ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
07.11.2014 ძალადაკარგული 05.10.2015
ნომერი
№34
სარეგისტრაციო კოდი
010340000.35.171.016034
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/11/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

📑 სარჩევი (10 მუხლი)
 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №34

2014 წლის 7 ნოემბერი

ქ. ოზურგეთი

 

ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის,  „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს №1 დადგენილებას თანდართული დებულების   მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები“ თანახმად დანართისა.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა კობალაძე



დანართი
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
თავი I
ზოგადი მოთხოვნები

მუხლი 1. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა მოხელეს მოეთხოვება შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) ევროპული ქარტია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“;

გ) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;

დ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (I, II, III, IV და VI თავები). 


მუხლი 2. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის  მოხელეთა ძირითადი მოთხოვნები განსაზღვრულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად.

თავი II
მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი

მუხლი 3. აპარატის უფროსი 
აპარატის უფროსს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების I თავით გათვალისწინებული ზოგადი მოთხოვნებისა, დამატებით მოეთხოვება:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorerის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. 


მუხლი 4. საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე
საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწეს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების I თავით გათვალისწინებული ზოგადი მოთხოვნებისა, დამატებით მოეთხოვება:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorerის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.


მუხლი 5. საკრებულოს აპარატის მთავარი სპეციალისტი
საკრებულოს აპარატის მთავარ სპეციალისტს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების I თავით გათვალისწინებული ზოგადი მოთხოვნებისა, დამატებით მოეთხოვება:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) მუშაობის არანაკლებ 6 თვის გამოცდილება;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorerის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. 


თავი III
მუნიციპალიტეტის მერია

 


მუხლი 6. მერის თანაშემწე
მერის თანაშემწეს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების I თავით გათვალისწინებული ზოგადი მოთხოვნებისა, დამატებით მოეთხოვება:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorerის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. 


მუხლი 7. მერიის სტრუქტურული ერთეულის განყოფილების უფროსი
მერიის სტრუქტურული ერთეულის განყოფილების უფროსს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების I თავით გათვალისწინებული ზოგადი მოთხოვნებისა, დამატებით მოეთხოვება:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorerის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. 


მუხლი 8. მერიის სტრუქტურული ერთეულის მთავარი სპეციალისტი
მერიის სტრუქტურული ერთეულის მთავარ სპეციალისტს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების I თავით გათვალისწინებული ზოგადი მოთხოვნებისა, დამატებით მოეთხოვება:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) მუშაობის არანაკლებ 6 თვის გამოცდილება;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorerის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. 



ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 05.10.2015.
როდის იქნა მიღებული „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“?
„ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 07.11.2014. მიმღები ორგანო — ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №34. სარეგისტრაციო კოდი — 010340000.35.171.016034.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 05.10.2015-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 10 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.10.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“, №34, 07.11.2014, სარეგისტრაციო კოდი 010340000.35.171.016034 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.10.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2571588/