„2014-2015 წლის ფიჭური სატელეფონო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 16 იანვრის №67 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№607
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016874
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/04/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №607

 2014 წლის 4 აპრილი

 ქ. თბილისი

,,2014-2015 წლის ფიჭური სატელეფონო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის  2014 წლის 16 იანვრის №67 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

    საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ,,2014-2015 წლის ფიჭური სატელეფონო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით განხორციელების თაობაზე“საქართველოს მთავრობის 2014 წლის 16 იანვრის №67 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულებით დამტკიცებული ,,2014-2015 წლის ფიჭური სატელეფონო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის“ მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. სატენდერო კომისიის შემადგენლობაში შედიან:

   ილია ბეგიაშვილი   – საქართველოს მთავრობის კანცელარიის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი, სატენდერო კომისიის თავმჯდომარე;
    ლევან რაზმაძე   – სსიპ – კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე, სატენდერო კომისიის წევრი; დიმიტრი ქუმსიშვილი   - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე, სატენდერო კომისიის წევრი;

გიორგი ჯავახიშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, სატენდერო კომისიის წევრი;

დავით ხუციშვილი   – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, სატენდერო კომისიის წევრი; ალექსი ბატიაშვილი   – საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, სატენდერო კომისიის წევრი.“.

 

 

პრემიერ-მინისტრი                               ირაკლი ღარიბაშვილი