1.  კომისიის  საქმიანობის  მიზანია  დასაკავებელი  თანამდებობისადმი  წაყენებულ  მოთხოვნებთან კონკურსანტის ან დაკავებული თანამდებობისადმი წაყენებულ მოთხოვნებთან მოხელის შესაბამისობის შეფასება.

2. კომისიის ფუნქციებია:

ა) ჩაატაროს კონკურსი ან ატესტაცია ამ დებულებით დადგენილი წესით;

ბ) პირის პროფესიული  ცოდნის, ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა  და პიროვნული თვისებების შესაფასებელი პროცედურის წარმართვა;

გ) კონკურსის შედეგების მიხედვით, ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წარდგენა ან წარდგენაზე უარის თქმა;

დ) თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირისათვის კონკურსანტის/ატესტაციას  დაქვემდებარებული მოხელის შეფასების თაობაზე დასკვნის წარდგენა