„2015 წელს საბეჭდი ქაღალდის სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერების საშუალებით განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 დეკემბრის №2172 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1378
2015 წლის 29 ივნისი
ქ. თბილისი
„2015 წელს საბეჭდი ქაღალდის სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერების საშუალებით განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 დეკემბრის №2172 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, შეტანილ იქნეს ცვლილება „2015 წელს საბეჭდი ქაღალდის სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერების საშუალებით განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 დეკემბრის №2172 განკარგულებაში და განკარგულების დანართის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სატენდერო კომისიის შემადგენლობაში შედიან:
ილია ბეგიაშვილი – საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადმინისტრაციული მართვის დეპარტამენტის უფროსი, სატენდერო კომისიის თავმჯდომარე;
ლევან რაზმაძე – სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე, სატენდერო კომისიის წევრი;
გიორგი ბარაბაძე - სსიპ - კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, სატენდერო კომისიის წევრი;
ნათია მიქელაძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, სატენდერო კომისიის წევრი;
გიორგი თაბუაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, სატენდერო კომისიის წევრი;
დავით ხუციშვილი - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, სატენდერო კომისიის წევრი;
ალექსანდრე ტაბატაძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, სატენდერო კომისიის წევრი;
დავით ებრალიძე - საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, სატენდერო კომისიის წევრი.“.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი