მესტიის მუნიციპალიტეტის გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 05.11.2014
გამომცემი ორგანო მესტიის მუნიციპალიტეტი
ნომერი №43
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.103.016149
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/11/2014
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
05.11.2014 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ჯაფარიძე | მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ვანის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბის და დროშის) დამტკიცების შესახებ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბის და დროშის) დამტკიცების შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების
(გერბი და დროშა) დამტკიცების შესახებ მცხეთის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბის, დროშის) დამტკიცების შესახებ ახალციხის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების გერბისა და დროშის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
მესტიის მუნიციპალიტეტის გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №43
2014 წლის 5 ნოემბერი
დ. მესტია
მესტიის მუნიციპალიტეტის გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-8 მუხლის მე-2 ნაწილების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–20 მუხლის შესაბამისად,
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს მესტიის მუნიციპალიტეტის გერბი თანახმად №1 დანართისა.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს მესტიის მუნიციპალიტეტის დროშა თანახმად №2 დანართისა.
მუხლი 3🔗
მესტიის მუნიციპალიტეტის გერბის და დროშის გამოყენება და დაცვა განხორციელდეს „თვითმმართველი ერთეულის სიმბოლოთა გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 31 მაისის №363 ბრძანებულებით დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 4🔗
მესტიის მუნიციპალიტეტის გერბის და დროშის ორიგინალების შენახვის ადგილად განისაზღვროს მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი.
მუხლი 5🔗
„თვითმმართველი ერთეულის სიმბოლოთა გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 31 მაისის №363 ბრძანებულებით დადგენილი მოთხოვნებისა და მესტიის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების დაცვის უზრუნველყოფა დაეკისროს მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობას.
მუხლი 6🔗
დადგენილება გამოქვეყნდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 7🔗
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემაიზერ ჯაფარიძე
დანართი №1
მესტიის მუნიციპალიტეტის გერბი.
მესტიის მუნიციპალიტეტის გერბის აღწერილობა
გერბის ფარი გაკვეთილია და გადაკვეთილია 4 ნაწილად (ველად).
I– მეწამულ (წითელ) ველზე გამოსახულია ვერცხლის (თეთრი) შუბოსანი, ვერცხლის ფარიანი, ქვეითი წმინდა გიორგი ოქროს შარავანდედით თავზე.
II- ლაჟვარდოვან ველს კვეთს სამი ვერცხლის სარტყელი, რომლის ზედა ნაწილში გამოსახულია ოქროს ვერძის ტყავი.
III- ველი გადაკვეთილია ვერცხლის ტეხილით, რომლის ზურმუხტის ველზე გამოსახულია ოქროს დათვი აღჭურვილი წითელი ენით, ხოლო ზედა ნაწილი ლაჟვარდის ფერია.
IV– ნაწილის მეწამულ ველზე ცენტრში გამოსახულია ვერცხლის სახლი და კოშკი, რომლის მარჯვნივ გამოსახულია ოქროს კვერთხი, ხოლო მარცხნივ - ზეაღმართული ოქროს ხმალი.
ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-ლაჟვარდოვანი ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია დევიზი "მესტია".
დანართი №2
მესტიის მუნიციპალიტეტის დროშა
მესტიის მუნიციპალიტეტის დროშის აღწერილობა
მესტიის დროშა მეწამულ-ოქროსფერია. მეწამულ ველზე გამოსახულია ვერცხლის (თეთრი) შუბოსანი, ვერცხლის ფარით, ქვეითი წმინდა გიორგი ოქროს შარავანდედით თავზე, რომელიც დროშის 7/9-ია.
დროშა ბოლოვდება ორი ტოლფერდა ოქროს სამკუთხედით, რომელთა წვერები მიდის დროშის სიგრძის შუამდე.
დროშის პროპორციაა 2:3