1. საქმის განხილვა იწყება სამანდატო კომისიის შემადგენლობის გამოცხადებით ან აღნიშნული საქმის განმხილველი თანამდებობის პირის (მეთაურის (უფროსის)) წარდგენით.
2. სამანდატო კომისიის სხდომის თავმჯდომარე ან საქმის განმხილველი თანამდებობის პირი (მეთაური, უფროსი) აცხადებს, რომელი საქმე განიხილება, ვის მიმართ განიხილება იგი, საქმის განხილვის მონაწილე პირებს განუმარტავს მათ უფლებებსა და მოვალეობებს, საჯაროდ კითხულობს დისციპლინურ ოქმს, სხდომაზე მოუსმენენ საქმის განხილვის მონაწილე პირებს, გამოიკვლევენ მტკიცებულებებს და გადაწყვეტენ შუამდგომლობებ