„2015-2016 წელს ფიჭური სატელეფონო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 დეკემბრის №2175 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1379
2015 წლის 29 ივნისი
ქ. თბილისი
„2015-2016 წელს ფიჭური სატელეფონო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 დეკემბრის №2175 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „2015-2016 წელს ფიჭური სატელეფონო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 დეკემბრის №2175 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების დანართის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სატენდერო კომისიის შემადგენლობაში შედიან:
ილია ბეგიაშვილი – საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადმინისტრაციული მართვის დეპარტამენტის უფროსი, სატენდერო კომისიის თავმჯდომარე;
ლევან რაზმაძე – სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე, სატენდერო კომისიის წევრი;
გიორგი ბარაბაძე − სსიპ − კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, სატენდერო კომისიის წევრი;
ნათია მიქელაძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, სატენდერო კომისიის წევრი;
გიორგი თაბუაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, სატენდერო კომისიის წევრი;
დავით ხუციშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, სატენდერო კომისიის წევრი;
ალექსანდრე ტაბატაძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, სატენდერო კომისიის წევრი;
დავით ებრალიძე − საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, სატენდერო კომისიის წევრი.“.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი