შოთა რუსთაველის საიუბილეო ღონისძიების ჩატარების ხელშემწყობი კომისიის შექმნის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2725
2015 წლის 1 8 დეკემბერი
ქ. თბილისი
შოთა რუსთაველის საიუბილეო ღონისძიების ჩატარების ხელშემწყობი კომისიის შექმნის შესახებ
1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შეიქმნას შოთა რუსთაველის საიუბილეო ღონისძიების ჩატარების ხელშემწყობი კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე;
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი;
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი;
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი;
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი;
საქართველოს ფინანსთა მინისტრი;
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელი/ წარმომადგენლები;
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერი;
საქართველოს ადმინისტრაციულ ტერიტორიულ ერთეულებში (ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტები) სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი;
სსიპ - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წარმომადგენელი;
სსიპ - კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი;
სსიპ - საქართველოს ეროვნული მუზეუმის წარმომადგენელი;
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელი;
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის წარმომადგენელი;
სსიპ - საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენელი.
2. კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოს საქართველოს პარლამენტის წევრს/წევრებს.
3. კომისიის სხდომებში შესაძლებელია მონაწილეობა მიიღონ სხვა უწყებების წარმომადგენლებმა ან მოწვეულმა პირებმა.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „შოთა რუსთაველის საიუბილეო ღონისძიების ჩატარების ხელშემწყობი კომისიის შექმნის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „შოთა რუსთაველის საიუბილეო ღონისძიების ჩატარების ხელშემწყობი კომისიის შექმნის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 18.12.2015.
- როდის იქნა მიღებული „შოთა რუსთაველის საიუბილეო ღონისძიების ჩატარების ხელშემწყობი კომისიის შექმნის შესახებ“?
- „შოთა რუსთაველის საიუბილეო ღონისძიების ჩატარების ხელშემწყობი კომისიის შექმნის შესახებ“ მიღებულია 18.12.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №2725. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.020540.
- სად არის „შოთა რუსთაველის საიუბილეო ღონისძიების ჩატარების ხელშემწყობი კომისიის შექმნის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.12.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „შოთა რუსთაველის საიუბილეო ღონისძიების ჩატარების ხელშემწყობი კომისიის შექმნის შესახებ“, №2725, 18.12.2015, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020540 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.12.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3125023/