„საქართველოში ფეხბურთის განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 თებერვლის №262 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1351
2015 წლის 25 ივნისი
ქ. თბილისი
„საქართველოში ფეხბურთის განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 თებერვლის №262 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოში ფეხბურთის განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 თებერვლის №262 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოში ფეხბურთის განვითარებისა და აღორძინების მიზნით, შეიქმნას საქართველოში ფეხბურთის განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:
ირაკლი ღარიბაშვილი – საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე;
კახა კალაძე – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი;
გიორგი კვირიკაშვილი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი;
ნოდარ ხადური – საქართველოს ფინანსთა მინისტრი;
ნოდარ ჯავახიშვილი – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი;
ტარიელ ხეჩიკაშვილი – საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი;
დავით ნარმანია − ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერი;
აკაკი ლოდია – საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე;
დომენტი სიჭინავა – ა(ა)იპ – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი;
რევაზ არველაძე – ა(ა)იპ – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი;
ალექსანდრე ჩივაძე – ა(ა)იპ – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის წევრი, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები გუნდის მთავარი მწვრთნელი;
მურთაზ ხურცილავა – ა(ა)იპ – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპატიო ვიცე-პრეზიდენტი;
რომან ფიფია – შპს „საფეხბურთო კლუბ დინამო თბილისის“ (ს/ნ 204423454) პრეზიდენტი;
ილია კოკაია – შპს „საფეხბურთო კლუბ ზესტაფონის“ (ს/ნ 230091664) 100%-იანი წილის მფლობელი.“.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი