⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (05.11.2018)
გაუქმებულია:

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 03.11.2014
ძალის დაკარგვა 05.11.2018
გამომცემი ორგანო ბოლნისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №46
სარეგისტრაციო კოდი 210020030.35.158.016191
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/11/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 265 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.11.2014 მიღება
05.11.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №46 2014 წლის 3 ნოემბერი ქ. ბოლნისი ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“  ქვეპუნქტის ,,ბ“ პრიმა, 61-ე მუხლის მეორე  პუნქტის, ადგილობრივი მოსაკრებელის შესახებ საქართველოს კანონის მე-3, მე-4, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის, საქართველოს კანონის  ნორმატიული აქტების შესახებ  25-ე მუხლის პირველი  პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტების შესაბამისად, ბოლნისის  მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს: მუხლი 1🔗 ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განისაზღვროს მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის  (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა)  განაკვეთები  ერთ კვადრატულ მეტრზე: ა) ახლად ასაშენებელი ობიექტის (სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული შენობა-ნაგებობები) პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართისათვის - 0.50 ლარი; ბ)ახლად ასაშენებელი ობიექტის (არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული შენობა-ნაგებობები) პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართისათვის - 1.00 ლარი. მუხლი 2🔗 1. სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი ის კერძო სამართლის იურიდიული პირები, რომლებიც ბოლნისის მუნიციპალიტეტში ახორციელებენ წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, განთავისუფლდენ მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის ადგილობრივი  მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან. 2. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათები გავრცელდეს ბოლნისის მუნიციპალიტეტში მშენებლობის ნებართვის გაცემის მიზნით  პირველ პუნქტში მითითებული სუბიექტების მიერ წარმოდგენილ პროექტებზე. 3. პირველი პუნქტით  გათვალისწინებული შეღავათები მოქმედებს 2016 წლის 1 იანვრამდე.   მუხლი 3🔗 ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის  შესახებ“  ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 დეკემბრის №56 დადგენილება  (ვებგვერდი, 30/12/2011 წელი სარეგისტრაციო კოდი №210020030.35.158.016064)  შევიდეს შემდეგი  ცვლილება  და  დამატება: მუხლი 4🔗 ეს  დადგენილება  ამოქმედდეს  2014   წლის 3  ნოემბრიდან.ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ჟორჟოლიანი