თავი XV — სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიული) სამსახურის შემადგენლობის დისციპლინური გადაცდომა
1. ფუნქციონალური მოვალეობის შეუსრულებლობა, ე.ი. სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიულ) სამსახურში მყოფი პირის მხრიდან მისთვის განსაზღვრული ფუნქციონალური მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას - საყვედურს ან ხელფასიდან 5 პროცენტის დაქვითვას ერთი თვის ვადით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას - სასტიკ საყვედურს ან ხელფასიდან 10 პროცენტის დაქვითვას ერთი თვის ვადით ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითება
მუხლი 73. ფუნქციონალური მოვალეობის შეუსრულებლობა— საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დეპარტამენტში წვევამდელთა ჩარიცხვისა და სამხედრო სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 44. ფუნქციონალური მოვალეობის შეუსრულებლობა— საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დეპარტამენტში წვევამდელთა ჩარიცხვისა და სამხედრო სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ