„ფეხბურთში 2015 წლის უეფას სუპერთასისთვის მოსამზადებელი სამთავრობო კომისიის შექმნისა და აღნიშნულთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 ოქტომბრის №1884 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1350
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.019491
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/07/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1350

2015 წლის 25 ივნისი

ქ. თბილისი

„ფეხბურთში 2015 წლის უეფას სუპერთასისთვის მოსამზადებელი სამთავრობო კომისიის შექმნისა და აღნიშნულთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 ოქტომბრის №1884 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, „ფეხბურთში 2015 წლის უეფას სუპერთასისთვის მოსამზადებელი სამთავრობო კომისიის შექმნისა და აღნიშნულთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 ოქტომბრის №1884 განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ქ. თბილისში, 2015 წლის 11 აგვისტოს, ფეხბურთში 2015 წლის უეფას სუპერთასის მატჩის მაღალ დონეზე ორგანიზებისა და ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნას ფეხბურთში 2015 წლის უეფას სუპერთასისთვის მოსამზადებელი სამთავრობო კომისია (შემდგომში − კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

კახა კალაძე − საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი, კომისიის თავმჯდომარე;

დავით ნარმანია − ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;

ტარიელ ხეჩიკაშვილი − საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი;

აკაკი ლოდია − საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე;

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელი;

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი;

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი;

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი;

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი;

დომენტი სიჭინავა - ა(ა)იპ − საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი;

რევაზ არველაძე - ა(ა)იპ − საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი.“.

 

პრემიერ-მინისტრი        ირაკლი ღარიბაშვილი