჭრებით მიღებული მერქნული რესურსის განლაგება ან გადაცემა ხდება ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობა“-ს მიერ. 5. მოვლითი ჭრის ინტენსივობა უნდა დადგინდეს კორომის დახასიათების საფუძველზე. 6. ჭრის ინტენსივობა სიხშირეების მიხედვით განისაზღვრება შემდეგნაირად: ა) 0,7 სიხშირის კორომებში – არაუმეტეს 10%-ისა; ბ) 0,8 სიხშირის კორომებში – არაუმეტეს 15%-ისა; გ) 0,9 და მეტი სიხშირის კორომებში – არაუმეტეს 20%-ისა. მუხლი 5🔗. მოვლითი ჭრის მეთოდები და მოსაჭრელი ხეების შერჩევა 1.  მოვლითი ჭრის ჩატარებისას (გარდა განათებითი და სანიტარული ჭრისა) უნდა მოინიშნოს მოსაჭრელი ხეების უბანი. 2. მოვლით ჭრას (გარდა სანიტარიული და სარეკონსტრუქციო ჭრებისა) უნდა დაექვემდებაროს მავნე ხეები  და მარაგის შემატების დაჩქარების მიზნით განსაზღვრულ შემთხვევებში – ჯგუფურად მდგარი რჩეული ხეები. 3. სანიტარული ჭრის ჩატარებისას ხეების შერჩევა უნდა მოხდეს რაიონის, კვარტალის ფარგლებში. მოჭრას ექვემდებარება ზეხმელი, ხმობადი (ღეროს ერთი მესამედი ხმელი), გადატეხილი, ძლიერ ფაუტი (ფუტურო)  და მავნებლებით დაზიანებული ხეები. 4.  სანიტარიული ჭრის განხორციელებისას მოსაჭრელი ხეების უბანი არ ინიშნება. მუხლი 6🔗. მოვლითი ჭრების განხორციელების  განსაკუთრებული მოთხოვნები 1.  მოვლითი ჭრა უნდა განხორციელდეს ისეთი ფორმებითა და მეთოდებით, რომლებიც უზრუნველყოფს რჩეული ხეების მინიმალურ დაზიანებას. 2. მოვლითი ჭრის დროს (გარდა სანიტარიული და სარეკონსტრუქციო ჭრებისა) კორომის სიხშირე არ უნდა იქნეს დაყვანილი 0,6-ზე ქვევით. 3. მოვლითი ჭრების განხორციელებისას დაუშვებელია მორთრევა ტოტებშეუჭრელად. მუხლი 7🔗. მოვლითი ჭრებისას მოსაჭრელი ხეების მონიშვნა და უბნის გამოყოფა 1. ხეების ერთეულად მონიშვნა მოვლითი ღონისძიებების უზრუნველყოფის მიზნით ხორციელდება, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის  არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის მეთვალყურეობით ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობა“-ს მიერ. 2.  ამ  წესის  მე-4  მუხლის  პირველი  პუნქტის  „ა“,  „ბ“,   „გ“  „დ“  და  „ვ“  ქვეპუნქტებით  გათვალისწინებული შემთხვევებისას, წარმოებს ხეების აღრიცხვა და მოსაჭრელი ხეების უბნის გამოყოფა. 3. მოსაჭრელი ხეების უბნის მონიშვნამდე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის  არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის მიერ განისაზღვრება მოსაჭრელი ხეების უბნის მონიშვნას დასაქვემდებარებელი ფართობები და მოსაპოვებელი  ხეების მოცულობა  მწვანე ნარგავების აღრიცხვის მასალების და მწვანე ნარგავების ფაქტობრივი მდგომარეობის საფუძველზე, ხოლო მასალების არარსებობის შემთხვევაში – მწვანე ნარგავების ფაქტობრივი მდგომარეობის მიხედვით. 4. ამ წესის მე-4 მუხლის პირველი  პუნქტის „ე’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისას ხეების მონიშვნა ხორციელდება  მოსაჭრელი ხეების ერთეულად მონიშვნის გზით. 5. მოსაჭრელი ხეების მონიშვნისას ერთეულად აღრიცხვას ექვემდებარება 8 სმ და მეტი ტაქსაციური დიამეტრის ხეები (თითოეული ხის მოცულობის მიხედვით). ჭრაში დანიშნულ ხეებზე თვალთახედვის  არეში, მიწის ზედაპირიდან დაახლოებით 1,7 მეტრამდე სიმაღლეზე კეთდება მონიშვნა მკვეთრი ფერის საღებავით. მუხლი 8🔗. მწვანე ნარგავების მოვლა ბიოლოგიური, ქიმიური და სხვა სპეციალური საშუალებებით 1.  ბიოლოგიური,  ქიმიური  და  სხვა  სპეციალური  საშუალებებით  მწვანე   ნარგავების  მოვლა  ხორციელდება სპეციალური გამოკვლევების საფუძველზე დასახულ ღონისძიებათა მიხედვით, გამოკვლევას ატარებსა (ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობა“ ან კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული ფიზიკური ან/და იურიდიული პირებია (ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობა“-სთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. 2. სპეციალური გამოკვლევა მიზნად ისახავს: ა) ხეების სანიტარიული მდგომარეობის დადგენას; ბ) მავნებელ-დაავადებათა გამოვლენას, აღრიცხვას, მათი გავრცელების მასშტაბებისა და განვითარების ტენდენციების დადგენასა და მათთან ბრძოლის რეკომენდაციებს. 3. მავნებელ - დაავადებათა წინააღმდეგ გამოსაყენებელი ბიოლოგიური, ქიმიური და სხვა სპეციალური საშუალებების ნუსხა და მეთოდები უნდა შეესაბამებოდეს მოქმედ კანონმდებლობას. მუხლი 9🔗. მწვანე ნარგავების ტერიტორიის ხანძრისაგან დაცვის მოთხოვნები 1. მწვანე ნარგავების აღრიცხვის დროს ხანძარსაშიშროების კლასებად დაყოფა და ხანძრისაგან დაცვის მოთხოვნების დაგეგმვა ხორციელდება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის მიერ. 2. ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებებია: ა) სახანძრო დანიშნულების გზებისა და ბილიკების მოწყობა მაღალი ხანძარსაშიშროების კლასის მწვანე ნარგავების უბნებში; ბ) სახანძრო დანიშნულების საავტომობილო გზებისა და ბილიკების მოვლა-შეკეთება; გ) ხანძრების შეჩერება-შეზღუდვის მიზნით ხანძარსაწინააღმდეგო ზოლების მოწყობა; დ) ხანძრების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით წიწვოვან კორომებში ხეთა ვარჯის ფორმირება; ე) ხანძარსაშიში კორომებიდან ძირნაყარი ხეების გამოტანა და განთავსება უსაფრთხო ადგილზე. 3. ცეცხლის დანთება აკრძალულია ხეების ვარჯის ქვეშ, წიწვიან, მოზარდიან, ძველ ნახანძრალებში, მწვანე ნარგავების ტერიტორიაზე დაზიანებულ უბნებში (ქარქცეულ ან ქარტეხილ ადგილებში), მოპოვების ნარჩენებიდან გაუწმენდავ, გამოუზიდავად დატოვებული მოპოვებული ხეების და გამხმარბალახიან ადგილებში. 4. ნახანძრალი ტერიტორიის აღდგენითი ღონისძიებები ხორციელდება აღდგენის პროექტით და მოვლითი ჭრებით. 5. მწვანე ნარგავების ტერიტორიაზე ხანძრის ლიკვიდაციას ახორციელებს  შესაბამისი სამსახური. მუხლი 10🔗. მწვანე ნარგავების მოვლის ღონისძიებები სტიქიური და სხვა გაუთვალისწინებელი მოვლენების შემთხვევაში 1. სტიქიური მოვლენის (ხანძარი, ქარი, თოვლი, ზვავი, მეწყერი და სხვა) ან სხვა მასშტაბურ (სოციალური, ბიოლოგიური, გლობალური ეკოლოგიური და სხვა) გაუთვალისწინებელ შემთხვევებში უარყოფითი შედეგების ლიკვიდაციის ღონისძიებები ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამგეობის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის და/ან ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის“ მიერ მომზადებული მასალების საფუძველზე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში განხორციელებულ ჭრებზე არ ვრცელდება ამ წესით დადგენილი ჭრის მოთხოვნები. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობა“ უფლებამოსილია, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის  არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის მეთვალყურეობით, მოსალოდნელი ზიანის თავიდან აცილების ან შემცირების მიზნით განახორციელოს ჭრები მხოლოდ იმ მოცულობით, რაც აუცილებელია ამ პუნქტში აღნიშნული მიზნის მისაღწევად. 4. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში დგება შესაბამისი აქტი. მუხლი 11🔗. მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების დაგეგმვა 1. მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების ღონისძიებები, არსებული საშუალებების გათვალისწინებით იგეგემება მწვანე ნარგავების აღრიცხვისა და მონიტორინგის მასალებისა და სპეციალური გამოკვლევების საფუძველზე. 2.   მწვანე ნარგავების  აღდგენისა  და  გაშენების  ღონისძიებებს  ახორციელებს  ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობა“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის ზედამხედველობით. 3. დაგეგმილ ტერიტორიაზე უნდა შედგეს მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების პროექტი, რომელსაც ადგენს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახური. 4. მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების პროექტი უნდა მოიცავდეს განსახორციელებელ ღონისძიებათა ჩამონათვალსა და ფინანსურ ხარჯთაღრიცხვას. 5. აღდგენას ექვემდებარება: ა) ნახანძრალები და ასევე სხვა მიზეზით განადგურებული როგორც ბუნებრივი, ისე ხელოვნურად გაშენებული მწვანე ნარგავების ფართობები; ბ) ფართობები, რომელთა ბუნებრივ-კლიმატური პირობები იძლევა მწვანე ნარგავების აღდგენის საშუალებას; გ) დეგრადირებული კორომები, რომლებიც საჭიროებს რეკონსტრუქციას. მუხლი 12🔗. აღდგენისა და გაშენების ფორმები 1. აღდგენის ფორმებია: ა) ბუნებრივი განახლებისათვის ხელშეწყობა; ბ) აღდგენა თესვით; გ) აღდგენა დარგვით. 2. გაშენების ფორმებია: ა) გაშენება ნერგების დარგვით; ბ) გაშენება თესვით. 3. მწვანე ნარგავების აღდგენის ფორმები შეირჩევა ეკოლოგიური და ეკონომიკური მიზანშეწონილობის საფუძველზე. 4.  მწვანე  ნარგავების იმ ტერიტორიაზე, სადაც ეს შესაძლებელია, უპირატესობა უნდა მიენიჭოს   ბუნებრივი განახლებისათვის ხელშეწყობის გზით მწვანე ნარგავების აღდგენას. მუხლი 13🔗. მწვანე ნარგავებით ტერიტორიის აღდგენის მიზნით ბუნებრივი განახლებისათვის ხელშეწყობა 1. კორომის ბუნებრივი განახლებისათვის ხელშეწყობის ღონისძიებები შეიძლება იყოს: ა) მწვანე ნარგავებით ტერიტორიის დამაკმაყოფილებელი ბუნებრივი განახლების არსებობისას აღსადგენი ფართობის მთლიანი ან ნაწილობრივი შეღობვა ძოვებისაგან დაცვის მიზნით; ბ) მწვანე ნარგავებით ტერიტორიის არადამაკმაყოფილებელი ბუნებრივი განახლების პირობებში ფართობის მთლიანი შეღობვა, ნიადაგის აჩიჩქნა (ფართობის დაახლოებით მესამედზე 8-10 სმ სიღრმით), აგრეთვე შეღობილ ფართობზე სასურველი სახეობის თესლის შეთესვა ბაქნებსა და ზოლებზე (ფართობის დაახლოებით მესამედზე ან უფრო მეტზე, საჭიროების მიხედვით). მუხლი 14🔗. მწვანე ნარგავების აღდგენის დაპროექტება  1.  დაპროექტებას ექვემდებარება: ა) კულტურების გაშენება; ბ) სანერგეების მოწყობა; გ) დაცვითი ნარგავების გაშენება; დ) დეგრადირებული კორომების, ეკოსისტემებისა და ლანდშაფტების რეკონსტრუქცია; ე) ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებები. 2. მწვანე ნარგავების აღდგენის პროექტი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) პროექტის შედგენის საფუძველსა (ბრძანება, ხელშეკრულება და ა.შ) და მიზანს; ბ) აღდგენას დაქვემდებარებული ფართობის დეტალურ დახასიათებას: ადგილმდებარეობის, საზღვრების, მიმდებარე ტერიტორიებისა და ბუნებრივი პირობების (კლიმატი, ნიადაგები და სხვ.) მითითებით; გ) შერჩეული სახეობის ბოტანიკურ და ბიოეკოლოგიურ თავისებურებათა დახასიათებას; დ)  შერჩეული სახეობის ენტო და ფიტომავნებლების  დახასიათებასა  და  მათ  წინააღმდეგ  ბრძოლის რეკომენდაციებს; ე) საპროექტო ღონისძიებებისა და ამ ღონისძიებებით გათვალისწინებული სამუშაოების მოცულობების, პარამეტრებისა და ხარჯთაღრიცხვის შესახებ; ვ) მოვლის ღონისძიებებს; ზ) კარტოგრაფიულ მასალას; 3. ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებების პროექტი უნდა მოიცავდეს ამ მუხლის მე­-2 პუნქტის „ა“, „ბ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით დადგენილ ინფორმაციას. 4.  ტყის აღდგენის  პროექტით  გათვალისწინებული   სხვა  ღონისძიებების,   მათ  შორის,  აუცილებელი მრავალწლიანი მოვლის განხორციელება. მუხლი 15🔗. სარგავი მასალა ტყის აღდგენისათვის სარგავ მასალად შეიძლება გამოყენებულ იქნეს: ა) ნათესარი; ბ) ნერგი; გ) კალამი; დ) ფესვის ნაბარტყი. მუხლი 16🔗. განსაკუთრებული მოთხოვნები მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების განხორციელებისას 1.   მცენარეთა სახეობების   შერჩევასა   და   გამოყენებასთან დაკავშირებული   სამუშაოები   უნდა ჩატარდეს ბიომრავალფეროვნების დაცვის მოთხოვნათა გათვალისწინებით. 2. მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების მიზნით მცენარეთა სახეობები შეირჩევა უპირატესად იმ ადგილობრივი სახეობებისაგან, რომლებიც დამახასიათებელია კონკრეტული გარემო პირობებისათვის. 3. სანერგეში სარგავი მასალის გასაზრდელი ასორტიმენტი შეირჩევა გასამწვანებელი ფართობების და სანერგის ბუნებრივ-კლიმატური პირობების შესაბამისად. 4. არაენდემური მცენარეების გაშენებისათვის (ინტროდუქცია) მცენარეთა სახეობების შერჩევა უნდა მოხდეს მათი ბუნებრივ-კლიმატური და სხვა თვისებების შესწავლით, რათა თავიდან იქნეს აცილებული მათი უარყოფითი ზემოქმედება ადგილობრივ სახეობებსა და სხვა ფაქტორებზე. 5. აღდგენილი და/ან გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლის სამუშაოების ხანგრძლივობა, ასევე სხვა მახასიათებლები განისაზღვრება აღდგენის პროექტით. 6.   აკრძალულია გენეტიკურად მოდიფიცირებული სათესლე და სარგავი   მასალების, მცენარეების და/ან მათი ნაწილების გამოყენება მწვანე ნარგავების აღდგენის მიზნით. მუხლი 17🔗. სპეციალური ჭრა 1. სპეციალური ჭრა ხორციელდება შემდეგი მიზნებისათვის: ა) შენობა-ნაგებობების (ფასადები, სახურავები), საგზაონიშნების ხილვადობის ან მათი ტექნიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის; ბ) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეკონსტრუქციისა ან რეაბილიტაციისათვის; გ) ხეების შესაძლო წაქცევით ნებისმიერი ინფრასტრუქტურის ან მისი ცალკეული ელემენტების ფუნქციონირების შეზღუდვის ან მათი დაზიანების საფრთხის თავიდან აცილებისათვის; დ) შენობა-ნაგებობების, ჰიდროკვანძების, მილსადენების, გზების, კავშირგაბმულობისა და ელექტროგადამცემი კომუნიკაციების, არხების მშენებლობისათვის, რეკონსტრუქციის, რეაბილიტაციის ან დემონტაჟისათვის; ე) ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებისა და წყალდიდობის შედეგების ლიკვიდაციისას. 2. სპეციალური ჭრა ხორციელდება ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობა“-ის მიერ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის ინიციატივით ან/და დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე. 3. სპეციალური ჭრით მიღებული მერქნული რესურსის განლაგება ან გადაცემა ხდება ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობა“-ს მიერ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის მეთვალყურეობით, ამ წესის 22-ე მუხლის შესაბამისად. მუხლი 18🔗. სპეციალური ჭრის განხორციელება 1. სპეციალური ჭრა შეიძლება განხორციელდეს: ა) მოსაჭრელი ხეების უბნის მონიშვნით; ბ) მოსაჭრელი ხის ერთეულად მონიშვნით. 2. მოსაჭრელი ხეების მოჭრა შეიძლება განხორციელდეს შემდეგი სახეებით: ა) პირწმინდა ჭრით – გამოყოფილ უბანზე მონიშნული ხეების პირწმინდა ჭრა, მოსაჭრელი ხეების ოდენობის მიხედვით; ბ) ძირობრივი ჭრით – ზეზემდგომი ხეების მოჭრით აღრიცხვას ექვემდებარება 8 სმ და მეტი ტაქსაციური დიამეტრის ხეები. ჭრაში დანიშნულ ხეებზე თვალთახედვის არეში (მიწის ზედაპირიდან დაახლოებით 1,7 მეტრამდე სიმაღლეზე) კეთდება მონიშვნა მკვეთრი ფერის საღებავით. 3.  ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობა“-ს მიერ ჭრაში დანიშნული ხეების შესაბამისობა აღრიცხვის უწყისში ასახულ მონაცემებთან თანხმდება არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურთან. სხვაობის გამოვლენის შემთხვევაში გადამოწმებას ექვემდებარება ჭრაში დანიშნული ყველა ხე. 4. აღრიცხვის უწყისის ერთი ეგზემპლარი ინახება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურში, ხოლო მეორე ეგზემპლარი ჭრის განმახორციელებელ ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირთან (ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობა“). 5. ჭრა არ ხორციელდება, როდესაც აღრიცხვის უწყისში ხეების მოცულობა არ შეესაბამება ხეების ფაქტობრივ მოცულობას. ასეთ შემთხვევაში ჭრა ხორციელდება ახალი აღრიცხვის უწყისის საფუძველზე. მუხლი 19🔗. მოსაჭრელი ხეების უბნის მონიშვნა 1. მოსაჭრელი ხეების უბანი ინიშნება ამ წესის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში. 2. მოსაჭრელი ხეების უბანზე შეიძლება განხორციელდეს ამ წესის მე-18 მუხლით განსაზღვრული ჭრა ან ხეების გადაბელვა. მუხლი 20🔗. მოსაჭრელი ხეების ერთეულად მონიშვნა 1. ხეები ერთეულად ინიშნება  ამ წესის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში. 2. მოსაჭრელი ხეების უბანზე შეიძლება განხორციელდეს ამ წესის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ქვეპუნქტით განსაზღვრული ჭრა ან ხეების გადაბელვა. მუხლი 21🔗. მწვანე ნარგავების ამოღება-გადარგვა 1. სპეციალური ჭრის განხორციელებისას, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია ამოღება-გადარგვას დაქვემდებარებული ხეების გადარგვა. 2. ხეების გადარგვა ხორციელდება ინფრასტრუქტურის სამსახურის მიერ წინასწარ განსაზღვრულ ტერიტორიაზე. მუხლი 22🔗. სპეციალური და მოვლითი ჭრის შედეგად მიღებული, ძირნაყარი, ჩამორთმეული ან/და ინსპექტირებით გამოვლენილი უკანონოდ მოპოვებული მწვანე ნარგავების (მორი) განკარგვა 1. ამ წესით გათვალისწინებული ჭრების შედეგად მიღებული, ძირნაყარი, ჩამორთმეული ან/და  ინსპექტირებისას გამოვლენილი უკანონოდ მოპოვებული მწვანე ნარგავები წარმოადგენს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებას. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მწვანე ნარგავების დასაწყობება ხდება ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობა“-ს ტერიტორიაზე ა(ა)იპ-ის ანდა ჭრის განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ, შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. 3. არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახური უზრუნველყოფს ჩამორთმეული ან/და ინსპექტირებისას გამოვლენილი უკანონოდ მოპოვებული მწვანე ნარგავების  ტრანსპორტირებას საამისოდ სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიამდე. 4. არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე, რომლითაც განისაზღვრება ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობა“-ში განთავსებული ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მწვანე ნარგავები ექვემდებარება თუ არა საშეშე მერქნად გამოყენებას, ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობა“ გამგეობის შესაბამისი სამსახურის შუამდგომლობის საფუძველზე, მიღება-ჩაბარების აქტით, უსასყიდლოდ გადასცემს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ  მოსახლეობას. 5. არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის მიერ ინსპექტირებისას გამოვლენილი სამართალდარღვევის იარაღი (იარაღები) კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს. სააგენტოსათვის გადაცემამდე ზედამხედველობის სამსახური უზრუნველყოფს ჩამორთმეული სამართალდარღვევის იარაღის (იარაღების) შენახვას. 6. სამართალდარღვევის იარაღის (იარაღების) მიღება-ჩაბარების  აქტზე  ხელსაწერს ზედამხედველობის განყოფილების უფლებამოსილი პირი. 7. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოსთვის ჩამორთმეული იარაღების გადაცემამდე ზედამხედველობის განყოფილება უზრუნველყოფს  ჩამორთმეული იარაღის (იარაღების) შენახვას. მუხლი 23🔗. ჭრის განმახორციელებელი უფლებამოსილი ორგანო 1. ამ წესით გათვალისწინებულ ჭრას ანხორციელებს ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობა“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე. 2. ამ წესით გათვალისწინებული ჭრა შეიძლება განახორციელოს სხვა ფიზიკურმა ან/და იურიდიულმა პირმა ხელშეკრულების საფუძველზე. თავი III კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლა მუხლი 24🔗. კერძო საკუთრებაში არსებული მწვანე ნარგავები 1. მესაკუთრე ვალდებულია მოუაროს, არ დააზიანოს და ხელი შეუწყოს მის ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების ზრდა­–განვითარებას და შექმნას ამისათვის ხელსაყრელი გარემო. 2. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოჭრა აკრძალულია  (გარდა  ხილ­კენკროვანი  ნარგავებისა)  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დასკვნის გარეშე. 3.  მესაკუთრე ვალდებულია შეატყობინოს შესაბამის სამსახურს მის საკუთრებაში არსებული  მწვანე ნარგავების ხმობის, მავნებელი დაავადებების  აღმოჩენის ან კერძო საკუთრებისათვის  ზიანის მიყენების საფრთხის შემთხვევები. მუხლი 25🔗. კერძო საკუთრებაში ჭრის განხორციელება 1. დაინტერესებული პირის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისას, მათ შორის, იურიდიული პირის კუთვნილი შენობა–­ნაგებობის ცალკეული ელემენტების ფუნქციონირების შეზღუდვის ან მათი დაზიანების საფრთხის აღმოფხვრის მიზნით,  მესაკუთრეს უფლება აქვს განახორციელოს ჭრა ან ხეების ამოძირკვა­-გადარგვა  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დასკვნის საფუძველზე. 2. იურიდიული და ფიზიკური  პირების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ზეხმელი, ხმობადი და ფაუტი ხეების, ასევე მათი შესაძლო წაქცევით კერძო საკუთრების ან მისი ცალკეული ელემენტებისათვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით, მესაკუთრე ვალდებულია   განახორციელოს ჭრა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დასკვნის საფუძველზე. 3. ბინათმესაკუთრეთა  ამხანაგობების   საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, ასევე საჯარო სკოლებისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საბავშვო ბაღების ტერიტორიაზე ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის  საფრთხის შემცველი მწვანე ნარგავების, მათ შორის ზეხმელი, ხმობადი და ფაუტი ხეების, შენობა­–ნაგებობის ცალკეული ელემენტების ფუნქციონირების შეზღუდვის ან მათი დაზიანების საფრთხის აღმოფხვრის, ასევე მათი შესაძლო წაქცევით კერძო საკუთრების ან მისი ცალკეული ელემენტებისათვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით, ჭრას ახორციელებს ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობა“ გამგეობის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის მეთვალყურეობით. მუხლი 26🔗. პასუხისმგებლობა დადგენილების დარღვევისათვის ამ დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება გამოიწვევს დამრღვევი პირის  პასუხისმგებლობას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული წესით. თავი IV მწვანე ნარგავების აღრიცხვის უწყისის წარმოება მუხლი 27🔗. მწვანე ნარგავების აღრიცხვის უწყისის წარმოება  1. მწვანე ნარგავების აღრიცხვის უწყისს ადგენს  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახური. 2.  მწვანე ნარგავების აღრიცხვის უწყისი დგება მოსაჭრელი ხეების უბნის მოსაზღვრე ტერიტორიისაგან გამიჯვნისათვის, ხეების აღრიცხვის, მონიშვნის, რაოდენობისა და მოცულობის განსაზღვრისათვის. 3. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახური სპეციალური ჭრის განხორციელებისათვის ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობა“-ს მიერ აღრიცხვის უწყისის საფუძველზე მოსაჭრელი ხეების დანიშვნის სამუშაოების დასრულების შემდეგ, ითანხმებს დანიშნული ხეების შესაბამისობას აღრიცხვის უწყისთან. 4.  ჭრა ხორციელდება მხოლოდ აღრიცხვის უწყისის შედგენის შემდეგ. დანართი №2  მწვანე ნარგავების აღრიცხვის უწყისი წყალტუბოს მუნიციპალიტეტი ------------------------, დასახლება ----------------------, სამცველო № --------; კვარტალი № -------- ფართობი-------ჰა, სიმაღლის თანრიგი --------- ჭრის სახე ----------------------- აღრიცხვის მეთოდი ----------------------- მოსაჭრელი ხეების უბნის კოორდინატები X------------------------, Y ----------------------, ხის№ მერქნიანი სახეობა დიამეტრი სმ სულ ხის მოცულობა,კბმ შენიშვნა 1 2 3 4 5 სულ: აღრიცხვის უწყისის შემდგენი -----------------------------------------------------------------------  ბ.ა. აღრიცხვის უწყისის შედგენის თარიღი --------------------------------------------------- აღრიცხვის უწყისის შეთანხმებაზე პასუხისმგებელი ----------------------------------------  ბ.ა. დანართი №3  დამზადებული მწვანე ნარგავების მიღება-ჩაბარების დოკუმენტი N -------- 1. დაინტერესებული პირი --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (იურიდიული ან ფიზიკური პირი, საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი, მისამართი; წარმომადგენლის შემთხვევაში: სახელი, გვარი, მინდობილობის გაცემის თარიღი, ნომერი) 2. მწვანე ნარგაობის სახეობა (ჯიში) ---------------- მოცულობა  ------------------ კბმ 3. გადაზიდვის (დანიშნულების) ადგილი ------------------------------------------------------------------ 4. სატრანსპორტო საშუალება --------------------------------------------------------------------------------                                                                               (ტრანსპორტის სახეობა, სახელმწიფო ნომერი) 5. გადამზიდავი პირი -----------------------------------------------------------------------------------------                                                                       (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) 6. დაინტერესებული პირი: ------------------------------- ხელმოწერა                                                             (სახელი, გვარი) 7. დოკუმენტის შევსების დრო და თარიღი: ----- სთ.  ----- წთ.  „-----„  „-----------------„  „-------„ წელი. 8. დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილი პირი: -----------------------         ბ.ა                ხელმოწერა                                                                                                     (სახელი, გვარი) .