1. ატესტაციის ჩატარების დროს განსაზღვრავს დაწესებულების ხელმძღვანელი, კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით.

2. ატესტაციას    დაქვემდებარებულ მოხელეთა სიას და ატესტაციის ჩატარების   გრაფიკს ამზადებს დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი სამსახური და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს დაწესებულების ხელმძღვანელი.

3. ატესტაციის  გრაფიკი,  ინფორმაცია  ატესტაციის  ჩატარების  პრინციპების,  პროცედურების,  ფორმებისა  და პირობების შესახებ, ასევე, კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი და ფორმა ატესტაციას დაქვემდებარებულ   პირს  და  საჯარო  სამსახურის  ბიუროს  უნდა  ეცნობოს  ატესტაციის  დაწყებამდე ორი კვირით ადრე მაინც.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის საჯაროობას უზრუნველყოფს საკონკურსო- საატესტაციო კომისიის თავმჯდომარ