1. მეთაურის (უფროსის) მოტყუება, ე.ი. სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიულ) სამსახურში მყოფი პირის მიერ მეთაურისათვის ცრუ ინფორმაციის მიწოდება, როგორც პირად, ასევე სამხედრო საკითხებთან დაკავშირებით, რამაც არსებითად არ დააზიანა სამხედრო სამსახურის ინტერესები, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – ხელფასიდან 20 პროცენტის დაქვითვას 6 თვის ვადით.
2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – ადმინისტრაციულ პატიმრობას.
შენიშვნა:
პირადი ხასიათის ინფორმაციად ჩაითვლება ინფორმაცია, რომლის მიწოდებამაც შესაძლოა გავლენა იქონიოს სამხედრო სამსახურთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებზ