„ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 27 დეკემბრის №2188 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1315
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.019437
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/07/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1315

2015 წლის 23 ივნისი

ქ. თბილისი

 „ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 27 დეკემბრის №2188  განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, „ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 27 დეკემბრის №2188 განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შეიქმნას ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის (შემდგომში– ფესტივალი) ჩატარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

    ირაკლი ღარიბაშვილი – საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე;

    გიორგი კვირიკაშვილი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი;

    ტარიელ ხეჩიკაშვილი – საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი;

    ნოდარ ჯავახიშვილი – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი;

    ვახტანგ გომელაური – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი;

    ნოდარ ხადური – საქართველოს ფინანსთა მინისტრი;  

    დავით ნარმანია – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერი;

    ლერი ხაბელოვი – ა(ა)იპ – საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი;

    ალექსი ახვლედიანი – ა(ა)იპ – ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის – თბილისი - 2015-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე.“.

 

პრემიერ-მინისტრი                              ირაკლი ღარიბაშვილი