„იმიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„იმიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „იმიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, №9, ივლისი, 1993 წ., მუხ. 183) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. იმიგრანტის რეგისტრაცია
1. იმიგრანტი ვალდებულია საქართველოში ჩამოსვლიდან 10 დღის განმავლობაში გაიაროს რეგისტრაცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
2. იმიგრანტი ვალდებულია შეატყობინოს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შესახებ.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2006 წლის 30 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2005 წლის 28 დეკემბერი.
№2633–რს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „იმიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 28.12.2005.
- როდის იქნა მიღებული „იმიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „იმიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 28.12.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №2633. სარეგისტრაციო კოდი — 010.140.010.05.001.002.168.
- რამდენი მუხლისგან შედგება „იმიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „იმიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.12.2005 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „იმიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №2633, 28.12.2005, სარეგისტრაციო კოდი 010.140.010.05.001.002.168 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.12.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/25708/