საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შპს „თბილავიამშენს“ შორის დადებული ხელშეკრულებების შემსწავლელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №600
2014 წლის 4 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შპს ,,თბილავიამშენს“ შორის დადებული ხელშეკრულებების შემსწავლელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ
1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შეიქმნას საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შპს „თბილავიამშენს“ შორის დადებული ხელშეკრულებების შემსწავლელი სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:
ა) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელი – კომისიის თავმჯდომარე;
ბ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი – კომისიის წევრი;
გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი – კომისიის წევრი;
დ) სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი – კომისიის წევრი;
ე) შპს ,,თბილავიამშენის“ წარმომადგენელი – კომისიის წევრი.
2. კომისიის შექმნის მიზანია, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შპს ,,თბილავიამშენს“ შორის დადებული ხელშეკრულებებისა და მათი შესრულების საკითხების შესწავლა, შესაბამისი სამართლებრივი ხასიათის პროექტების მომზადება, რეკომენდაციების/დასკვნების მიღება და უფლებამოსილი ორგანოებისთვის წარდგენა.
3. კომისია ვალდებულია, საქმიანობის პროცესში დაიცვას სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის მოთხოვნები და უზრუნველყოს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან აცილება.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შპს „თბილავიამშენს“ შორის დადებული ხელშეკრულებების შემსწავლელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შპს „თბილავიამშენს“ შორის დადებული ხელშეკრულებების შემსწავლელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 04.04.2014.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შპს „თბილავიამშენს“ შორის დადებული ხელშეკრულებების შემსწავლელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“?
- „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შპს „თბილავიამშენს“ შორის დადებული ხელშეკრულებების შემსწავლელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ მიღებულია 04.04.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №600. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.016902.
- სად არის „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შპს „თბილავიამშენს“ შორის დადებული ხელშეკრულებების შემსწავლელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.04.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შპს „თბილავიამშენს“ შორის დადებული ხელშეკრულებების შემსწავლელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“, №600, 04.04.2014, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016902 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.04.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2314914/