1. დისციპლინური საქმის განხილვის შემდეგ ორგანოს (თანამდებობის პირს) გამოაქვს დადგენილება საქმეზე.
2. დადგენილება უნდა შეიცავდეს: დადგენილების გამომტანი ორგანოს (თანამდებობის პირის) დასახელებას; საქმის განხილვის თარიღს; ცნობებს იმ სამხედრო მოსამსახურის შესახებ, რომლის მიმართ განიხილება საქმე; საქმის განხილვისას დადგენილ გარემოებებს; საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას; იმ ნორმატიული აქტის მითითებას, რომელიც ითვალისწინებს წახალისებას ან დისციპლინურ პასუხისმგებლობას მოცემული ქმედებისათვის.
3. თუ დისციპლინური გადაცდომისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების საკითხის გადაწყვეტისას უფლებამოსილი ორგანოები (თანამდებობის პირები) წყვეტენ ბრალეულის მიერ ქონებრივი ზარალის ანაზღაურების საკითხს, მაშინ საქმეზე მიღებულ დადგენილებაში აღინიშნება ასანაზღაურებელი ზარალის ოდენობა, მისი ანაზღაურების ვადა და წესი.
4. ამ წესდებით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებისას დაკარგული, დაზიანებული თუ სხვა პირებისათვის გადაცემული ნივთების ღირებულება ანაზღაურდება მათი პირველადი საბალანსო ღირებულების (ნივთებზე დარიცხული ცვეთა მხედველობაში არ მიიღება) გათვალისწინებით.
5. საქმეზე მიღებულ დადგენილებაში უნდა გადაწყდეს ჩამორთმეული ნივთებისა და დოკუმენტების საკითხი.
6. სამანდატო კომისია დადგენილებას მიიღებს სხდომის მონაწილე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით.
7. დისციპლინურ საქმეზე მიღებულ დადგენილებას ხელს აწერს საქმის განმხილველი თანამდებობის პირი, ხოლო სამანდატო კომისიის დადგენილებას – თავმჯდომარე და მდივან