ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №45 |
|
2014 წლის 3 ნოემბერი ქ. ბოლნისი |
|
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით.
2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომელსაც საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ თანახმად, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი (ტექსტში შემდგომ - გამგებელი). სამსახურის უფროსი უფლებამოსილებები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-60 მუხლის, გამგეობის დებულების მე-10 მუხლის, ამ დებულებისა და გამგებლის მიერ დამტკიცებული კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობის შესაბამისად.
3. სამსახურის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს, წარმართავს და პასუხისმგებელია სამსახურის საქმიანობაზე;
ბ) ამ დებულების შესაბამისად, გასცემს სათანადო მითითებებსა და დავალებებს;
გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს, მოსამსახურეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მათ მიერ შვებულებების გამოყენების, სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლების და სწავლების შესახებ. კონტროლს უწევს სამსახურის მოსამსახურეთა მიერ დაკისრებული მოვალეობების შესრულებას და ახორციელებს მათზე სამსახურებრივ ზედამხედველობას;
დ) დადგენილი წესით შეაქვს წინადადებები გამგებელთან მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, წარუდგენს მას სამსახურის მიერ მომზადებულ წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ე) გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს;
ვ) შეიმუშავებს და გამგებელს დასამტკიცებლად წარუდგენს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებს და მეთოდებს, მოსამსახურეთა თანამდებობრივი მოვალეობების განაწილების შესახებ წინადადებებს; ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს სამსახურის თანამშრომელთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას;
ზ) სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე.
4. სამსახურის მოხელეების თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მოხელეების უფლება-მოვალეობები და ფუნქციები განისაზღვრება გამგებლის მიერ დამტკიცებული შესაბამის სამუშაოთა აღწერილობებით.
5. სამსახურის მოხელეებს ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს გამგებელი.
ა) კულტურისა და სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას;
ბ) სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების მართვის კოორდინაციას;
გ) მუნიციპალური მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკების, კულტურის სახლების და კულტურის სხვა დაწესებულებების მართვის კოორდინაციას;
დ) მუნიციპალური სპორტული დაწესებულებების მართვის კოორდინაციას;
ე) წინადადებების შემუშავებას კულტურის, განათლებისა (სკოლამდელი) და სპორტის დაწესებულებების შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე;
ვ) წინადადებების შემუშავებას ახალგაზრდობის და გენდერული თანასწორობის საკითხებზე;
ნ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
ბ) კულტურის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;
გ) კულტურის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;
დ) მუნიციპალური მუზეუმების, კულტურის სახლების, თეატრების, სახელოვნებო სკოლების და კულტურის სხვა დაწესებულებების მართვის კოორდინაციას;
ბ) სპორტის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;
გ) მუნიციპალური სტადიონების, სპორტული მოედნების, საცურაო აუზების, სპორტული კომპლექსების მართვის კოორდინაციას;
დ) მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობას.
ბ) ახალგაზრდობის პრობლემების შესწავლას, წინადადებათა შემუშავებას არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით;
გ) გენდერული თანასწორობის მდგომარეობის შესწავლას და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიზნით შესაბამის ღონისძიებათა დაგეგმვას.