„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 2 მაისის №777 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1956
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017949
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/11/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1956

 2014 წლის 31 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 2 მაისის№777 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 2 მაისის №777 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება :

ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ა) 2014 წლის 1 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით სამინისტროს ცენტრალურ აპარატში ხელშეკრულებით დაქირავებულთა რაოდენობა განისაზღვროს არაუმეტეს 59 ერთეულით;“;

ბ)  პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) 2015 წლის 1 იანვრიდან სამინისტროს ცენტრალურ აპარატში ხელშეკრულებით დაქირავებულთა რაოდენობა განისაზღვროს არაუმეტეს 78 ერთეულით;“. 

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ძალაშია 2014 წლის 1 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.

3. ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ძალაშია „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალაში შესვლის თარიღიდან.

 

პრემიერ-მინისტრი                               ირაკლი ღარიბაშვილი