1. მეთაურის (უფროსის) მოტყუება, ე.ი. სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიულ) სამსახურში მყოფი პირის მიერ მეთაურისათვის ცრუ ინფორმაციის მიწოდება, როგორც პირად, ასევე, სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებით, რამაც არსებითად არ დააზიანა სამხედრო სამსახურის ინტერესები - გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, საყვედურს ან ხელფასიდან 5 პროცენტის დაქვითვას ერთი თვის ვადით.

2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის - გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, ადმინისტრაციულ პატიმრობას ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითებას ან ხელფასიდან 10 პროცენტის დაქვითვას ერთი თვის ვადით.

შენიშვნა: პირადი ხასიათის ინფორმაციად ჩაითვლება ინფორმაცია, რომლის მიწოდებამაც შესაძლოა გავლენა იქონიოს სამხედრო სამსახურთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებზ