1. მეთაურის (უფროსის) მოტყუება, ე.ი. სამხედრო სავალდებულო სამსახურში მყოფი პირის მიერ მეთაურისათვის ცრუ ინფორმაციის მიწოდება როგორც პირად, ასევე სამხედრო საკითხებთან დაკავშირებით, რამაც არსებითად არ დააზიანა სამხედრო სამსახურის ინტერესები, –

გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას რიგგარეშე – 3 განწესამდე დანიშვნას.

2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის, –

გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – ადმინისტრაციულ პატიმრობას.

შენიშვნა
: პირადი ხასიათის ინფორმაციად ჩაითვლება ინფორმაცია, რომლის მიწოდებამაც შესაძლოა გავლენა იქონიოს სამხედრო სამსახურთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებზ