„ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის N19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №50 |
|
2014 წლის 7 ნოემბერი ქ. ქარელი |
ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. აპარატის ფუნქციაა უზრუნველყოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს ფრაქციების, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების და საკრებულოს თანამდებობის პირების ეფექტური საქმიანობისათვის შესაბამისი პირობების შექმნა, გაუწიოს დახმარება საკრებულოს წევრებს მათი უფლებამოსილების განხორციელებაში, მიაწოდოს ინფორმაცია მოსახლეობას საკრებულოსა და საკრებულოს თანამდებობის პირების საქმიანობის შესახებ, ორგანიზაციულად უზრუნველყოს მოქალაქეთა ურთიერთობა საკრებულოსა და საკრებულოს თანამდებობის პირებთან, ასევე უზრუნველყოს საკრებულოში დოკუმენტების მიღების, აღრიცხვის, მომზადების, გაფორმების, მოძრაობის, შესრულებაზე კონტროლის განხორციელების, შენახვისა და გამოყენების პროცედურები.“;
ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:
„ზ) საკრებულოში დოკუმენტების მიღების, აღრიცხვის, მომზადების, გაფორმების, მოძრაობის, შესრულებაზე კონტროლის განხორციელების, შენახვისა და გამოყენების პროცედურების უზრუნველყოფა.“;
გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი:
„ლ) ახორციელებს საკრებულოში დოკუმენტების მიღების, აღრიცხვის, მომზადების, გაფორმების, მოძრაობის, შესრულებაზე კონტროლის განხორციელების, შენახვისა და გამოყენების პროცედურებს.“;
დ) დადგენილებით დამტკიცებულ დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 მუხლი:
„მუხლი 51.
საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებები აღინუსხება ერთი კალენდარული წლის განმავლობაში, უწყვეტი (ზრდადი) ნუმერაციითა და ერთმანეთისგან დამოუკიდებლად. საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება შედგება ინდექსისგან („2“), დეფისისა და სამი ციფრისგან. პირად საკითხებთან დაკავშირებით გამოცემული ბრძანებების ნუმერაციის შემთხვევაში იწერება: ინდექსი, ასობგერა („პ“), დეფისი და სამი ციფრი, გარდა სამსახურებრივ მივლინებასთან დაკავშირებით გამოცემული ბრძანებებისა. სამსახურებრივ მივლინებასთან დაკავშირებით გამოცემული ბრძანებების ნუმერაციის შემთხვევაში იწერება: ინდექსი, ასობგერა („მ“), დეფისი და სამი ციფრი.“.
|