ქ.ფოთში, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების ინტერესთა გამოხატვის მიზნით რიგ ღონისძიებებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1938
2014 წლის 30 ოქტომბერი
ქ. თბილისი
ქ.ფოთში,ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების ინტერესთა გამოხატვის მიზნით რიგ ღონისძიებებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, ქ. ფოთში, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნისგანვითარებისთვის ინტერესთა გამოხატვ ასთან დაკავშირებული სარეკლამო ვიდეოკლიპის დამზადების, გავრცელების, პოპულარიზაციის, რეკლამირებისა და საპრეზენტაციო ღონისძიებების მოწყობ ის, ასევე საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, 2014-2015 წლ ებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შესყიდვასთან დაკავშირებით გასაფორმებელი ხელშეკრულების მიმართ არ გავრცელდეს ზემოაღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტ ები თა და 21-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები.
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი