„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 23 აგვისტოს №1024 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№937
სარეგისტრაციო კოდი
140130000.22.034.016385
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/11/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №937

2014 წლის 28 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 23 აგვისტოს №1024 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-20  მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული  დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების  საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს  საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური  ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს  შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 23 აგვისტოს №1024 ბრძანებაში (სარეგისტრაციო კოდი - 140.130.000.22.034.009.150) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული  დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ნ“ და „ფ.ა“ ქვეპუნქტების  საფუძველზე,“.

2.      ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

ა) მე-7 მუხლის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) სამართალდამცავ ორგანოებთან საერთაშორისო თანამშრომლობის პროცესში მიღებული ინფორმაციის  მონაცემთა ბაზებში ასახვის მიზნით (ფიზიკურ პირებზე, საგნებზე, ფაქტებზე, დოკუმენტებზე და სხვ.) სამინისტროს შესაბამისი დანაყოფისათვის მონაცემების მიწოდება;

ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ინტერპოლის გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და რეკომენდაციების რეალიზაციისათვის ხელშეწყობა;“;

ბ) მე-7 მუხლიდან ამოღებულ იქნეს „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტები;

გ) მე-7 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ)  გენერალურ სამდივნოსთან, ეცბ-ებთან, ასევე საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებსა და შესაბამის უწყებებთან ინფორმაციის გაცვლის დროს ბიურო იყენებს სატელეფონო, ელექტრონული ფოსტის, საფოსტო და სპეციალური კავშირის საშუალებებს;“;

დ) მე-8 მუხლის:

დ.ა) მე-2 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს „დ“ ქვეპუნქტი;

დ.ბ) მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით მინისტრს წარუდგენს წინადადებებს ბიუროს მოსამსახურეთა წახალისების ან მათი დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე;“;

დ.გ) მე-2 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები;

დ.დ) მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს ბიუროს სტრუქტურას, საშტატო განრიგს და ბიუროს სტრუქტურული დანაყოფების საქმიანობის, აგრეთვე ბიუროს მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობების განაწილების წესს;“;

დ.ე) მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მინისტრს წარუდგენს წინადადებებს ბიუროს მოსამსახურეთა  დანიშვნისა და გათავისუფლების შესახებ;“;

დ.ვ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ1“ ქვეპუნქტი:

„ლ1) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს შეთანხმებებს მოქმედი კანონმდებლობისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე;“;

დ.ზ) მე-2 პუნქტის „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) შუამდგომლობს მინისტრთან ბიუროს მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ;

ნ) პირადად ან რომელიმე მოსამსახურის მეშვეობით უზრუნველყოფს ინტერპოლის გენერალური ასამბლეის სესიებსა და ინტერპოლის ეგიდით მოწვეულ სხვა საერთაშორისო ფორუმებზე საქართველოს წარდგენას;“;

ე) მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ვ) მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაციას და ინფორმაციულ უზრუნველყოფას უწევს ტერორიზმთან, ტრეფიკინგთან, ნარკოტიკულ საშუალებებთან, ფულის გათეთრებასთან, ბავშვთა პორნოგრაფიასთან, ორგანიზებულ და სხვა სახის დანაშაულთან ბრძოლას;“;

ზ) მე-12 მუხლის პირველი პუნქტის:

ზ.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სატელეფონო, ელექტრონული ფოსტის და სპეციალური კავშირის საშუალებით ინფორმაციის გაცვლას;“;

ზ.ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) სამინისტროს შესაბამისი დანაყოფებისთვის ინფორმაციის მიწოდებას არსებული მონაცემთა ბაზების განახლების უზრუნველსაყოფად;“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


შინაგან საქმეთა მინისტრიალექსანდრე ჭიკაიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 23 აგვისტოს №1024 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 28.11.2014.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 23 აგვისტოს №1024 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 23 აგვისტოს №1024 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 28.11.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №937. სარეგისტრაციო კოდი — 140130000.22.034.016385.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 23 აგვისტოს №1024 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 23 აგვისტოს №1024 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 23 აგვისტოს №1024 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.11.2014 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 23 აგვისტოს №1024 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №937, 28.11.2014, სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016385 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.11.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2575600/