⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (08.10.2015)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 03.11.2014
ძალის დაკარგვა 08.10.2015
გამომცემი ორგანო გურჯაანის მუნიციპალიტეტი
ნომერი №56
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.166.016183
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/11/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 594 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.11.2014 მიღება
08.10.2015 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №56 2014 წლის 3 ნოემბერი ქ. გურჯაანი გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1  პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს  გურჯაანის  მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი  საკვალიფიკაციო მოთხოვნები დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗  ძალადაკარგულად გამოცხადდეს „გურჯაანის მუნიციპალიტეტის  ადგილობრივი თვითმმართველობის  საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“  გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013  წლის 16 ოქტომბრის  №31 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევანო ბერიძიშვილი  დანართი №1 გურჯაანის  მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗. სამართლებრივი აქტების ნუსხა, რომელთა ცოდნაც მოეთხოვება გურჯაანის მუნიციპალიტეტის  ადგილობრივი თვითმმართველობის  მოხელეს ყველა საჯარო მოხელეს მოეთხოვება: ა) ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (  MS Windows,  MS Office Word,   MS Office Excel,  MS Internet    Explorer) სამოხმარებლო დონეზე ცოდნა; გ) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა; გ.ა) საქართველოს კონსტიტუცია; გ.ბ) ევროპული ქარტია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“; გ.გ) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“; გ.დ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; გ.ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი. სასურველი უნარ-ჩვევები :  ა) პრობლემების  დამოუკიდებლად  გადაწყვეტის  უნარი;         ბ) ორგანიზებულობა; გ) შედეგებზე ორიენტირებულობა; დ) კომუნიკაბელურობა; მუხლი 2🔗. საკრებულოს აპარატის უფროსი  საკრებულოს  აპარატის უფროსის თანამდებობის  დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა  არანაკლებ ბაკალავრის  აკადემიური ხარისხი, პროფესიული კვალიფიკაციის  შესაბამისი მენეჯერული უნარები და საკრებულოს აპარატის დებულების და შესაბამისი სამუშაოთა  აღწერილობით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების ცოდნა. მუხლი 3🔗. საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე და გამგებლის თანაშემწე საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწის და გამგებლის თანაშემწის  თანამდებობის  დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა  არანაკლებ ბაკალავრის  აკადემიური ხარისხი, პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი მენეჯერული უნარები და გამგეობის დებულების  და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების ცოდნა.    მუხლი 4🔗. საკრებულოს აპარატის განყოფილების და გამგეობის სტრუქტურული ერთეულის განყოფილების უფროსი  საკრებულოს აპარატის განყოფილების  უფროსისა და გამგეობის სტრუქტურული ერთეულის განყოფილების  თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა  არანაკლებ ბაკალავრის  აკადემიური ხარისხი, პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი  მენეჯერული უნარები და სტრუქტურული ერთეულის  დებულების და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების  ცოდნა. მუხლი 5🔗. საკრებულოს აპარატისა და გამგეობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი  საკრებულოს აპარატისა და გამგეობის სტრუქტურული ერთეულის მთავარი სპეციალისტის   თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და შესაბამისი სამსახურის  დებულების და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების  ცოდნა. მუხლი 6🔗. საკრებულოს აპარატისა და გამგეობის სამსახურის უფროსი სპეციალისტი საკრებულოს აპარატისა და გამგეობის სტრუქტურული ერთეულის  უფროსი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ საშუალო ტექნიკური განათლება  და შესაბამისი სამსახურის  დებულების და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების  ცოდნა. მუხლი 7🔗. საკრებულოს აპარატისა და გამგეობის სამსახურის  წამყვანი სპეციალისტი საკრებულოს და გამგეობის სტრუქტურული ერთეულის წამყვანი სპეციალისტისა  თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ საშუალო ტექნიკური განათლება  და შესაბამისი სამსახურის  დებულების და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების  ცოდნა. მუხლი 8🔗. საკრებულოს აპარატისა და გამგეობის სამსახურის  სპეციალისტი საკრებულოს აპარატისა და გამგეობის სტრუქტურული ერთეულის  სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა საშუალო ტექნიკური განათლება  და შესაბამისი სამსახურის  დებულების და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების  ცოდნა. მუხლი 9🔗. გამგეობის ადმინისტრაციული ერთეულის სპეციალისტი ადმინისტრაციულ ერთეულში სპეციალისტისათვის, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა  საშუალო განათლება  და  გურჯაანის მუნიციპალიტეტის  გამგეობის  დებულების და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების  ცოდნა. მუხლი 10🔗. ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლისათვის, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა  საშუალო განათლება  და  გურჯაანის მუნიციპალიტეტის  გამგეობის  დებულების და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების  ცოდნა. მუხლი 11🔗. ტესტირებაში მონაწილე პირების დადებითი შეფასების მიღებისათვის თითოეულ რანგის პოზიციაზე განისაზღვროს მინიმალური არითმეტიკული პროცენტი 1. საკრებულოს აპარატის უფროსი,  განყოფილების უფროსი, თანაშემწე და მთავარი სპეციალისტი 55%; 2. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელი,  წამყვანი სპეციალისტი,  უფროსი სპეციალისტი და  სპეციალიტი 50% +1.