დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 07.11.2014
ძალის დაკარგვა 09.06.2015
გამომცემი ორგანო დუშეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №34
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.152.016198
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/11/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
📜 ცვლილებების ისტორია (5)
შეცვლილია შემდეგი აქტებით
ცვლილება შეაქვს
ცვლილება შეტანილია აქტით
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| 1 | ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოების განყოფილების უფროსი |
| 2 | ადმინისტრაციული სამსახურის საინფორმაციო განყოფილების უფროსი |
| 3 | ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსი |
| 4 | მთავარი სპეციალისტი სამართლებრივი უზრუნველყოფის საკითხებში; მთავარი სპეციალისტი ადმინისტრაციული ზედამხედველობის საკითხებში |
| 5 | ადმინისტრაციული სამსახურის კადრების განვითარებისა და მართვის განყოფილების უფროსი |
| 6 | ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილების უფროსი |
| 7 | ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის სტატისტიკის, ეკონომიკის განვითარებისა და გარემოს დაცვის განყოფილების უფროსი |
| 8 | ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის სამეურნეო-ტექნიკური განყოფილების უფროსი |
| 9 | საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის საბიუჯეტო დაგეგმვის განყოფილების უფროსი |
| 10 | მთავარი სპეციალისტი - ფინანსისტი |
| 11 | საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის საბუღალტრო აღრიცხვის განყოფილების უფროსი |
| 12 | საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მუნიციპალური შესყიდვების განყოფილების უფროსი |
| 13 | საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მუნიციპალური შესყიდვების მთავარი სპეციალისტი - შესყიდვების ოპერატორი |
| 14 | მთავარი სპეციალისტი ფინანსური აუდიტის საკითხებში |
| 15 | სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის სივრცითი მოწყობის და ურბანული განვითარების განყოფილების უფროსი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით
- „დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 ივნისის N18 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 05.08.2016
- დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 05.06.2015
📋 აუქმებს — 1 აქტი
- გამგეობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 08.07.2013
დოკუმენტის ტექსტი
დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №34
2014 წლის 7 ნოემბერი
ქ. დუშეთი
დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მესამე პუნქტების, „საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412 დადგენილების მე-8-ე მუხლის მე-2-ე პუნქტის, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2-ე ნაწილის შესაბამისად დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗.
დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
1. დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები შედგება მინიმალური და სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნებისაგან;
2. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები დგინდება ატესტაციისა და კონკურსის პროცესში მოხელის (კანდიდატის) პროფესიული ცოდნის და უნარების შეფასებისათვის.
მუხლი 2🔗.
მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები
1. მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები საერთოა და სავალდებულოა კონკურსს (ატესტაციას) დაქვემდებარებული ყველა საჯარო მოხელისათვის;
2. მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები გულისხმობს ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარის ქონას და შემდეგი საკითხების ცოდნას:
ა) ,,ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის ატესტაციის ტესტირების ეტაპების ჩატარების მეთოდიკის, თემატიკისა და შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2014 წლის 10 სექტემბრის №73/სა ბრძანებით გათვალისწინებული თემატიკა;
ბ) დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება;
გ) დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულების - გამგეობის სამსახურების დებულებები;
მუხლი 3🔗.
სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები
1. მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნების გარდა გამგეობის ცალკეული თანამდებობებისათვის დამატებით დგინდება სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნებიც;
2. სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები განისაზღვრება ამ დადგენილების №1 დანართით.
მუხლი 4🔗.
მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის და მოხელის ატესტაციის ტესტირების მინიმალური გამსვლელი ზღვარი
1. დუშეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის და მოხელის ატესტაციის ტესტირების მინიმალური გამსვლელი ზღვარი განისაზღვროს პასუხების 55%-ით;
მუხლი 5🔗.
დადგენილების ამოქმედებასთან დაკავშირებით ძალადაკარგული აქტები
დადგენილების ამოქმედების მომენტიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „გამგეობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 8 ივლისის N34 დადგენილება (სარეგისტრაციო კოდი: 010250000.35.152.016141);
მუხლი 6🔗.
დადგენილების ძალაში შესვლა
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ლაფანაშვილი
დანართი 1
დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები
N
თანამდებობის დასახელება
საკვალიფიკაციო მოთხოვნა
1
ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოების განყოფილების უფროსი
უმაღლესი განათლება;
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში მუშაობის 1-წლიანი გამოცდილება ან შესაბამისი სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მაღალ დონეზე ცოდნა;
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ცოდნა;
საქმისწარმოების (დოკუმენტირების) სტანდარტებისა და დოკუმენტბრუნვის წესების ცოდნა;
ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Internet Explorer);
2
ადმინისტრაციული სამსახურის საინფორმაციო განყოფილების უფროსი
უმაღლესი განათლება;
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში მუშაობის 1-წლიანი გამოცდილება ან შესაბამისი სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მაღალ დონეზე ცოდნა;
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ცოდნა;
ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Internet Explorer);
3
ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსი
უმაღლესი იურიდიული განათლება;
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში მუშაობის 1-წლიანი გამოცდილება და შესაბამისი სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;
ადმინიტრაციული და მუნიციპალური სამართლის მაღალ დონეზე ცოდნა;
სამოქალაქო სამართლის ცოდნა;
4
მთავარი სპეციალისტი სამართლებრივი უზრუნველყოფის საკითხებში; მთავარი სპეციალისტი ადმინისტრაციული ზედამხედველობის საკითხებში
უმაღლესი იურიდიული განათლება;
ადმინიტრაციული და მუნიციპალური სამართლის მაღალ დონეზე ცოდნა;
სამოქალაქო სამართლის ცოდნა;
5
ადმინისტრაციული სამსახურის კადრების განვითარებისა და მართვის განყოფილების უფროსი
უმაღლესი განათლება
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში მუშაობის 1-წლიანი გამოცდილება ან შესაბამისი სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მაღალ დონეზე ცოდნა;
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის და შრომის კოდექსის მაღალ დონეზე ცოდნა;
ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Internet Explorer);
6
ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილების უფროსი
უმაღლესი განათლება;
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში მუშაობის 1-წლიანი გამოცდილება ან შესაბამისი სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მაღალ დონეზე ცოდნა;
მუნიციპალური ქონების მართვასთან (განკარგვასთან) დაკავშირებული ნორმატიული და ქვენორმატიული აქტების ცოდნა;
7
ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის სტატისტიკის, ეკონომიკის განვითარებისა და გარემოს დაცვის განყოფილების უფროსი
უმაღლესი განათლება;
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში მუშაობის 1-წლიანი გამოცდილება ან შესაბამისი სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მაღალ დონეზე ცოდნა;
8
ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის სამეურნეო-ტექნიკური განყოფილების უფროსი
უმაღლესი განათლება;
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში მუშაობის 1-წლიანი გამოცდილება ან შესაბამისი სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მაღალ დონეზე ცოდნა;
9
საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის საბიუჯეტო დაგეგმვის განყოფილების უფროსი
უმაღლესი განათლება;
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში მუშაობის 1-წლიანი გამოცდილება ან შესაბამისი სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მაღალ დონეზე ცოდნა;
საქართველოს საბიუჯეტო კანონმდებლობის ცოდნა;
10
მთავარი სპეციალისტი - ფინანსისტი
უმაღლესი განათლება;
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მაღალ დონეზე ცოდნა;
საქართველოს საბიუჯეტო კანონმდებლობის ცოდნა;
11
საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის საბუღალტრო აღრიცხვის განყოფილების უფროსი
უმაღლესი განათლება;
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში მუშაობის 1-წლიანი გამოცდილება და შესაბამისი სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მაღალ დონეზე ცოდნა;
საბუღალტრო აღრიცხვის სტანდარტების ცოდნა;
12
საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მუნიციპალური შესყიდვების განყოფილების უფროსი
უმაღლესი განათლება;
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში მუშაობის 1-წლიანი გამოცდილება ან შესაბამისი სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მაღალ დონეზე ცოდნა;
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ნორმატიული და ქვენორმატიული აქტების ცოდნა
13
საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მუნიციპალური შესყიდვების მთავარი სპეციალისტი - შესყიდვების ოპერატორი
უმაღლესი განათლება
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ნორმატიული და ქვენორმატიული აქტების ცოდნა
14
მთავარი სპეციალისტი ფინანსური აუდიტის საკითხებში
უმაღლესი განათლება;
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მაღალ დონეზე ცოდნა;
საქართველოს საბიუჯეტო კანონმდებლობის ცოდნა;
საბუღალტრო აღრიცხვის სტანდარტების ცოდნა;
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ნორმატიული და ქვენორმატიული აქტების ცოდნა
სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ საქართველოს კანონის ცოდნა;
15
სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის სივრცითი მოწყობის და ურბანული განვითარების განყოფილების უფროსი
უმაღლესი განათლება;
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში მუშაობის 1-წლიანი გამოცდილება ან შესაბამისი სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მაღალ დონეზე ცოდნა;
სამშენებლო საქმიანობის მარეგულირებელი ნორმატიული და ქვენორმატიული აქტების ცოდნა;
სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის მარეგულირებელი ნორმატიული და ქვენორმატიული აქტების ცოდნა;
16
სივრცითი მოწყობის და ურბანული განვითარების განყოფილების მთავარი სპეციალისტი - ქალაქ-გეგმარების არქიტექტორი
უმაღლესი განათლება;
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მაღალ დონეზე ცოდნა;
სამშენებლო საქმიანობის მარეგულირებელი ნორმატიული და ქვენორმატიული აქტების ცოდნა;
სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის მარეგულირებელი ნორმატიული და ქვენორმატიული აქტების ცოდნა;
17
სივრცითი მოწყობის და ურბანული განვითარების განყოფილების მთავარი სპეციალისტი
უმაღლესი განათლება;
მშენებლობის ნებართვის გაცემის და სამშენებლო პროცესის მარეგულირებელი ნორმატიული და ქვენორმატიული აქტების ცოდნა
18
სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განყოფილების უფროსი
უმაღლესი განათლება;
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში მუშაობის 1-წლიანი გამოცდილება ან შესაბამისი სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მაღალ დონეზე ცოდნა;
სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოებასთან დაკავშირებული ნორმატიული და ქვენორმატიული აქტების ცოდნა;
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ძირითადი დებულებების და მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სამართალდარღვევათა განმსაზღრელი ნორმების ცოდნა;
19
სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის ინფრასტრუქტურის განვითარების, რეაბილიტაციის და ტერიტორიის კეთილმოწყობის განყოფილების უფროსი
უმაღლესი განათლება;
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში მუშაობის 1-წლიანი გამოცდილება ან შესაბამისი სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მაღალ დონეზე ცოდნა;
საქართველოს ტერიტორიაზე ტექნიკური ზედამხედველობისა და სამშენებლო საქმიანობის რეგულირების სფეროში მოქმედი ნორმატიული და ქვენორმატიული აქტების ცოდნა
20
მთავარი სპეციალისტი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში
უმაღლესი განათლება;
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მარეგულირებელი ნორმატიული და ქვენორმატიული აქტების ცოდნა