„ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების დანართებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1114/04-1
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/11/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის

უფროსის ბრძანება №1114/04-1

2014 წლის 4 ნოემბერი

ქ. თბილისი

„ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების დანართებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

         1. „ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების (სსმ IV, №32, 02.11.06) №2 დანართში, სადაც მოცემულია იმ ფიზიკურ პირთა სია, რომლებიც შედიან ორგანიზაცია ალ-ქაიდაში ან დაკავშირებულნი არიან მასთან, ნომერი 304 ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართში მოცემული რედაქციით.

       2. „ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №32, ნაწილი IV, 02.11.06) №3 დანართიდან, სადაც მოცემულია იმ იურიდიულ პირთა სია, რომლებიც დაკავშირებულნი არიან მოძრაობა თალიბანთან და ორგანიზაცია ალ-ქაიდასთან,

ამოღებულ იქნეს ნომერი 29.

3.      ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

     მ. როინიშვილი

 

 

 

დანართი

 

ფიზიკურ პირთა სია, რომლებიც შედიან ორგანიზაცია ალ-ქაიდაში ან დაკავშირებულნი არიან მასთან

 

პირადი ინფორმაცია (სახელი(ები), დაბ. თარიღი და ადგილი, ეროვნება/მოქალა-ქეობა)

ფსევდონიმი(ები), ზედმეტი სახელი(ები)

 

პასპორტის მონაცემები, პირადი ნომერი

მისამართი (ები), შესაძლო ადგილსამ-ყოფელი

სიაში შეყვანის თარიღი

სხვა ინფორმაცია

1

2

3

4

5

6

7

304

სახელები:

1. იიად (IYAD)

2. აგ ღალი (AG GHALI)

3.

4.

დაბ. თარიღი: 1958

დაბ. ადგილი: აბეიბარა, კიდალის რეგიონი, მალი (Abeibara, Kidal Region, Mali)

ეროვნება/მოქალაქეობა:

მალელი

სიდი მოჰამედ არჰალი

(Sidi Mohamed Arhali)

დაბ. თარიღი: 01.01.1958

დაბ. ადგილი: ბურესა, ბურემის რეგიონი, მალი (Bouressa, Bourem Region, Mali)

 

 

პასპორტის მონაცემები:

 მალის პასპორტი:

# A1037434

გაცემის თარიღი:

10.08.01

მოქმედების ვადა:

31.12.14

პირადი ნომერი:

მალის დაბადების მოწმობა:

# 012546

 

მალი (Mali)

25.02.13

(ცვლილებები

23.09.14)

Ansar Eddine–ის (იურიდიული პირების სიაში # 137) დამფუძნებელი და მეთაური.

Tuareg Ifogas–ს ტომის წევრი.

აქვს კავშირი ორგანიზაციებთან – Organization of Al-Qaida in the Islamic Maghreb (იურიდიული პირების სიაში #111) და

 Mouvement pour l’Unification et le Jihad en Afrique

de l’Ouest (MUJAO) (იურიდიული პირების სიაში #136) .

 

მამა –  აგ ბობასერ არჰალი (Ag Bobacer Arhali);

დედა – რიაჩატუ ვალეტ სიდი (Rhiachatou Wallet Sidi).