სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სისტემის შექმნისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 31.10.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №612
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.018232
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/11/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.10.2014 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| 1 | შემაერთებელი ხაზების, ქსელების მოწყობა |
| 2 | სადგურების, აპარატების, მათი კომუნიკაციებისა და სხვა მოწყობილობების (მატერიალური ფასეულობები 5 000 ლარამდე) მონტაჟი და ექსპლუატაციაში გაშვება |
| 3 | სადგურების, აპარატების, მათი კომუნიკაციებისა და სხვა მოწყობილობების (მატერიალური ფასეულობები 5 000 ლარზე მეტი) მონტაჟი და ექსპლუატაციაში გაშვება |
| 4 | სადგურების, აპარატების, მათი კომუნიკაციებისა და სხვა მოწყობილობების დემონტაჟი |
| 5 | პროგრამული უზრუნველყოფა და ლიცენზირება |
| 6 | საპროექტო სამუშაოები |
| 8 | საქართველოს პარლამენტის საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების თავმჯდომარეები |
| 9 | საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი |
| 10 | ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე |
| 11 | თვითმმართველი ქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| 12 | თვითმმართველი თემის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| 13 | საქართველოს მინისტრი |
| 14 | საქართველოს მინისტრის პირველი მოადგილე, მოადგილე |
| 15 | საქართველოს სახელმწიფო მინისტრი |
| 16 | საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე, მოადგილე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
დაზვერვის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს აეროპორტების სამთავრობო დარბაზებსა და გასასვლელებში ოფიციალური დელეგაციების, მაღალი რანგის თანამდებობის პირებისა და საპატიო სტუმრების მომსახურების წესის დამტკიცების თაობაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ციფრული მმართველობის სააგენტოს შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სისტემის შექმნისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №612
2014 წლის 31 ოქტომბერი
ქ. თბილისი
სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სისტემის შექმნისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
სახელმწიფო უსაფრთხოების მოთხოვნებიდან გამომდინარე, სახელმწიფო საიდუმლოების დაცულობის, საქართველოს სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირებისა და სახელისუფლებო სტრუქტურების კავშირის დახურული საშუალებებით უზრუნველსაყოფად, სახელისუფლებო კავშირგაბმულობის სისტემის შემდგომი განვითარების მიზნით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 9 ივლისის №441 დადგენილების გათვალისწინებით, საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სააგენტომ უზრუნველყოს სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სისტემის ფუნქციონირება, განვითარება და მართვა.
მუხლი 2🔗
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სააგენტოს კუთვნილ სპეციალურ საკომუნიკაციო სისტემას განესაზღვროს სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სისტემის სტატუსი.
მუხლი 3🔗
სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სისტემის ფუნქციონირება, მართვა და განვითარება უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სააგენტომ.
მუხლი 4🔗
სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სისტემა არის სპეციალური საკომუნიკაციო და სხვა ტექნიკური საშუალებებით კავშირების ერთიანი დახურული ქსელი (შემდგომში - სპეცკავშირების ქსელი), რომელიც აღნიშნულ ქსელში სისტემის აბონენტებს, განსაკუთრებული მნიშვნელობის რეჟიმის, სარეჟიმო და სხვა სტრატეგიული ობიექტების თანამშრომლებს უზრუნველყოფს დახურული კავშირით, ამ კავშირების საშუალებით სატელეფონო საუბრებისა და მონაცემთა გადაცემის დაცულობას და ოპერატიულობას, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე, მის საზღვრებს გარეთ.
მუხლი 5🔗
სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა შესაბამისი სახელმწიფო უწყებების და სხვა დაინტერესებული ორგანიზაციების მონაწილეობით, ამ დადგენილების ძალაში შესვლიდან სამ თვეში შეიმუშაოს და კანონმდებლობით დადგენილი წესით დასამტკიცებლად წარმოუდგინოს სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის ერთიანი სისტემის განვითარებისა და სრულყოფის კონცეფციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი.
მუხლი 6🔗
სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სისტემა ფუნქციონირებს კავშირგაბმულობის სპეციალური, სახელმწიფო და კერძო საკუთრებაში არსებული საკომუნიკაციო კვანძებით და არხებით.
მუხლი 7🔗
სახელმწიფო დაწესებულებებმა, ორგანიზაციებმა, საწარმოებმა და კერძო სამართლის იურიდიულმა პირებმა უზრუნველყონ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სააგენტოს თანამშრომლების შეუფერხებელი დაშვება და შესასრულებელ სამუშაოებში სრული ხელშეწყობა ყველა იმ ობიექტზე, რომელიც გამოიყენება სახელისუფლებო კავშირგაბმულობის უზრუნველსაყოფად.
მუხლი 8🔗
1. საქართველოს ყველა სახელმწიფო დაწესებულებასა და კერძო ორგანიზაციაში, სადაც ხორციელდება საიდუმლო საქმისწარმოება, სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის (გარდა ტაქტიკური დანიშნულების დახურული რადიო და რადიოსარელეო კავშირების საშუალებით, აგრეთვე, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო საქმიანობის ფარგლებში გადაცემული საიდუმლო ინფორმაციისა) შესაბამისი საკომუნიკაციო საშუალებებით უწყებათაშორისი მიმოცვლისათვის (სატელეფონო, ვიდეო-აუდიო და ტექსტური ფორმატით) გამოყენებულ იქნეს მხოლოდ სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სისტემა. აღნიშნულ დაწესებულებებში დაუშვებელია სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის ელექტრონული საშუალებებით გაცვლისთვის სხვა სატელეფონო და მონაცემთა გადაცემის სისტემების გამოყენება, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. შესაბამისი ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა სახელისუფ-ლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სისტემით სავალდებულო წესით უზრუნველყონ ყველა ის თანამშრომელი, რომლებსაც საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, შეხება აქვთ სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციასთან და ახორციელებენ მის ხმოვანი ან/და მონაცემთა გადაცემის ფორმით მიწოდებას.
3. სახელმწიფო ორგანოებმა შეიძლება ისარგებლონ მათ მიერ შექმნილი ინფორმაციის/მონაცემთა გადაცემის დახურული სისტემით საიდუმლო ინფორმაციის/მონაცემების მხოლოდ შიდაუწყებრივი გადაცემისთვის.
მუხლი 9🔗
სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სისტემის ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის, კანონმდებლობით დადგენილი წესით, უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმით გამოყენებულ იქნეს სახელმწიფო და კერძო სექტორის შესაძლებლობები.
მუხლი 10🔗
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე, უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სააგენტოს სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სისტემის მოწყობის, ფუნქციონირებისა და განვითარებისთვის საჭირო კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.
მუხლი 11🔗
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, განახორციელოს სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სისტემის ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის საჭირო რესურსების პრიორიტეტული უზრუნველყოფა სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი კავშირგაბმულობისა და კომუნიკაციების საწარმოებიდან. სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სისტემისათვის გამოყენებული ობიექტების პრივატიზებისას, საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან - სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სააგენტოსთან შეთანხმებით და კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს მყიდველის მიერ სპეციალური კავშირების განხორციელებაში სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინება.
მუხლი 12🔗
1. უმაღლესი კატეგორიის აბონენტებისათვის მუდმივ სამუშაო და საცხოვრებელ ადგილებზე სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობით უზრუნველყოფა (მათ შორის, აპარატურის ღირებულების) საკუთარი ხარჯებით განახორციელოს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სააგენტომ.
2. პირველი კატეგორიის აბონენტებისათვის სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის აპარატურის მხოლოდ პირველადი მონტაჟი განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სააგენტოს მიერ საკუთარი სახსრებით.
3. უმაღლესი და პირველი კატეგორიის აბონენტების გარდა, ნებისმიერი აბონენტისათვის სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სისტემაში ჩართვის უზრუნველსაყოფად საჭირო აპარატურის ღირებულება და მონტაჟი დაფინანსდეს იმ დაწესებულების მიერ, სადაც ხორციელდება სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სისტემის მოწყობა.
მუხლი 13🔗
ეთხოვოს სსიპ - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის ფუნქციონირების სრული ხელშეწყობა; სიხშირული ლიცენზიებისა და სანომრე რესურსის გაცემისას საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სააგენტოს ინტერესების გათვალისწინება და საკომუნიკაციო სფეროში ამ ინტერესების განუხრელი დაცვა; შესაბამისი ორგანიზაციის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სახელისუფლებო სპეციალური კავშირების განხორციელებისათვის ნებისმიერი სახის ხელშემშლელი პირობების აღმოფხვრა.
მუხლი 14🔗
1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სააგენტოს დებულება (დანართი №1).
2. დამტკიცდეს სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სისტემის უმაღლესი, პირველი და მეორე კატეგორიების აბონენტთა ნუსხები (დანართი №2; დანართი №3; დანართი №4).
3. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სააგენტოს მიერ შესასრულებელი საპროექტო, სამონტაჟო და პროგრამების საინსტალაციო სამუშაოების ზედნადები ხარჯების ნორმები და მათი განსაზღვრის წესი (დანართი №5).
მუხლი 15🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
დანართი №1
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელისუფლებო სპეციალური
კავშირგაბმულობის სააგენტოს დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სააგენტო (შემდგომში - სააგენტო) არის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.
2. სააგენტოს სრული დასახელებაა „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სააგენტო“. სააგენტო უფლებამოსილია გამოიყენოს სააგენტოს შემოკლებული დასახელება - „სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სააგენტო“.
3. სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, მოქმედი კანონმდებლობითა და ამ დებულებით.
4. სააგენტო ანგარიშვალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წინაშე.
5. სააგენტო საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ და მესამე პირებთან ურთიერთობაში.
6. სააგენტოს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშები (მათ შორის, სავალუტო) სხვადასხვა საბანკო დაწესებულებებში, სიმბოლიკა, ბეჭედი, ოფიციალური ბლანკი და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
7. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სააგენტოს დებულება (შემდგომში - დებულება) განსაზღვრავს სააგენტოს ორგანიზაციის, საქმიანობის წესისა და უფლებამოსილებათა განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებს.
8. სააგენტო არის განსაკუთრებული მნიშვნელობის, სრულიად საიდუმლო, საიდუმლო და შეზღუდული სარგებლობისთვის მიკუთვნებულ ინფორმაციაზე მომუშავე განსაკუთრებული მნიშვნელობის რეჟიმის დაწესებულება.
9. სააგენტო თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, აგრეთვე, სხვა სახელმწიფო ორგანოების შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობის საფუძველზე.
10. სააგენტოს თანამშრომლებს აქვთ პირადობის დამადასტურებელი შესაბამისი სამსახურებრივი მოწმობები, რომელთა ფორმას და დიზაინს ამტკიცებს სააგენტოს უფროსი სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურთან შეთანხმებით.
11. სააგენტოს, თანამშრომელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, იცავს სახელმწიფო. არავის აქვს სააგენტოს თანამშრომლის სამსახურებრივ საქმიანობაში ჩარევის უფლება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
12. სააგენტოს იურიდიული და ფაქტობრივი მისამართია: საქართველო, ქ. თბილისი, 9 აპრილის ქუჩა, N2.
მუხლი 2🔗. სააგენტოს საქმიანობის საგანი, ამოცანები და ძირითადი მიმართულებები
1. სააგენტოს საქმიანობის საგანს წარმოადგენს თავისი კომპეტენციის ფარგლებში სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სისტემის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა, მართვა-განვითარება და სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის კავშირგაბმულობის დახურული სისტემით გადაცემის უზრუნველყოფა.
2. სააგენტო, თავისი ამოცანების შესასრულებლად, ფლობს და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, განკარგავს სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სისტემას, რომლის სტატუსს და გამოყენების წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
3. სააგენტო, სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სისტემის მეშვეობით, უზრუნველყოფს:
ა) უმაღლესი და პირველი კატეგორიების აბონენტების მუდმივი და/ან დროებითი სამუშაო და საცხოვრებელი ადგილებიდან სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გაცვლას დახურული კავშირით, ელექტრონული კომუნიკაციების საშუალებით სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის ქსელის შიგნით;
ბ) სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის ქსელში სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სისტემით მოსარგებლე ორგანიზაციების საიდუმლო, ასევე, არასაიდუმლო ინფორმაციის გაცვლის ოპერატიულობას და დაცულობას;
გ) საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სისტემის დახურული კავშირებით;
დ) სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სისტემაში ჩართულ ყველა აბონენტს (მათი სურვილის მიხედვით) საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირებით, მონაცემთა გადაცემის სერვისით და სათანადო ტექნიკური პირობების არსებობის შემთხვევაში - ინტერნეტით;
ე) სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სისტემის მეშვეობით საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს თანამდებობის პირთა სტრატეგიული დანიშნულების ობიექტებთან დაკავშირებას;
ვ) უმაღლესი, პირველი და მეორე კატეგორიის აბონენტებისათვის სააგენტოს სპეცკომუტატორის მეშვეობით ყველა იმ აბონენტთან დაკავშირებას (კავშირის ღია ფორმა), რომელთა საკონტაქტო ინფორმაცია ინახება სპეცკომუტატორის ბაზაში.
4. სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სისტემის უმაღლესი, პირველი და მეორე კატეგორიის აბონენტების უზრუნველყოფა ხორციელდება შემდეგი წესით:
ა) უმაღლესი კატეგორიის აბონენტების სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სისტემით უზრუნველყოფა ხდება, როგორც მათ მუდმივ, ისე, დროებით საცხოვრებელ და სამუშაო ადგილებზე. უმაღლესი კატეგორიის აბონენტის მოთხოვნისას, დაკავშირება ხდება დაუყოვნებლივ, საჭიროების შემთხვევაში - მოპასუხე აბონენტის მიმდინარე საუბრის გათიშვით;
ბ) პირველი კატეგორიის აბონენტთა სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სისტემით უზრუნველყოფა ხდება მათ მუდმივ სამუშაო, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევაში - საცხოვრებელ ადგილებზე, საქართველოს ტერიტორიაზე. პირველი კატეგორიის აბონენტები სარგებლობენ უპირატესი დაკავშირების უფლებით, მოპასუხე აბონენტის მიმდინარე საუბრის გათიშვის გარეშე;
გ) მეორე კატეგორიის აბონენტების სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სისტემით უზრუნველყოფა ხდება მხოლოდ მათ მუდმივ სამუშაო ადგილზე;
დ) უმაღლესი და პირველი კატეგორიის აბონენტებს უფლება აქვთ, ინდივიდუალურად დააწესონ შეზღუდვები, როგორც მათთან შემავალ, ასევე, გამავალ ზარებზე.
5. სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სისტემით იმ პირთა უზრუნველყოფა, რომელთა დაცვას უზრუნველყოფს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, ხორციელდება აღნიშნულ სამსახურთან შეთანხმებით.
მუხლი 3🔗. სააგენტოს კომპეტენცია
სააგენტო უფლებამოსილია:
ა) სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სისტემის აპარატურის განთავსებისა და ფუნქციონირების ადგილებზე, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით და/ან ვიზუალურად განახორციელოს ქსელისა და აპარატურის მუდმივი მონიტორინგი;
ბ) ყველა დაწესებულებას, მიუხედავად მათი სამართლებრივი სტატუსისა, მოსთხოვოს სააგენტოს მიერ გამოყენებული კავშირგაბმულობის სისტემების განთავსების ადგილებზე უცხო პირთა დაშვების აკრძალვა, სააგენტოს მომსახურე პერსონალის შეუფერხებელი დაშვება და შესასრულებელ სამუშაოებში მაქსიმალური ხელშეწყობა;
გ) სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მეშვეობით სახელმწიფო უწყებებიდან მოითხოვოს დეტალური ინფორმაცია იმ საშტატო ნომენკლატურის შესახებ, რომელთაც მოქმედი კანონდებლობის შესაბამისად, მიღებული აქვთ სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციაზე დაშვების ნებართვა;
დ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, უზრუნველყოს სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სისტემაში ჩასართავი აპარატურის შემოწმება.
მუხლი 4🔗. სააგენტოს მართვა
1. სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით.
2. სააგენტოს უფროსი:
ა) სააგენტოს საქმიანობას უძღვება ერთპიროვნულად და პასუხს აგებს სააგენტოს საქმიანობის სწორად წარმართვაზე, წარმოადგენს სააგენტოს იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობაში;
ბ) პასუხისმგებელია სააგენტოს საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე;
გ) სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურთან შეთანხმებით ამტკიცებს სააგენტოს საშტატო ნუსხასა და სახელფასო ფონდს, თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, სააგენტოს მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტებს, ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საქმიანობას, რომელიც საჭიროებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმებას;
დ) სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩატარებული სპეციალური შემოწმების შედეგების გათვალისწინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოსამსახურეებს, დებს შრომით ხელშეკრულებებს. კანონმდებლობის შესაბამისად, წყვეტს სააგენტოს თანამშრომლების დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისების საკითხებს; სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსთან შეთანხმებით ნიშნავს სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსებს;
ე) დებს შრომით ხელშეკრულებებს ექსპერტებთან და დროებით მოწვეულ სპეციალისტებთან;
ვ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს (ბრძანებებს), განსაზღვრავს და ანაწილებს თანამდებობრივ ფუნქციებსა და მოვალეობებს სააგენტოს თანამშრომლებს შორის. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით) ამტკიცებს სააგენტოს მუშაობის შინაგანაწესს, სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს, სააგენტოს თანამშრომელთა და სამსახურში მისაღებ კანდიდატთა საკვალიფიკაციო მოთხოვნებსა და შესაბამისი ტესტირების ჩატარების პროცედურებს;
ზ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ამტკიცებს სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების ტარიფებს, სააგენტოს სახელით დებს ხელშეკრულებებს, გასცემს მინდობილობებს, ხსნის ბანკებში საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშებს;
თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს წარუდგენს განსახილველ საკითხთა ნუსხას;
ი) ამტკიცებს სააგენტოს საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს, რომელსაც წარუდგენს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს;
კ) უზრუნველყოფს სააგენტოს საქმიანობის კონტროლს და მეთოდურ ხელმძღვანელობას;
ლ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. სააგენტოს უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომელთაც სახელწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი.
4. სააგენტოს უფროსის მოადგილის ფუნქციებს განსაზღვრავს სააგენტოს უფროსი.
5. სააგენტოს უფროსი ვალდებულია, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გენერალური ინსპექციის მიერ სამსახურებრივი შემოწმების შედეგების საფუძველზე წარდგენილი მოთხოვნის შესაბამისად, გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიება დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ.
მუხლი 5🔗. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფები და მათი ამოცანები
1. სააგენტო მასზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებას უზრუნველყოფს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და მასში შემავალი ერთეულების მეშვეობით.
2. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) ინფორმაციული ტექნოლოგიების სამმართველო, რომლის ამოცანაა სპეციალური კავშირების სატელეფონო სადგურის მართვა, საკომუნიკაციო კვანძებში სატელეფონო სისტემების პროექტირება, ინსტალაცია და ექსპლუატაცია; სტატისტიკური ინფორმაციის მიღება და შესაბამისი დანაყოფებისათვის გადაცემა;
საკომუნიკაციო ოპერატორებთან ურთიერთჩართვის პროტოკოლის განსაზღვრა, შემაერთებელი არხების ფიზიკურ და აპარატურულ დონეზე ინსტალაცია;
დასრულებული ან წამოწყებული ზარების სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავება და მონაცემთა ბაზების დაარქივება;
განხორციელებული ზარების დეტალური და ჯგუფური ტარიფიკაცია; აბონენტთა ლიმიტიზაცია და ფასიანი ზარების შეზღუდვა; დამუშავებული ინფორმაციის მიწოდება შესაბამისი დანაყოფებისათვის;
მონაცემთა გადაცემის ვირტუალური ქსელი და სატელეფონო სისტემების მონიტორინგი უწყვეტ რეჟიმში;
საკაბელო მეურნეობის გარე ფიზიკური წვდომისაგან დაცვა, ტესტირება და ხარისხობრივი მდგომარეობის დადგენა;
ბ) კიბერუსაფრთხოების სამმართველო, რომლის ამოცანაა სპეციალური კავშირგაბმულობის საკომუნიკაციო კვანძების და მონაცემთა გადაცემის ქსელის პროექტირება;
მონაცემთა გადაცემის ქსელის აპარატურის და პროგრამული უზრუნველყოფის შერჩევა, ტესტირება და ინსტალაცია;
ვირტუალური მონაცემთა გადაცემის ქსელის სერთიფიკატების და პაროლების გეგმური შეცვლა და კრიპტირების ხარისხის განსაზღვრა; არასანქცირებული შეღწევისაგან სისტემის დაცვა, მონაცემების დაარქივება და სტატისტიკური ინფორმაციის ანალიზი;
სისტემის უწყვეტი ენერგომომარაგება, უწყვეტი კვების წყაროების მონიტორინგი და გეგმური შეკეთება, ვიდეო-მონიტორინგის და პერსონალის დაშვების სისტემების ექსპლუატაცია და მონიტორინგი;
გ) ადმინისტრაციული სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანებია: სააგენტოში სამართლებრივი, საკადრო პოლიტიკის და მასთან დაკავშირებული საკითხების რეგულაცია; საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის, საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება, სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების დაგეგმვა და მართვა, ფინანსური ნაკადების და საბანკო პროცედურების მართვა, დოკუმენტბრუნვის (როგორც საიდუმლო, ასევე, არასაიდუმლო) წარმოება, სამეურნეო და სხვა ადმინისტრაციული საკითხების უზრუნველყოფა.
მუხლი 6🔗. დაფინანსების წყაროები
1. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია:
ა) ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;
გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავლები;
დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება სააგენტოს მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას, ასევე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სისტემის განვითარებას. სააგენტოს სახსრების გამოყენება სხვა მიზნით აკრძალულია.
მუხლი 7🔗. საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგება
1. სააგენტო საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვასა და ანგარიშგებას აწარმოებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ადგენს წლიურ ბალანსს და დასამტკიცებლად წარუდგენს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს.
2. სააგენტო მოგებისა და ქონების გადასახადის წლიურ დეკლარაციებს წარადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ- შემოსავლების სამსახურში.
3. სააგენტოს წლიურ ბალანსს ამოწმებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ დანიშნული აუდიტორი.
მუხლი 8🔗. სააგენტოს კონტროლი
1. სააგენტო ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.
2. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს უფლება აქვს, მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარდგენა.
3. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური უფლებამოსილია, შეაჩეროს ან გააუქმოს სააგენტოს არამართლზომიერი გადაწყვეტილება.
4. სააგენტომ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანხმობით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის განსაზღვრა;
ე) სხვა გადაწყვეტილებები სააგენტოს ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს;
ვ) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე, შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა.
5. სააგენტოს ურთიერთობა სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან და საქართველოს სახელისუფლებო სტრუქტურებთან რეგულირდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით, აგრეთვე, საქართველოს სხვა შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
6. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, როგორც სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ, სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული.
მუხლი 9🔗. სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
სააგენტოს რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 10🔗. სააგენტოს ქონება
დასახული მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად სააგენტოს, სახელმწიფოს მიერ, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გადაეცემა შესაბამისი ქონება, რომელიც აისახება მის ბალანსზე.
დანართი №2
სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სისტემის
უმაღლესი კატეგორიის აბონენტთა ნუსხა
№
თანამდებობა
1
საქართველოს პრემიერ-მინისტრი
2
საქართველოს პრეზიდენტი
3
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
დანართი №3
სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სისტემის
პირველი კატეგორიის აბონენტთა ნუსხა
№
თანამდებობა
1
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე
2
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე
3
სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე
4
რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარე
5
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მოადგილე
6
საქართველოს პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე
7
საქართველოს პარლამენტის უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერები, ფრაქციის თავმჯდომარე
8
საქართველოს პარლამენტის საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების თავმჯდომარეები
9
საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი
10
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე
11
თვითმმართველი ქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
12
თვითმმართველი თემის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
13
საქართველოს მინისტრი
14
საქართველოს მინისტრის პირველი მოადგილე, მოადგილე
15
საქართველოს სახელმწიფო მინისტრი
16
საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე, მოადგილე
17
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მუდმივი წევრები
18
საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ეკონომიკურ საკითხებში - ეკონომიკური საბჭოს მდივანი
19
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები
20
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი
21
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის მოადგილე
22
საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი
23
საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის მოადგილე
24
საქართველოს მთავარი პროკურორი
25
საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე, მოადგილე
26
ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორები
27
ქ. თბილისის პროკურორი
28
საოლქო პროკურორი
29
რაიონული პროკურორი
30
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი
31
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის პირველი მოადგილე, მოადგილე
32
საქართველოს სახალხო დამცველი
33
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი
34
საქართველოს გენერალური კონსული, კონსული
35
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი
36
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი
37
საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი
38
საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე
39
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი
40
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე, მოადგილე
41
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი
42
სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი
43
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე
44
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დეპარტამენტის დირექტორი
45
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი
46
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, მოადგილე
47
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი
48
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სააგენტოს უფროსი
49
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სააგენტოს უფროსის მოადგილე
50
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე
51
ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი
52
ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის პირველი მოადგილე, მოადგილე
53
თვითმმართველი ქალაქის მუნიციპალიტეტის მერი
54
თვითმმართველი თემის მუნიციპალიტეტის გამგებელი
55
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
56
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი
57
საგადასახადო ომბუდსმენი
შენიშვნა: ჩამონათვალს არ აქვს რანგირების დატვირთვა.
დანართი №4
სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სისტემის
მეორე კატეგორიის აბონენტთა ნუსხა
№
თანამდებობა
1
სახელმწიფო (საჯარო) დაწესებულებების, ორგანიზაციების და სხვა სტრუქტურების ის თანამშრომლები, რომელთაც საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, შეხება აქვთ სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციასთან (არ არიან პირველი კატეგორიის აბონენტები), ახორციელებენ აღნიშნული ინფორმაციის მიმოცვლას და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გააჩნიათ საიდუმლო ინფორმაციაზე დაშვების სპეციალური ფორმა;
2
სახელმწიფო (საჯარო) დაწესებულებების, ორგანიზაციების და სხვა სტრუქტურების თანამშრომლები, რომლებიც არ არიან პირველი კატეგორიის აბონენტთა ნუსხაში (დაწესებულების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით);
3
სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ის თანამშრომლები, რომელთაც, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გააჩნიათ საიდუმლო ინფორმაციაზე დაშვების სპეციალური ფორმა;
4
სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ის თანამშრომლები, რომლებიც არ შედიან მე-3 პუნქტით განსაზღვრულ აბონენტთა ნუსხაში (დაწესებულების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით);
5
სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების თანამშრომლები (ორგანიზაციის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, სააგენტოს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით);
6
საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობების თანამშრომლები (ორგანიზაციის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, სააგენტოს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით);
7
საქართველოს პარლამენტის ის წევრები და აპარატის თანამშრომლები, რომლებიც არ არიან პირველი კატეგორიის აბონენტები და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გააჩნიათ საიდუმლო ინფორმაციაზე დაშვების სპეციალური ფორმა.
დანართი №5
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სააგენტოს მიერ შესასრულებელი საპროექტო, სამონტაჟო და პროგრამების საინსტალაციო სამუშაოების ზედნადები ხარჯების ნორმები და მათი განსაზღვრის წესი
მუხლი 1🔗
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სააგენტოს მიერ შესასრულებელი საპროექტო, სამონტაჟო და პროგრამების საინსტალაციო სამუშაოების ზედნადები ხარჯების ნორმებია:
№
სამუშაოების დასახელება
ზედნადები ხარჯების ნორმები
1
შემაერთებელი ხაზების, ქსელების მოწყობა
ფაქტობრივად დახარჯული მატერიალური ფასეულობების ღირებულების 30%
2
სადგურების, აპარატების, მათი კომუნიკაციებისა და სხვა მოწყობილობების (მატერიალური ფასეულობები 5 000 ლარამდე) მონტაჟი და ექსპლუატაციაში გაშვება
დამონტაჟებული მატერიალური ფასეულობის ღირებულების 15%
3
სადგურების, აპარატების, მათი კომუნიკაციებისა და სხვა მოწყობილობების (მატერიალური ფასეულობები 5 000 ლარზე მეტი) მონტაჟი და ექსპლუატაციაში გაშვება
დამონტაჟებული მატერიალური ფასეულობის ღირებულების 10%
4
სადგურების, აპარატების, მათი კომუნიკაციებისა და სხვა მოწყობილობების დემონტაჟი
დემონტირებული მატერიალური ფასეულობის ნარჩენი საბალანსო ღირებულების 5%, მაგრამ არანაკლებ 50 ლარისა
5
პროგრამული უზრუნველყოფა და ლიცენზირება
პროგრამისა და ლიცენზიის ღირებულების 10%
6
საპროექტო სამუშაოები
პროექტის საწყისი ღირებულების 1.5%
მუხლი 2🔗
1. ამ დანართის (დანართი №5) პირველი მუხლის:
ა) პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებისას მატერიალური ფასეულობების დანაკარგის ზღვრული ოდენობა განისაზღვროს ფაქტობრივად დამონტაჟებული მატერიალური ფასულობის საერთო ღირებულების 5%-ით, რაც შეიტანება შესრულებული სამუშაოს ფასის გაანგარიშებაში;
ბ) მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებისას, სახარჯი მასალის დანაკარგის ზღვრული ოდენობა განისაზღვროს ფაქტობრივად გამოყენებული მასალის საერთო ღირებულების 7%-ით, რაც შეიტანება შესრულებული სამუშაოს ფასის გაანგარიშებაში.
2. ამ დანართით (დანართი №5) გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებისას, ზედნადები ხარჯების დადგენილ ნორმებს ემატება კანონმდებლობით გათვალისწინებული ტრანსპორტირებისა და მივლინების ხარჯები.
შენიშვნა:
1. დანართში მითითებული მატერიალური ფასეულობების ღირებულება მოცემულია დამატებული ღირებულების გადასახადის გარეშე.
2. ზედნადები ხარჯები არ ერიცხება უმაღლესი კატეგორიის აბონენტების სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სისტემით უზრუნველყოფის ნებისმიერ და პირველი კატეგორიის აბონენტების სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სისტემის აპარატურის პირველად სამონტაჟო სამუშაოებს.
3. სააგენტო, პროექტებს, სავალდებულო წესით, ამზადებს იმ შემთხვევაში, როდესაც შესასრულებელი სამუშაოს სავარაუდო ღირებულება აღემატება 50000.0 ლარს, სხვა შემთხვევაში, პროექტის მომზადება ხორციელდება დამკვეთის მოთხოვნით.