საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სისტემის რეფორმის ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 03.11.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №1981
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017966
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/11/2014
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.11.2014 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სისტემის რეფორმის ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 ნოემბრის N1981 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ თბილისისა და ქუთაისის ლოგისტიკური ცენტრების განვითარების თაობაზე წინადადებათა წარმოდგენის შესახებ მოთხოვნის პირობების მოწონების, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის უფლებამოსილების მინიჭებისა და თბილისისა და ქუთაისის ლოგისტიკური ცენტრების განვითარების შესახებ შემოსულ განაცხადთა განმხილველი კომისიის შექმნის შესახებ შოთა რუსთაველის საიუბილეო ღონისძიების ჩატარების ხელშემწყობი კომისიის შექმნის შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაარსებიდან 75 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებების განსახორციელებლად კომისიის შექმნის შესახებ ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების, მშენებლობისა და ოპერირების თაობაზე წინადადებათა წარდგენის შესახებ მოწვევის პირობების მოწონების, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის უფლებამოსილების მინიჭებისა და ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების, მშენებლობისა და ოპერირების შესახებ წარდგენილ წინადადებათა განმხილველი კომისიის შექმნის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სისტემის რეფორმის ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; }
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; }
p.Default, li.Default, div.Default { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; color:black;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
span.abzacixmlChar { }
span.PlainTextChar { }
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml0, li.sataurixml0, div.sataurixml0 { margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; }
p.abzacixml0, li.abzacixml0, div.abzacixml0 { margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; }
span.apple-converted-space {}
span.BalloonTextChar { }
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; }
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:63.35pt 64.1pt 49.7pt 70.55pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №19
81
2014 წლის 3 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სისტემის რეფორმის ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ
1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის და 29-ე მუხლის პირველი პუნქტის
შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სისტემის რეფორმის მიზნით
შეიქმნას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სისტემის რეფორმის ხელშემწყობი სამთავრობო კომისია (შემდგომში − კომისია), შემდეგი შემადგენლობით:
შალვა თადუმაძე
– საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი, კომისიის თავმჯდომარე;
ალექსანდრე ბარამიძე
– საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე;
ლევან იზორია
– საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე;
ნათია მიქელაძე
– საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე;
გიორგი ბაქრაძე
– საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე;
მაია ბითაძე
– საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე;
ირაკლი ხმალაძე
– საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე;
გიორგი თაბუაშვილი
– საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე;
დავით ლომიძე
– საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე;
ნოდარ კერესელიძე
– საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე;
ირაკლი გეგეჭკორი
– საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე
.
კახა კახიშვილი
– საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე.
2.
კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ:
მაია ბაქრაძეს
– ა(ა)იპ − ასოციაცია - საქართველოს მოსამართლეთა ერთობის აღმასრულებელი საბჭოს წევრს;
შოთა გეწაძეს
– თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარეს;
ნინო ქადაგიძეს
– თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლეს;
თამარ გვარამაძეს
– ა(ა)იპ − საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს;
ნათია გორგოძეს
– საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნ-ველყოფის დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს უფროსს.
3. დამტკიცდეს კომისიის თანდართული დებულება.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სისტემის რეფორმის ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სისტემის რეფორმის ხელშემწყობი სამთავრობო კომისია (შემდგომში - კომისია) შექმნილია საქართველოს მთავრობის განკარგულებით.
2. კომისია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით, ამ დებულებითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
3. კომისიის სტრუქტურა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით.
მუხლი 2🔗. კომისიის ამოცანები
კომისიის ძირითადი ამოცანებია:
1.
კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის პრინციპების გათვალისწინებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სისტემის რეფორმის თაობაზე შესაბამისი წინადადებების, რეკომენდაციების, კონცეფციების შემუშავება;
2.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის პროექტის შემუშავება და საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა;
3.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სისტემის ფარგლებში სხვა სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა.
მუხლი 3🔗. კომისიის სტრუქტურა
1. კომისიის შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
2. კომისიის შემადგენლობაში წევრის სტატუსით შედიან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სისტემასთან დაკავშირებული საქართველოს სამინისტროების საპარლამენტო მდივნები. კომისიის შემადგენლობაში, ასევე, შეიძლება შედიოდნენ სასამართლო და საკანონმდებლო ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
3. კომისიის საქმიანობაში, კომისიის თავმჯდომარის მოწვევით, შეიძლება მონაწილეობდნენ სხვა პირებიც, მათ შორის საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრები, სახელმწიფო უწყებათა, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტები, სპეციალისტები, მეცნიერები.
მუხლი 4🔗. კომისიის უფლებამოსილება
დასახული მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად კომისია უფლებამოსილია:
1. კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან და დაწესებულებებიდან გამოითხოვოს თავისი საქმიანობისათვის საჭირო ინფორმაცია.
2. კომისიის კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესწავლისა და სათანადო რეკომენდაციების შემუშავების მიზნით, ხმათა უბრალო უმრავლესობით შექმნას თემატური სამუშაო ჯგუფები შესაბამისი სამინისტროების, სხვა სახელმწიფო უწყებების, ორგანიზაციების, დამოუკიდებელი ექსპერტებისა და სპეციალისტების მონაწილეობით.
მუხლი 5🔗. კომისიის მუშაობის ორგანიზაცია
1. კომისიის სხდომა იმართება პერიოდულად, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა უბრალო უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ კომისიის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
2. კომისიას ხელმძღვანელობს და მის სხდომებს წარმართავს კომისიის თავმჯდომარე.
3. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას ასრულებს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული კომისიის სხვა წევრი.
4.
კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია,
რომელიც უზრუნველყოფს კომისიაზე წარსადგენი დოკუმენტების მომზადებას, კომისიის შეხვედრების ორგანიზებას, სხდომების საოქმო ჩანაწერების წარმოებას და აღრიცხვას, ექსპერტების, სპეციალისტების მოწვევას, კომისიის სხდომების მასალებით უზრუნველყოფას და კომისიის მიერ უფლებამოსილებების განხორციელებისთვის საჭირო სხვა საქმიანობის განხორციელებას.
მუხლი 6🔗. კომისიის უფლებამოსილების ვადა
კომისია იქმნება განსაზღვრული ვადით. კომისია უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს პარლამენტის 2015 წლის საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე.