⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (08.09.2015)
გაუქმებულია:

აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 07.11.2014
ძალის დაკარგვა 08.09.2015
გამომცემი ორგანო აჟარის მუნიციპალიტეტი
ნომერი №26
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.102.016096
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/11/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,867 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.11.2014 მიღება
08.09.2015 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე სპარტაკ გურჩიანი აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №26 2014 წლის 7 ნოემბერი ქ. თბილისი აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროს 2014 წლის 10 სექტემბრის №73/სა ბრძანების საფუძველზე, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები №1 დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები №2  დანართის შესაბამისად. მუხლი 3🔗 დადგენილებით განსაზღვრული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილება სავალდებულოა აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატისა და აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელის თანამდებობათა დასაკავებლად. მუხლი 4🔗 კონკურსის ჩატარებისას კანდიდატთა შეფასება განხორციელდეს ამ დადგენილებით განსაზღვრული საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად. მუხლი 5🔗 დადგინდეს აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ადგილობრივი  თვითმმართველობის მოხელეთათვის ტესტირების ეტაპის გამსვლელი ზღვარი სწორი პასუხების 52%.   მუხლი 6🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ’’ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 20  ნოემბრის №8 დადგენილება. მუხლი 7🔗 ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესპარტაკ გურჩიანი დანართი №1 აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები მუხლი 1🔗. საერთო მოთხოვნები 1. წინამდებარე დადგენილებით განსაზღვრული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილება სავალდებულოა აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელის თანამდებობის დასაკავებლად, რომელიც თანამდებობათა რანგების მიხედვით მოიცავს: ა) უმაღლეს განათლებას, სამუშაო გამოცდილებას; ბ) ქართულ ენაზე, გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარს; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების Microsoft Office Word, Internet Explorer–ისსამომხმარებლო დონეზე ცოდნას; დ) პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამის მენეჯერულ უნარებს. ე) პიროვნულ მახასიათებლებს როგორიცაა: ე.ა. დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი; ე.ბ. შედეგებზე ფოკუსირების უნარი; ე.გ. პასუხისმგებლობის   მაღალი  გრძნობა; ე.დ.დროის   ეფექტური   მართვის  უნარი; ე.ე  ანალიზისა   და   დეტალებზე   ორიენტირების  უნარი; ე.ვ. სტრესულ   სიტუაციებში   მუშაობის  უნარი; ე.ზ. გუნდური   მუშაობის  უნარი. 2. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ყველა საჯარო მოხელისათვის სავალდებულოა საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროს 2014 წლის 10 სექტემბრის №73/სა ბრძანების დანართით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების ცოდნა, მათ შორის: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) ევროპული ქარტია ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ გ) საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“; დ) საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“; ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი. 3. კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად: ა) განცხადებების (აპლიკაციების) შერჩევა  და  შეფასება. ბ) ტესტირება. გ) გასაუბრება. 4. შერჩევის მეორე ეტაპზე გადავა მხოლოდ ის კანდიდატი, რომლის განაცხადიც აკმაყოფილებს ვაკანტური თანამდებობისათვის დადგენილ მოთხოვნებს; 5. იმისათვის, რომ კონკურსანტმა გადალახოს ტესტირების ეტაპი, აუცილებელია მან დააგროვოს ქულათა საერთო ოდენობის  52%, კერძოდ, 60 კითხვიდან არანაკლებ 31 სწორი პასუხი.  6. კანდიდატთან  დაკავშირება  მოხდება მის მიერ განაცხადში მითითებული ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით. მუხლი 2🔗. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთათვის მოიცავს შემდეგ კომპენტენციებს: ა) პროფესიული ცოდნის მოთხოვნები; ბ) ზოგადი უნარების მოთხოვნები; გ) პროფესიული უნარების მოთხოვნები. მუხლი 3🔗. მინიმალური და სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები 1. მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები საერთოა აჟარის (ზემო აფხაზეთის)  მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის და გამგეობის ყველა საჯარო მოხელისათვის. 2. სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები წესდება საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი რანგებისა და სამუშაოთა აღწერილობის შესაბამისად. მუხლი 4🔗. მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები პროფესიული ცოდნის, ზოგადი უნარების სფეროში აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელის თანამდებობის დასაკავებლად /თანამდებობის შესაბამისად/ სავალდებულოა წინამდებარე დანართის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების ცოდნა. მუხლი 5🔗. სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების სფეროში: 1. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსს და მთავარ სპეციალისტებს მოეთხოვებათ: ა) აჟარის  (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსს მოეთხოვება: უმაღლესი განათლება მაგისტრი/მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, საჯარო სამსახურში მუშაობის 3- წლიანი გამოცდილება, იძულებით გადაადგილებულ პირებთან − დევნილებთან სამსახურებრივი ურთიერთობის 2- წლიანი სამუშაო გამოცდილება. ,,აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების  შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 დეკემბრის №3 დადგენილების, საოფისე კომპიუტერული პროგრამების Microsoft Office Word, Internet Explorer, MicrosoftOffice Power Point–ის ცოდნა. სასურველია უცხო ენების (ინგლისური, რუსული) ცოდნა. ბ) აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფროს სპეციალისტს მოეთხოვება: უმაღლესი განათლება, ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, საჯარო სამსახურში მუშაობის 1-წლიანი გამოცდილება, იძულებით გადაადგილებულ პირებთან−დევნილებთან სამსახურებრივი ურთიერთობის 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება. საოფისე კომპიუტერული პროგრამების Microsoft Office Word, Internet Explorer, Microsoft Office Power Point–ის ცოდნა. სასურველია უცხო ენების (ინგლისური, რუსული) ცოდნა. დანართი №2 აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები მუხლი 1🔗. საერთო მოთხოვნები 1. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის (შემდგომში - გამგეობა) კონკურსის წესით ნებისმიერ თანამდებობაზე დასანიშნ პირს მოეთხოვება: ა)  ,,ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის ატესტაციის ტესტირების ეტაპების ჩატარების მეთოდიკის, თემატიკისა და შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“  სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2014 წლის 10 სექტემბრის #73/სა ბრძანებით გათვალისწინებული ძირითადი მოთხოვნები, მათ შორის: ა.ა. საქართველოს კონსტიტუცია; ა.ბ. ევროპული ქარტია ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ა.გ. საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“; ა.დ.საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“; ა.ე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი. ბ) პიროვნული მახასიათებლები, როგორიცაა: ბ.ა. დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი; ბ.ბ. შედეგებზე ფოკუსირების უნარი; ბ.გ. პასუხისმგებლობის   მაღალი  გრძნობა; ბ.დ.დროის   ეფექტური   მართვის  უნარი; ბ.ე. ანალიზისა   და   დეტალებზე   ორიენტირების  უნარი; ბ.ვ. სტრესულ   სიტუაციებში   მუშაობის  უნარი; ბ.ზ. გუნდური   მუშაობის  უნარი.  2. კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად: ა) განცხადებების (აპლიკაციების) შერჩევა და შეფასება. ბ) ტესტირება. გ) გასაუბრება. 3. შერჩევის მეორე ეტაპზე გადავა მხოლოდ ის კანდიდატი, რომლის განაცხადიც აკმაყოფილებს ვაკანტური თანამდებობისათვის დადგენილ მოთხოვნებს; 4. იმისათვის, რომ კონკურსანტმა გადალახოს ტესტირების ეტაპი, აუცილებელია მან დააგროვოს ქულათა საერთო ოდენობის  52%, კერძოდ, 60 კითხვიდან არანაკლებ 31 სწორი პასუხი. 5. კანდიდატთან  დაკავშირება  მოხდება მის მიერ განაცხადში მითითებული ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით. მუხლი 2🔗. გამგებლის წარმომადგენლის (რწმუნებული) გამგეობის ადმინისტრაციულ ერთეულში დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები ა) უმაღლესი განათლება; ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება; გ) იძულებით გადაადგილებულ პირებთან სამსახურებრივი ურთიერთობის 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება; დ) აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 სექტემბრის №15 დადგენილება ,,აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“. მუხლი 3🔗. გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები 1. ადმინისტრაციული სამსახურის მთავარი სპეციალისტი (იურისტი): ა) უმაღლესი იურიდიული განათლება, მაგისტრის აკადემიური ხარისხი სამართალმცოდნეობის სპეციალიზაციით; ბ) საჯარო სამსახურში არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება; გ) იძულებით გადაადგილებულ პირებთან − დევნილებთან სამსახურებრივი ურთიერთობის 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება; დ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი; საქართველოს კანონი ,,ნორმატიული აქტების შესახებ“.  ე) აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 05 სექტემბრის №15   დადგენილება ,,აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“. ვ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების  (Microsoft Office Word, Internet Explorer) ცოდნა.  2.ადმინისტრაციული სამსახურის წამყვანი სპეციალისტი: ა) უმაღლესი განათლება; ბ) საჯარო სამსახურში არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;  გ) იძულებით გადაადგილებულ პირებთან−დევნილებთან სამსახურებრივი ურთიერთობის 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება; დ) აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 სექტემბრის №15   დადგენილება ,,აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“. ე)  აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 სექტემბრის №16   დადგენილება ,,აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“. ვ) ,,აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის  ორგანოებში საქმისწარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 0 ოქტომბრის №33 განკარგულება; ზ) ,,აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის  ორგანოებისა და სამსახურების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების ტაბელის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 3 ოქტომბრის №34 განკარგულება; თ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Internet Explorer). მუხლი 4🔗. გამგეობის საფინანსო-საბუჯეტო სამსახურის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციომოთხოვნები. 1. საფინანსო-საბუჯეტო სამსახურის მთავარი სპეციალისტი (ბუღალტერი): ა) უმაღლესი განათლება; ბ) საჯარო სამსახურში არანაკლებ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;  გ) აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 05 სექტემბრის №15   დადგენილება ,,აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“. დ) აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 05 სექტემბრის №17   დადგენილება ,,აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“.   ე) საქართველოს კანონი ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“; ვ) შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ვებგვერდზე: rs.ge - ზე მუშაობის გამოცდილება; ზ) სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემაში მუშაობის გამოცდილება; თ) საბუღალტრო პროგრამა ORIS-ში მუშაობის გამოცდილება; ი) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Internet Explorer).  2. საფინანსო-საბუჯეტო სამსახურის მთავარი სპეციალისტი (შესყიდვების საკითხებში): ა) უმაღლესი განათლება; ბ) საჯარო სამსახურში არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება; გ) აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 05 სექტემბრის №15   დადგენილება ,,აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“. დ) აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 05 სექტემბრის №17   დადგენილება ,,აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“.   ე) ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების Microsoft Office Word, Microsoft Office Excel და InternetExplorer-ის ცოდნა. 3. საფინანსო-საბუჯეტო სამსახურის მთავარი სპეციალისტი (აუდიტორი): ა) უმაღლესი განათლება  (აუდიტის, ეკონომიკის, ფინანსები ან ბიზნეს ადმინისტრირების  მიმართულებით); ბ) საჯარო სამსახურში, შესაბამის სფეროში არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება; გ) აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 05 სექტემბრის №15   დადგენილება ,,აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“. დ) აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 05 სექტემბრის №17   დადგენილება ,,აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“.   ე)  საქართველოს კანონი ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“; ვ)  ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“  საქართველოს კანონი; ზ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების Microsoft Office Word, Microsoft Office Excel და InternetExplorer-ის ცოდნა. 4. საფინანსო-საბუჯეტო სამსახურის წამყვანი სპეციალისტი: ა) უმაღლესი განათლება; ბ) საჯარო სამსახურში არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება; გ) აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 05 სექტემბრის №15   დადგენილება ,,აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“. დ) აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 05 სექტემბრის №17   დადგენილება ,,აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“.   ე) საქართველოს კანონი ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“; ვ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების Microsoft Office Word, Microsoft Office Excel და InternetExplorer-ის ცოდნა. მუხლი 5🔗. გამგეობის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის საჯარო მოხელის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები წამყვანი სპეციალისტი: ა) უმაღლესი განათლება; ბ) საჯარო სამსახურში არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება; გ) იძულებით გადაადგილებულ პირებთან−დევნილებთან სამსახურებრივი ურთიერთობის 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება; დ) აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 05 სექტემბრის №15   დადგენილება ,,აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“. ე) აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 05 სექტემბრის №18   დადგენილება ,,აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“; ვ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების Microsoft Office Word, InternetExplorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. მუხლი 6🔗. გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის საჯარო მოხელის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები 1. მთავარი სპეციალისტი: ა) უმაღლესი განათლება; ბ) საჯარო სამსახურში არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება; გ) იძულებით გადაადგილებულ პირებთან−დევნილებთან სამსახურებრივი ურთიერთობის 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება; დ) აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 05 სექტემბრის №15   დადგენილება ,,აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“. ე) აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 05 სექტემბრის №21   დადგენილება ,,აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფი სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“; ვ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების Microsoft Office Word, InternetExplorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. მუხლი 7🔗. სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის საჯარო მოხელის დამატებითი საკვალიფიკაციომოთხოვნები 1. წამყვანი სპეციალისტი:  ა) უმაღლესი განათლება; ბ) საჯარო სამსახურში არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება; გ) იძულებით გადაადგილებულ პირებთან−დევნილებთან სამსახურებრივი ურთიერთობის 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება; დ) აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 05 სექტემბრის №15   დადგენილება ,,აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“. ე) აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 05 სექტემბრის №19   დადგენილება ,,აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ვ) საქართველოს კანონი „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“; ზ) საქართველოს კანონი „მობილიზაციის შესახებ“; თ) საქართველოს კანონი „სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ“; ი) საქართველოს კანონი „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“; კ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების Microsoft Office Word, InternetExplorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. მუხლი 8🔗. გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა საბოლოო გადაწყვეტილებას მიღება მოხდება, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის  საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ, ხმათა უმრავლესობის საფუძველზე, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.