ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა კონკურსი (შემდგომში - კონკურსი) -საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კანდიდატის შესაბამისობის დადგენა ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნებთან;
ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა ატესტაცია (შემდგომში - ატესტაცია)- საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოხელის სამსახურებრივი საქმიანობის, პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პირადული თვისებების შესაბამისობის შეფასება დაკავებული თანამდებობის მოთხოვნებთან;
გ) კომისია - საკონკურსო-საატესტაციო კომისია, მუდმივმოქმედი ორგანო, რომელიც მუშაობს როგორც კონკურსის პროცესში, ასევე ატესტაციის დროს.;
დ) დაწესებულება - თვითმმართველობის ორგანო, რომელშიც ტარდება კონკურსი ან/და ატესტაცია. გამგეობა ან საკრებულოს აპარატი;
ე) ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელე - „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად განსაზღვრული პირი, გარდა საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 52-ე მუხლში მოცემული პირების