ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2188
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016456
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/01/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2188

2013 წლის 27 დეკემბერი

ქ. თბილისი

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ

1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“  საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის   შესაბამისად, შეიქმნას ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის (შემდგომში – ფესტივალი) ჩატარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

ირაკლი ღარიბაშვილი –საქართველოს პრემიერ­‑მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

ლევან ყიფიანი – საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, კომისიის წევრი

დავით ნარმანია – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, კომისიის წევრი

გიორგი კვირიკაშვილი –საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი

ალექსანდრე ჭიკაიძე –  საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

ნოდარ ხადური – საქართველოს ფინანსთა მინისტრი

ლერი ხაბელოვი – საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი

ალექსანდრე ახვლედიანი – ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი‑თბილისი‑2015 ‑ ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე

პაპუნა პეტრიაშვილი – ქალაქ თბილისის მერის მოადგილე.

2 . კომისია იკრიბება არანაკლებ კვარტალში ერთხელ ფესტივალის ჩატარების საორგანიზაციო და მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით.

3. კომისიის საქმიანობაში, კომისიის თავმჯდომარის მოწვევით მონაწილეობას  იღებენ სახელმწიფო უწყებების, სხვადასხვა ორგანიზა­ციების, საქართველოში მოქმედი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

პრემიერ-მინისტრი                   ი . ღარიბაშვილი