ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №33 |
|
2014 წლის 7 ნოემბერი ქ. ოზურგეთი |
|
2. ერთი პრიორიტეტის ფარგლებში შესაძლებელია განხორციელდეს პროგრამებს, ქვეპროგრამებსა დასაბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილება;
3. ერთი პრიორიტეტის ფარგლებში პროგრამებს შორის თანხების გადანაწილება არ უნდა აღემატებოდეს ამ პრიორიტეტისათვის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული გადასახდელების 5%-ს, (გარდა სარეზერვო ფონდის და წინა წლების დავალიანებების დაფარვა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდისათვის გათვალისწინებული ასიგნებებისა);
4. ასიგნების გადანაწილება შეიძლება განხორციელდეს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის (შემდგომში - მერი) სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე.
5. შესაბამისი სამართლებრივი აქტისა და საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე მერი უფლებამოსილია განახორციელოს ცვლილებები (პროგრამის/ ქვეპროგრამის/ ღონისძიების დამატება, პროგრამის/ქვეპროგრამის/ღონისძიების დასახელების შეცვლა, პროგრამული კოდის დამატება,)პროგრამულ კლასიფიკაციაში.
6. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ასახვის მიზნით მერი უფლებამოსილია განახორციელოს ცვლილებები (მათ შორის, პროგრამული კოდის ან პროგრამის დამატება) ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით დამტკიცებულ შემოსულობებსა და გადასახდელებში. ეს ცვლილებები 1 თვის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს საბიუჯეტო წლის დასრულებისა, ცნობის სახით წარედგინება ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
1. საბიუჯეტო წლის განმავლობაში ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების ეფექტურად ხარჯვის მიზნით საბიუჯეტო ორგანიზაცია, რომლისთვისაც არის მიკუთვნებული ეს გადასახდელები, მიმართავს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს (შემდგომში - საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური) ასიგნებების გადანაწილების თაობაზე. მიმართვაში საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ მოყვანილ უნდა იქნას სათანადო არგუმენტაცია და შესაბამისი დასაბუთება ასიგნებების გადანაწილებისა და მასზე ვალდებულების აღების არარსებობის თაობაზე.
2. მოთხოვნა საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს წარედგინება წერილობითი სახით იმ საბიუჯეტო ორგანიზაციის, რომლისთვისაც არის მიკუთვნებული ეს ასიგნებები, ხელმძღვანელის ხელმოწერით.საბიუჯეტო ორგანიზაციას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა წერილის შინაარსსა და ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების გადანაწილების მიზანშეწონილობაზე. 3. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური განიხილავს წარმოდგენილ წერილობით მოთხოვნას და არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა მერს წარუდგენს შესაბამის წინადადებებს (მოხსენებითი ბარათი და შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტი) ასიგნების გადანაწილების თაობაზე. 4. გადანაწილების თაობაზე მერის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მერი გამოსცემს შესაბამის სამართლებრივ აქტს, რომლის საფუძველზე საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ატარებს სათანადო ცვლილებას, ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად. 5. საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ მოთხოვნილი ასიგნებების გადანაწილებაზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე, საბიუჯეტო ორგანიზაციამ საფინანსო-ეკონომიკურ სამსახურში არ უნდა წარადგინოს ვალდებულების დოკუმენტი იმ ასიგნებაზე, რომელთა გადანაწილებაზე არსებობს მოთხოვნა. 6. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან თანხის გამოყოფის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ამზადებს მერის ბრძანების პროექტს ამ თანხის ბიუჯეტის შემოსულობებსა და გადასახდელებში ასახვის მიზნით. ბრძანების გამოცემის შემდეგ საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ატარებს შესაბამის ცვლილებებს ბიუჯეტის ორგანიზაციულ კლასიფიკაციაში და მის მიერ დამტკიცებულ განწერაში,ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად. 7. წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებები ზუსტდება ამ წესით გათვალისწინებული გეგმის ცვლილების ცნობით (დანართი №2). დანართი №2 ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური
გეგმის ცვლილების ცნობა № 20----- წლის ----- ---------------- ----------------------------------------------------------------------------- (საბიუჯეტო ორგანიზაციის დასახელება, ორგ.კოდი) -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (ცვლილების საფუძველი, სამართლებრივი აქტის თარიღი, ნომერი) ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (ცვლილების შინაარსი) (ლარებში)
დაფარვის ან მიმართვის წყარო:
1. დამტკიცებული ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნება
2. სარეზერვო ფონდი
3. წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდი
4. დანარჩენი ცვლილება
საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||